Nuk

ალვის ხე - Populus

თარიღი: 15 მარტი, 2018

გვარი  Populus.

გავრცელებული სახეობებია: Populus Tremula-მთრთოლავი ვერხვი, Populus alba-თეთრი ხვალო და Populus nigra-ოფი. სინათლის მოყვარული და ქარგამძლე მცენარეა.25-35 მ სიმაღლის ხეა.

Populus Tremula--მთრთოლავი ვერხვი, გავრცელებულია: ფერდობებსა და ხევებში,ნახანძრალ ადგილებში,ტყის პირებზე. თელეთის, მამადავითის, კოჯრის, საგურამო- იალნოს ქედებზე.

Populus nigra-ოფი.გავრცელებულია მდინარეთა ტერასებზე, ტენიან ხევებსა და მის ნაპირებზე. ქვესახეობები: Populus italica, Populus pyramidalis - ფოთოლმცვივანი, ორსახლიანი ხე, იზრდება 40 -მდე, აქვს ვიწრო პირამიდული ქერქი. ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფი კი მაისში მწიფდება. მდედრობითი ხეები იშვიათია და ამიტომ კალმით ამრავლებენ. საკმაოდ ყინვაგამძლეა და სწრაფმზარდი.

Populus alba
თეთრი ხვალო  დარგულია ბოტანიკურ ბაღში, ასევე იყენებენ გამწვანებაში. თბილისის მიდამოებში მცირე რაოდნობით ყველა უბანშია დარგული.