Nuk
სასტუმრო ლიკანი პალასი

ოთახების ღირებულება: საწოლი - სტანდარტული ნომერი - 50 -60 დოლარი კვებით.

 

საწოლების რაოდენობა : 26-30 საწოლი

 

სასტუმრო „ლიკანი-პალასი“ ქ. ბორჯომში, ლიკანის ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარედ მდებარეობს. კომპლექსი სახელმწიფო რეზიდენციიდან 200 მეტრშია განთავსებული. ასევე სასტუმროდან 200 მეტრში სამკურნალო ბალნეოლოგიური კორპუსი მოქმედებს, სადაც სხვადასხვა სამკურნალო პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.

 

სასტუმროში განთავსებულია თერთმეტი ნომერი, აქედან ორი ნომერი დუპლექსის ტიპის ლუქსია, სადაც ოთხი პირის განთავსებაა შესაძლებელი, ორი ორადგილიანი ნომერი, ორი საწოლნახევრიანი და ხუთი სამადგილიანი ნომერი. ნომრებში განთავსებულია მინი ბარი, ტელევიზორი კაბელური არხებით, სველი წერტილები და დუშკაბინა. ასევე ნომრებში დამონტაჟებულია ელექტრონული სეიფები.

 

სასტუმროში ფუნქციონირებს სატრენაჟორო ოთახი სამასაჟე სავარძლით. ასევე არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც ორმოც პერსონაზეა გათვლილი. კომპლექსის შემადგენლობაშია რესტორანი ორასი ადამიანის ტევადობით, VIP-კუპე, ორი ბარი და ბუხარი. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უკაბელო ინტერნეტით.

 

სასტუმროს ტერიტორიაზე არის დიდი ეზო გამწვანებით და მანქანების სადგომით. კომპლექსის ადმინისტრაცია აწყობს ექსკურსიებს ბორჯომში, ტაბაწყურსა და ბაკურიანში, ვარძიასა და ფოკაში. ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტიმოთეს უბანში, მწვანე მონასტერში, წმინდა გიორგის დედათა მონასტერში (სადგერი), სერაფიმ საროველის მონასტერში (პლატო). სასტუმრო უკეთებს ორგანიზებას საქორწინო ღონისძიებებს.