Nuk
ხილი და პატარები

თარიღი: 17 ივნისი, 2020

რატომ არის წლამდე ასაკისთვის ბავშვისთვის ხილი გადამწყვეტი მნიშვნელობის და რა ფორმით მივცეთ ის

ბავშვებისთვის ახალი პროდუქტების მიცემა, ჯანსაღი კვების მიჩვევა და ხილ–ბოსტნეულის შეყვარება მშობლისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ზრდასთან ერთად იცვლება პატარების კვების რაციონი და ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათთვის ხილის გასინჯვას და შემდეგ უკვე ყოველდღიურ რაციონში სტაბილურად ჩართვას. პატარა ასაკში ბავშვებისთვის ხილის მიცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რადგან ის, თუ რამდენად ინტენსიურად მიირთმევენ მცირე ასაკში ბავშვები ხილს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მისაღები პროდუქი იქნება ის სამომავლოდ.

როდის გავასინჯოთ ბავშვს ხილი?

პედიატრები სხვადასხვა კვლევას ეყრდნობიან და მშობლებს დამატებითი კვების დაწყებას 4, 5 ან 6 თვის ასაკში ურჩევენ. დამატებითი კვების დაწყებისთანავე კი მისი ნაწილი უნდა გახდეს ხილი. პირველ ჯერზე ხილს ვთავაზობთ მცირე ულუფებით. სასურველია იყოს 1 ჩაის კოვზი და სამი დღის განმავლობაში ველოდებით რეაქციას. ახალი ხილის მიცემის აუცილებელი პირობაა ისიც, რომ თითოეული მათგანი უნდა გავასინჯოთ ცალ–ცალკე, რომ ვიცოდეთ როგორია ამა თუ იმ კონკრეტული პროდუქტის მიმღებლობა, პატარას ხომ არ აქვს ალერგია ან კუჭ–ნაწლავის გაღიზიანებას ხომ არ იწვევს. როდესაც უკვე დადასტურებით გვეცოდინება, რომ ხილის კონკრეტული სახეობები ჩვენს პატარას მოსწონს, შეგვიძლია ისინი ერთმანეთში ავურიოთ და ბავშვს მრავალფეროვანი გემოები შევთავაზოთ, რომ არ მობეზრდეს.

რომელი ხილი გავასინჯოთ პატარას პირველი?

ბავშვისთვის ხილის მიცემის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც სახეობას, ისე კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობას. უმჯობესია ხილი იყო ბიო პროდუქტი და არ შეიცავდეს პესტიციდებს, მისი მოყვანის დროს გამოყენებული არ იყოს ქიმიური დანამატები, რომლებიც ნაყოფიერებას უწყობს ხელს.

პირველი უნდა გავასინჯოთ ნაკლებად ალერგიული ხილი. მაგალითად, ასეთია ვაშლი ან ბანანი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. თუ პატარა დამატებით კვებას ზაფხულში იწყებს, მივცეთ სეზონური ხილი და არა – ბანანი.
 

რა ფორმით მივცეთ პატარას ხილი?

ეს არის ერთ–ერთი გადამწყვეტი საკითხი, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს იმას თუ რამდენად ეყვარებათ პატარებს კონკრეტული პროდუქტები. პატარებს არ უყვართ მძაფრი გემოები, ამიტომ პედიატრები გვირჩევენ, ხილი თავდაპირველად ფაფასთან ან რაიმე სხვა საკვებთან ერთად მივცეთ.
ხილიანი ფაფის მიცემის კიდევ ერთი უპირატესობა კი ისაა, რომ ამ დროს ბავშვს დაზუსტებით მაღალი ხარისხის ხილს ვაძლევთ. დღეს ბიო ხილის შეძენა ადვილი ნამდვილად არ არის. საბავშვო კვების სანდო მწარმოებლები კი უდიდეს ყურადღებას აქცევენ ამ საკითხს.
მაგალითად, თუ წავიკითხავთ Heinz-ის ტკბილი ფაფების (ლაკომაია) ანოტაციას, ვნახავთ, ეს არის 100% ნატურალური პროდუქტი გმო-ს, კონსერვანტების, ნიტრატების, არომატიზატორების, საღებავის გარეშე. შესაბამისად, უკვე დადასტურებით გვეცოდინება, რომ ხილი, რომელსაც აღნიშნული ფაფისთვის იყენებენ, სათანადოდ არის მოყვანილი და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს. ლაკომაის ფაფების შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ხილი შედის და ამიტომ ბევრი მას რძიან ტკბილ ფაფებს უწოდებს. გარდა ხილისა, ის შეიცავს DSM Nutrition-ის 12 ვიტამინს და 4 მინერალს, ასევე Beneo-ს ფირმის პრებიოტიკს.
ფაფის არჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, თუ როგორი რძე არის გამოყენებული მის დასამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია პროდუქციის შეფუთვაზე. ბავშვთა კვების ნებისმიერი პროდუქტი და მათ შორის, ფაფაც დამზადებული უნდა იყოს ნატურალურ რძესა და ნატურალურ მშრალ რძეზე. ის არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ზეთებს, როგორიცაა: პალმის, რაფსის, ქოქოსის, სოიოს რძე. რადგან ეს ნივთიერებები განსაკუთრებულად მავნეა ჯანმრთელობისთვის და ბავშვის ზრდა–განვითარების პროცესზე მან შეიძლება არათუ პოზიტიური, არამედ მავნე გავლენაც კი იქონიოს. „ჰეინცის ფაფების შემადგენლობაში არც ერთი მავნე ნივთიერება არ შედის.
 

რატომ უნდა მივცეთ პატარას ქარხნულად დამზადებული ფაფა ხილით? 

პედიატრები წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყოველთვის ქარხნულად დამზადებულ ფაფას უწევენ რეკომენდაციას. თუმცა დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებელს. სანდო ბრენდის პროდუქციის შეძენისას, თქვენ მშვიდად ვიქნებით, რომ პატარას სასარგებლო და უსაფრთხო საკვებს ვაძლევთ. ამ დროს უსაფრთხოების საკითხიც მაქსიმალურად არის დაცული, რადგან ამაზე ზრუნავს არა მხოლოდ მშობელი, არამედ დიდი საწარმო მაღალკვალიფიური ტექნოლოგებითა და ნუტრიციოლოგებით. ხილის მიცემის დროს განსაკუთრებით დიდია გადაცდენის შანსი, ამიტომ ფაფა ხილით საუკეთესო და უსაფრთხო გამოსავალია, რაც კი შეიძლება მცირე ასაკის პატარას შევთავაზოთ.
heinz