სასტუმრო მოციონი

სასტუმრო „მოციონი“  ქ. ბორჯომში ლიკანის ტერიტორიაზე ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მდებარეობს. სასტუმროდან 200 მეტრში სამკურნალო ბალნეოლოგიური კორპუსი მდებარეობს. 

სასტუმროს ოთახებიდან ჩანს ულამაზესი ხეობა და მისი შემოგარენი, ისრტორიული ძეგლები. თუმცა, მთავარი მაინც ლიკანის განუმეორებელი სამკურნალო  ჰავაა, რომელსაც აქ არსებული ფიჭვნარი  ქმნის. ბორჯომისა და ლიკანის  კლიმატის  მოქმედება მრავალფეროვანია. ლიკანის  ეკოსისტემა  ხელს  უწყობს ნერვიული სისტემის დამშვიდებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვით ფუნქციას, ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს, ხელს უწყობს ანემიის მკურნალობას, აუმჯობესებს მდგომარეობას ბრონქული ასთმის, გულ-სისზლძარღვთა სისტემის მთელი რიგი დაავადებების დროს, ზრდის ორგანიზმის ტონუსს და ა.შ. 

კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალება მინერალური წყალია, რომელსიც როგორც სასმელად, ასევე ბალნეოლოგიური პროცედურებისათვის გამოიყენება. ბორჯომის მინერალური წყლით მკურნალობას მიმართავენ ღვიძლის, სანაღველე და საშარდე გზების , საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებეთა ცვლის მოშლის დროს.