Nuk
ძირითადად რისი ეშინიათ და რას გაურბიან ჩვენი პატარები ბაღში მისვლისას?

თარიღი: 31 ივლისი, 2022

ძირითადად რისი ეშინიათ და რას გაურბიან ჩვენი პატარები ბაღში მისვლისას? 

• რა თქმა უნდა გაურკვევლობას, არ იციან რას მოელიან ახალ სივრცეში, ეს ხომ პირველი მაკროსოციუმია, სადაც მიკროგარემოდან ხვდებიან.

• "ერთერთობას", ნამდვილად სჯობს ერთადერთობა ვერაფერს იტყვი.

• საყვარელ ადამიანებთან განშორებას, " მათ რომ რამე დაემართოთ?, ან მე რომ დამემართოს რამე მათ გარეშე?"....

შესაბამისად მზადება ახალი გარემოსთვის ოჯახმა მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა დაიწყოს. 

- მნიშვნელოვანია დაიწყოთ განრიგის დაცვა,  რუტინა  დააწესოთ : თუ ბავშვს ეცოდინება რის შემდეგ რას მოელის, ეცოდინება ყოველ დაგეგმილ ეტაპზე წინასწარ და გაუჩნდება დროის შეგრძნება და პარალელურად მის სწორად მენეჯმენტსაც შეძლებს თავისებურად. 

- ხშირად გაატარეთ ბაღთან, აჩვენეთ სად მდებარეობს ბაღის შენობა, რას გააკეთებს იქ და რა გარემო დახვდება,

- ნუ ჰკითხავთ ხშირად და ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას, ხომ არ ეშინია? თუმცა თუ ხედავთ, რომ შფოთავს უთხარით, რომ მასთან შორიახლოს იქნებით და თუ საჭიროება ექნება მასთან გაჩნდებით.. 

- როლური თამაშები შესთავაზეთ, საკუთარი სათამაშოების ჩართვით.

როლები გაუნაწილეთ. 

- თამაშის პერსონაჟები მიდიან ბაღში,მათ ყოველთვის დროულად აკითხავენ მშობლები და სახლში უსაფრთხოდ აბრუნებენ, თან ბაღის თავგადასავლებს ჰყვებიან....

უშუალოდ ბაღში მიყვანის დღეს:

▪️ გააღვიძეთ ჩვეულზე უფრო ადრე, რომ არ დააჩქაროთ,

▪️ ერთად ჩაალაგეთ ჩანთა,განსაზღვრეთ საჭიროებები.

▪️ ამოურჩიეთ მისი საყვარელი სათამაშო, რომლის წაღების საშუალებას მისცემთ რომ უთქვენობა გაუკომპენსიროს, 

▪️ ყოველ დასმულ შეკითხვაზე მშვიდად და აუღელვებლად უპასუხეთ.

▪️ მისვლისას, აუცილებლად მისი თანდასწრებით გამოელაპარაკეთ მასწავლებელს, ესაუბრეთ თბილად, აჩვენეთ რომ ის ადამიანია, რომელსაც თქვენ ენდობით და მოგწონთ.

▪️ შეიმუშავეთ დამშვიდობების რიტუალი. არასოდროს შეყოვნდეთ დიდხანს ამ მომენტზე. დამშვიდობება უნდა იყოს ხანმოკლე და  მუდმივად ერთფეროვანი.

▪️ დედა არ უნდა "გაქრეს" უეცრად და გაუფრთხილებლად ბაღიდან. 20 წუთი უნდა დაკავდეს ბავშვთან ურთიერთობით, შესაძლოა არც კი შევიდეს ინტერაქციაში, უბრალოდ შორიახლოს იყოს და თვალთახედვაში. როგორც კი ბავშვი გაერთობა უნდა დაემშვიდობოს და დატოვოს ბაღის სივრცე. 

▪️ ყოველთვის ხაზი გაუსვით ფაქტს, რომ ბაღის გარკვეული აქტივობის შემდეგ მიაკითხავთ, ხოლო დაბრუნებული კი აუცილებლად მიანიშნებთ,რომ დაპირებისამებრ დაბრუნდით მის წასაყვანად.

ბაღში მიყვანისთვის ოპტიმალური დრო ინდივიდუალურია ყველა ბავშვისთვის, მაგრამ რატომ ჩემი მხარდაჭერა 3 წელს?

• ამ პერიოდში ბავშვი მეტად ისწრაფვის ავტონომიურობისკენ, 

• უმძაფრდება ინტერესი გარემოსადმი, 

• სხვებთან ინტერაქციის მეტი გამოცდილება აქვს, 

• აკვირდება და ადვილად სწავლობს იმიტაციის ხარჯზე, 

• მეტყველება უკეთაა განვითარებული, აზრს გამოხატავს და აზიარებს, 

• მშობელთან განშორების შფოთვა შემცირებულია. შედარებით ადვილად თმობს ოჯახის წევრებს.

წყარო: http://mhc.ge