Nuk
Crowne Plaza Borjomi

სასტუმრო ქრაუნ პლაზა ბორჯომი გთავაზობთ 3, 5, 7 დღიან დასვენებას ბორჯომში ინდივიდუალურად თქვენთვის შედგენილი გამაჯანსაღებელი პროგრამით 

პაკეტის ფასში შედის:
- ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპა პროცედურები
- სასტუმროში განთავსება
- 3-ჯერადი კვება
- -- უზით, ორთქლის ოთახებით, საუნებით და სავარჯიშო დარბაზით სარგებლობა 
- დილის იოგა 7-9 სთ-მდე
- საბავშვო ოთახით სარგებლობა

- ბორჯომის პარკში და გოგირდის აუზებზე უფასო შესვლა

 

ბორჯომის მინერალურ წყალს, მეცნიერთა აზრით, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრი­ცხვამდე V საუკუნეში იყენებდნენ სამკურნალოდ. მათი მტკიცებით, ის მთელი ამ ხნის განმავლობაში უცვლელი რჩება თავისი შემადგენლობით. წყალი სასიკეთოდ მოქმედებს საჭმლის მომნელებელ, ენდოკრინულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. მასში შემავალი მინერალები დადებით მოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე

 

Crowne Plaza-ს სპა სტრესის მოსახსნელად Thai მასაჟს გთავაზობთ. ენერგიის აღმდგენი თერაპია აკუპრესურას, ნაზ გაჭიმვასა და პასიური იოგას ელემენტებს აერთიანებს

 

გაზაფხულის ბოლოს ბორჯომში ნაძვის ყვავილობა იწყება, უფრო სწორად კი „ყვავილობა ყვავილების გარეშე“. ამ დროს ნაძვზე ჩნდება გირჩები, რომელთა მტვერი განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ნაძვის მტვერი შეიცავს ფიტონციდებს, ეთერზეთებს და დიდი რაოდენობით C და D ვიტამინებს. ნაძვნარის სიახლოვეს ცხოვრება და სეირნობა ჯანმრთელობისა და საუკეთესო დასვენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სეზონის ეს დრო ბორჯომში ბუნების დიდი საჩუქარია ადამიანებისთვის.