Nuk
ყველაფერი გრიპის შესახებ: გავრცელება და მორჩენის გზები

თარიღი: 10 მარტი, 2017

რა არის გრიპი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ? 

გრიპის ვირუსი ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ალბათ ხშირად დაინტერესებულხართ, რატომ ჭარბობს გრიპის ეპიდემიები ზამთრის პერიოდში, რატომ გვაქვს მცირე იმუნიტეტი მის მიმართ და რა უნდა გავაკეთოთ მისგან დასაცავად?

გრიპის ვირუსი ადამიანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ალბათ ხშირად დაინტერესებულხართ, რატომ ჭარბობს გრიპის ეპიდემიები ზამთრის პერიოდში, რატომ გვაქვს მცირე იმუნიტეტი მის მიმართ და რა უნდა გავაკეთოთ მისგან დასაცავად?

გრიპი არის სასუნთქი სისტემის გადამდები ინფექცია. ის გამოწვეულია ვირუსით, რომელსაც ეწოდება ინფლუენზა (influenza). სიტყვა გრიპი მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან “gripper”, რაც “ხელის სწრაფად წავლებას”, “დატაცებას” ნიშნავს - ანუ დაავადება, რომელიც სწრაფად უტევს ადამიანს.

არსებობს ამ ვირუსის სამი ტიპი -  A, B და C. ვირუსის A და B ტიპები იწვევენ სეზონურ ეპიდემიებს, მაგრამ პანდემიები მხოლოდ A ტიპის ვირუსით ვითარდება. C ტიპის ვირუსი იშვიათია და შედარებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს.


სეზონური გრიპის ეპიდემიები ნოემბერი - აპრილის თვეების პერიოდში ხდება და დაახლოებით 9 კვირა გრძელდება.

მაღალი რისკის მქონე ადამიანებში (ორსულები, მოხუცები, ბავშვები, სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები) უფრო მეტად მოსალოდნელია გრიპის მძიმე გართულებების განვითარება, მათ შორის ლეტალური გამოსავალიც (სიკვდილი). 

ხშირად ხდება, რომ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ გრიპი და გაციება, ამ ორ დაავადებას სხვადასხვა გამომწვევი ყავს და განსხვავებული მიდგომა ჭირდება.

 

როგორ ვრცელდება გრიპი?

გრიპი ერთი ადამიანიდან მეორეზე ძალიან ადვილად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზებით. დაავადებული ადამიანი საუბრისას, ხველებისას და დაცემინებისას მის ირგვლივ წარმოქმნის აეროზოლს, რომლის წვეთებშიც შეწონილია გრიპის ვირუსის ნაწილაკები. ამ ჰაერის შესუნთქვისას ვირუსი ხვდება სასუნთქ გზებში და იწვევს გრიპის განვითარებას.

გარდა ამისა, გრიპის ვირუსი გადაეცემა არა მარტო ჰაერით, არამედ იმ საგნებით, რომელთაც ხელით შეეხო დაავადებული ადამიანი. გადაცემის ამ ორი გზიდან გამომდინარე, გრიპი ადვილად ვრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მეტრო, ავტობუსი, სასწავლებლები და ა. შ.)

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გრიპის ვირუსის პირველი სიმპტომების გამოვლენას (საინკუბაციო პერიოდი) 1-დან 3 დღემდე ჭირდება.

დაავადებული ადამიანი ვირუსს გამოყოფს დაახლოებით 6 დღის განმავლობაში, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება 10 დღემდეც გაიზარდოს, განსაკუთრებით ბავშვებში.

 

საკუთარი თავის დასაცავად ან ვირუსის სხვებისთვის გადადების რისკის შესამცირებლად:

●     დღის განმავლობაში რამდენჯერმე (რაც შეიძლება ხშირად) დაიბანეთ ხელი საპნით და გამდინარე წყლით.

●     ცემინების ანდა ხველებისას აიფარეთ სალფეთქი ან მოხრილი იდაყვი, გამოყენების შემდეგ სალფეთქი გადააგდეთ და ხელი დაიბანეთ.

●     დარჩით სახლში, მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს, განსაკუთრებით ბავშვებთან, მოხუცებთან და გრიპის გართულებული ფორმის განვითარების რისკის მქონე სხვა პირებთან.

●     დაიმახსოვრეთ, რომ გრიპის ვირუსს საგნების ზედაპირზე (სათამაშოები, ტელევიზორის პულტი, კარის სახელური და ა. შ.) შეუძლია რამდენიმე დღის განმავლობაში იცოცხლოს : ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლის დალაგება და ასეთი საგნების გადაწმენდა, ასევე, ავადმყოფის ნივთებთან შეხებისგან თავის არიდება.

●     გამოიყენეთ პირბადე.

●     შეარჩიეთ შესაბამისი კვების რეჟიმი .

 

როგორ მოვირჩინოთ გრიპი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გრიპის პრევენციისთვის რეკომენდირებულია ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდში აცრის ჩატარება.

ამის მსგავსად, ნატუროპათიულ მედიცინაში გრიპის პროფილაქტიკისთვის მიღებული საშუალებაა Influenzium, რომელიც გრიპის ვირუსის ნოზოდია,  ორგანიზმში მის მიმართ გამომუშავდება ანტისხეულები და ამ გზით ხელს უწყობს ვირუსის მიმართ სპეციფიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას - შესაბამისად, მას ვაქცინის მსგავსი მოქმედება აქვს.

ასევე საინტერესოა გრიპის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გამოყენებული საშუალება Anas barbariae - იხვი ბარბარიას გულის და ღვიძლის ავტოლიზატი. ითვლება, რომ იხვი ბარბარია გრიპის ვირუსის საბოლოო მასპინძელია და აღნიშნული კომპონენტი ასტიმულირებს ციტოტოქსიურ T-ლიმფოციტებს, ბუნებრივ ქილერ (Natural Killer Cells) უჯრედებს და ამ გზით აძლიერებს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიურ იმუნიტეტს.

როგორც ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები, ასევე, კიდევ ბევრი სხვა ეფექტური კომპონენტი შედის პრეპარატი GUNA-Flu-ს შემადენლობაში. მასში შემავალი კომპონენტების წყალობით იგი მოქმედებს როგორც იმუნომოდულატორი და როგორც გრიპის სიმპტომების სამკურნალო პრეპარატი. აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება შეიძლება როგორც გრიპის პრევენციის, ასევე მკურნალობის დროს.

გრიპის ვირუსის სიმპტომების გამოვლენისას მაქსიმალურად შეეცადეთ დაისვენოთ და თავს ნუ აიძულებთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს თავს მეტად გადაღლით და ვირუსსაც თქვენ ირგვლივ მყოფებს შორის უფრო გაავრცელებთ. რეკომენდირებულია მიიღოთ ბევრი სითხე (მინერალური წყლები, წვენები, კომპოტები) - რაც ხელს შეუწყობს შარდთან ერთად ვირუსის გამოდევნას. ზოგადად, როგორც გრიპის პრევენციისთვის, ასევე მისი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კვების რაციონის შერჩევა, რომელიც ორგანიზმს ვირუსთან გამკლავებაში დაეხმარება.