Nuk
ვაშლის სასარგებლო თვისებები

თარიღი: 27 აპრილი, 2017

ვაშლი სასარგებლოა პირის ღრუსთვის – ამცირებს ბაქტერიების დონეს. ვაშლი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა ქოლესტერინის მაღალი დონე. ვაშლი კი ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.ვაშლი ორგანიზმიდან დევნის ტოქსინებს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

 

ხილთან ერთად სასარგებლოა მისი წვენიც. სასურველია, ტკბილი და გაზიანი სასმელები ვაშლის წვენით ჩაანაცვლოთ, რომელიც მდიდარია C ვიტამინით.

 

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ ვაშლის წვენის წყალობით ალცჰაიმერის დაავადების პრევენციაა შესაძლებელი. მკვლევარები ამ დასკვნამდე თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ მივიდნენ.

 

ალცჰაიმერი ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცნობიერებითი უნარების: მეხსიერების, ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების თანდათანობითი დაკარგვა. ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 მილიონი ადამიანი იტანჯება.

 

წარმოგიდგენთ ვაშლის წვენის სხვა სასარგებლო თვისებებს:

·     სასარგებლოა თმისა და კანისთვის.

·     მისი წყალობით შესაძლებელია დიაბეტის პრევენცია.

·     წონაში კლებას უწყობს ხელს.

·     სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის.

·     ასთმის შეტევისგან დაგიცავთ.

·     მისი წყალობით თირკმელი ორგანიზმდიან დევნის ტოქსინებს.

·     C ვიტამინის წყალობით უმჯობესდება იმუნური სისტემა.

·     კურნავს ყაბზობას.