Nuk
ვარიქსინალი – ბუნებრივი, კომპლექსური მიდგომა ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის

თარიღი: 28 მაისი, 2018

ვარიქსინალი – ბუნებრივი, კომპლექსური მიდგომა ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის

ფეხების შეშუპება, წვის, სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება ზაფხულის  მოახლოებასთან ერთად უფროდაუფრო შემაწუხებელი ხდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შექმნილ დისკომფორტს ყურადღებას არ ვაქცევთ და ცხელი სეზონისთვის დამახასიათებელ პროცესად ვაფასებთ. სინამდვილეში კი აღნიშნული სიმპტომების გამოვლინების დროს, საქმე გვაქვს ქრონიკულ ვენურ დაავადებასთან, სადაც ცხელი სეზონი დაავადების პროგრესირების ხელშემწყობი ხდება. 

 

პრობლემა ფართოდ გავცელებულია მთელ მსოფლიოში და სტატისტიკის მიხედვით 10-დან 8 ადამიანს გამოხატული აქვს ქრონიკული ვენური დაავადების ესა თუ ის ფორმა. ხშირ შემთხვევაში, ამას ჩვენი ცხოვრების წესი და საქმიანობაც განაპირობებს, რადგან ხანგრძივად დგომა, ან ჯდომა დავადების განვითარების რისკს  ზრდის.

 

ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებისა და მკურნალობის მექანიზმებზე აკადემიკოსი, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ექიმი-ანგიოლოგი, თეა მუხურაძე გვესაუბრება:

 

ქალბატონო თეა, როდის იჩენს პრობლემა თავს და როგორ უნდა მივხვდეთ რომ ქრონიკული ვენური დაავადება გვივითარდება?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ აუცილებელი არ არის კიდურებს გამოკვეთილი გარეგნული ცლილებები ჰქონდეს, მაგალითად ვარიკოზული ვენები ან წვრილი ქსელისებური კაპილარები, თუკი აღგვენიშნება ჩივილები, როგორიცაა სიმძიმის შეგრძნება, წვა, სიმხურვალე, ე.ი. დაავადება განვითარების ფაზაშია და საჭიროებს დროულ რეაგირებას. ვენური ტკივილების გამომწვევი ძირითადი ფაქტორი ვენის კედელში მიმდინარე ანთებითი პროცესი და  ვენის კედლის გაგანიერება – გაჭიმვაა, რაც ვენებში სისხლის შეგუბებით და მასში წნევის მატებით არის განპირობებული. ამიტომაც ხდება ის ცხელ სეზონზე უფრო შესამჩნევი და ძალიან კარგი იქნება, თუკი პაციენტი მკურნალობის კურსის ჩატარებას გაზაფხულიდან დაიწყებს, რომ ზაფხულს მომზადებული შეხვდეს.

 

როგორ მოვემზადოთ ზაფხულისთვის?  

ქრონიკული ვენური უკმარისობისკენ მიდრეკილი ადამიანები ყოველთვის უნდა იცავდნენ  ჯანსაღი ცხოვრების წესს, როგორიც არის ფეხით სიარული, ცურვა, კვება; ამის პარაპელურად, აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეფექტის სწრაფად მისაღწევად, კომბინირებული მოქმედებისთვის, მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია გარეგანი მოხმარების საშუალებების ჩართვაც.

 

ფარმაცევტულ ბაზარზე ქრონიკული ვენური დაავადების სამკურნალოდ დიდი არჩევანია. თქვენ რომელ სამკურნალო საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას?

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნებისმიერი სამკურნალო საშუალება უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.  მხოლოდ სპეციალისტი განსაზღვრავს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს და ნიშნავს ქმედით, თანამედროვე მკურნალობას, რომელიც თავიდან გვაცილებს დაავადების პროგრესირებასა და შემდგომ გართულებებს. უპირატესობას სამკურნალო საშუალებებს მისი შემადგენლობა და ხარისხი ანიჭებს. ამ ნიშნით რეკომენდაციას ვუწევს „ვარიქსინალს“, როგორც აბებს, ასევე გელს, რადგან ეს ბრენდი გახლავთ ევროპული, დამზადებულია ბიოლოგიურად აქტიურ, მცენარეულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე და სხვა სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით ხასიათდება ყველაზე ნაკლები გვერდითი მოვლენით (მაგ: „ვარიქსინალის“ აბები არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს). „ვარიქსინალს“ გააჩნია ორმაგი ეფექტი: ვენოტონური მოქმედება, რაც ნიშნავს, რომ ის სწრაფად ხსნის სიმპტომებს, აძლიერებს ვენების ტონუსს და აქვს ასევე სისხლძარღვის კედლის აღმდგენი თვისება. რეკომენდებულია ვარიკოზული დაავადების ნიბისმიერ სტადიაზე. მკურნალობის ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესის სიმარტივეც – აბი მიიღება დღეში მხოლოდ ერთხელ, სადილის შემდეგ, ხოლო გელს, რომელიც წვივის არეში თხელ ფენად უნდა დავიტანოთ, 12 საათიანი დაცვა აქვს და დღეში ორჯერ მისი გამოყენება სრულიად საკმარისია. ქალბატონებისთვის, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ვარიქსინალის“ გელის კოსმეტიკური ეფექტიც, იგი ადვილად შეიწოვება, სასიამოვნო სუნი აქვს და სამოსზე ლაქებს არ ტოვებს.

 

გელის გამოყენების შემთხვევაშიც საჭიროა ექიმის კონსულტაცია?

გელის გამოყენება ექიმთან ვიზიტს არ საჭიროებს. იმის გათვალისწინებით, რომ სრულიად უსაფრთხო და ბუნებრივი საშუალებაა, სიმპტომების სწრაფად მოსახსნელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ ვენის კედელზე, ხელს უწყობენ მის ტონუსში მოყვანას, რის შედეგადაც  ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და სიმძიმე, დაღლილობა და ტკივილიც ქრება.