Nuk
ხშირად დასმული კითხვები მარილთან დაკავშირებით

თარიღი: 14 ნოემბერი, 2022

კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ?
პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

 

კითხვა: რა რაოდენობით მარილი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად?
პასუხი: თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

 

კითხვა:  რომელი პროდუქტი შეიცავს მარილს დიდი რაოდენობით?
პასუხი: მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ  ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა  შეზღუდოთ.

 

კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს, პროდუქტებში მარილის შემცველობის დონე მაღალია თუ დაბალი?
პასუხი: დაბალი შემცველობა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე; 

საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე; 

მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.
 

კითხვა: რა განსხვავებაა მარილსა და Na-ს შორის?
პასუხი:  Na მარილის შემადგენელი ნაწილია.

 

კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს პროდუქტებში მარილის შემცველობა, თუ ეტიკეტზე მხოლოდ Na-ის რაოდენობა იქნება მითითებული
პასუხი: ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას.

 

კითხვა: მიყვარს მარილიანი საკვები, რა ალტერნატივა შეიძლება გამოვიყენო?
პასუხი: საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.