Nuk
ვიტამინები და იმუნიტეტი ვირუსების სეზონზე

თარიღი: 18 მარტი, 2020

როგორ მივაწოდოთ წლამდე ბავშვს ვიტამინები და გავუძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების სეზონზე

ალბათ, ყველა მშობელმა იცის, რომ ვიტამინების დეფიციტი ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთი პირველი მიზეზია და ასევე სწორედ ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დასუსტებას. ეს პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალური ზამთრის სეზონზე ხდება, როცა სხვადასხვა ტიპის ვირუსები გვიტევენ და კიდევ უფრო მეტი ფიქრი და ზრუნვა გვიწევს იმაზე, რომ ბავშვი ძლიერი იმუნიტეტით შეეგებოს ამ სირთულეებს და რაც შეიძლება მსუბუქად გადავიაროთ ეს რთული სეზონი.

რა თქმა უნდა, ვიტამინების მიწოდება ბავშვისთვის უპირველეს ყოვლისა კვებით არის საჭირო და არა აბების სახით. ექიმებიც ხშირად მოგვიწოდებენ, თვითნებურად ნუ გადავწყვეტთ ბავშვისთვის კალცის თუ სხვა სახის ვიტამინების დანიშვნას, რადგან კონკრეტული ანალიზების და ექიმის დასკვნის გარეშე მიღებულმა პრეპარატებმა შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს.

გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვის სწორ და ჯანსაღ კვებას შევუწყოთ ყველანაირად ხელი, რომ ყველა საჭირო მინერალი და ვიტამინი მან საკვებიდან მიიღოს.

ბავშვი უნდა იკვებებოდეს მრავალფეროვანი საკვებით ნებისმიერ  ასაკში, თუმცა  ერთ წლამდე ბავშვის შემთხვევაში ეს საკითხი მეტად საყურადღებოა. თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, დედა უნდა ეცადოს ყველანაირად, რომ განსაკუთრებით 6 თვემდე, სანამ პატარა დამატებით კვებაზე გადავა, მიიღოს ჯანსაღი საკვები და მისი რძე მდიდარი და კიდევ უფრო სასარგებლო იყოს. ხოლო ის პატარები, ვინც ხელოვნურ კვებაზე არიან, 4 თვიდან გადადიან დამატებით კვებაზე და მათ შემთხვევაშიც იმუნიტეტის გაძლიერება საჭირო პროდუქტებით, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია.

ასაკის გათვალისწინებით პატარამ უნდა მიიღოს პროდუქტი საკვების ყველა ჯგუფიდან:

• ხილი და ბოსტნეული

• ბურღულეული

• ხორცი და რძის პროდუქტი

• ცხიმები (მცენარეული და ცხოველური)

რასაკვირველია, არ არის ადვილი, დღევანდელ გარემოში ბავშვისთვის უსაფრთხო, სანდო და თანაც, გემრიელი პროდუქტების შეძენა თუ მომზადება. მშობლებისთვის ნამდვილი გამოწვევაა, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, ხარისხიანი და არაგენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვა. ყველამ ვიცით, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ბავშვისთვის მიწოდებული პროდუქტი ნამდვილად სანდო იყოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან უხარისხო, არანატურალური და სხვადასხვა პესტიციდით თუ სხვა ნივთიერებებით გაჯერებული ხილი და ბოსტნეული სარგებლის ნაცვლად, მავნებელი გახდება ბავშვის ორგანიზმისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ბაზარი სავსეა მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, საშიში ხილ-ბოსტნეულით?

გამოსავალი ნამდვილად არსებობს - ვისაც სურს, რომ ბავშვმა აუცილებლად მიიღოს ჯანსაღი პროდუქტები, არსებობს იოლი, საკმაოდ ხარისხიანი და ნატურალური, და ალბათ რაც ასევე უმთავრესია - გემრიელი საშუალება -  HEINZ-ის პიურეები. აღიარებული და პოპულარული ბრენდი, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ენდობიან და ირჩევენ მშობლები, სწორედ ხარისხსა და სანდოობაზე მუშაობს. ფაფებსა და პიურეებში ისინი მხოლოდ ნარჩევ და საუკეთესო ხარისხის ხილ-ბოსტნეულს იყენებენ, არაგენმოდიფიცირებულს და პესტიციდების და სხვა მავნე ნივთიერებების გარეშე.

შესაბამისად, ხილისა და ბოსტნეულის  პიურეები 100%-ით ნატურალური, არ აქვს დამატებული შაქარი, შეიცავს მხოლოდ ხილში ბუნებრივად არსებულ შაქარს. არ შეიცავს გლუტეინს, საღებავებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ნივთიერებებს, კონსერვანტებსა და არომატიზატორებს.

რაც კიდევ გამოარჩევს ამ ფაფებს და რასაც აღნიშნავენ ხოლმე გამოცდილი დედები, ეს მისი კომფორტულობა - HEINZ-ის პიურეები რბილ შეფუთვაში შეგიძლიათ შეიძინოთ და ატაროთ თან, პატარასაც შეუძლია მისი დამოუკიდებლად მირთმევა, ყოველგვარი ცერემონიების და საგანგებო მომზადების გარეშე. ეს მოხერხებულობა და კომფორტი დამატებითი ბონუსია, რითაც ამ ფაფებმა თანამედროვე მშობლების აღიარება დაიმსახურეს.

ასე რომ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ნუ დანებდებით. მიაწოდეთ პატარას ვიტამინები და მინერალები ხილ-ბოსტნეულის სახით, რათა დაიცვათ ისინი გრიპებისა და სხვადასხვა ვირუსისგან და ხელი შეუწყოთ მათ სწორ ზრდა-განვითარებას.