Nuk
რატომ უნდა როგორ დავიცვათ თვლები დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად

თარიღი: 03 აპრილი, 2020

დაცვითი რეკომენდაციები COVID-19-ის პანდემიისას ოფთალმოლოგებისა და მათი პაციენტებისათვის

როგორც ცნობილია,ახალი კორონავირუსული ინფექცია (COVID-19) ვრცელდება წვეთოვანი გზით,ადამიანიდან ადამიანზე. შესაბამისად ეპიდემიისას,უმნიშვნელოვანესია არ შეეხოთ პირისა და ცხვირის ლორწოვანს, თუმცა დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია თვალების​დაცვა, ვინაიდან დაინფიცირებული პაციენტების ცრემლში და კონიუნქტივალურ მასალაში, აღმოჩენილ იქნა ვირუსი, პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციით. შესაბამისად ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისგან დაცვითი რეკომენდაციები სწორედ ამ ფაქტზეა დაფუძნებული.

​​ ​
არ შეეხოთ თვალებს! არ მოიქავოთ თვალები,განსაკუთრებით დაუბანელი ხელით! ხოლო თუ ხელი დაბინძურდა ცრემლით,თვალის კონიუნქტივასთან შეხებით,აუცილებლად სრულყოფილად დაიბანეთ იგი მინიმუმ 20 წამის განმავლობაში,საპნით და გამდინარე წყლით.
აღსანიშნავია რომ პირები, რომლებიც ატარებენ საკორექციო კონტაქტურ ლინზებს,ხშირად ეხებიან საკუთარ თვალებს,რაც მათ პრაქტიკულად უკვე ჩვევად აქვთ ქცეული. ასეთი პირები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ და განსაკუთრებული სიმკაცრით დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები! სასურველია კონტაქტური ლინზები,მეტი უსაფრთხოებისთვის, სათვალით ჩაანაცვლონ, განსაკუთრებით ეპიდემიის პერიოდში.
- ხშირად გამოიყენეთ თვალის ზედაპირის დამატენიანებელი წვეთები! მათი მოხმარება მკვეთრად შეამცირებს თვალის მოქავება-მოსრესვის სურვილს მშრალი თვალის სინდომის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ დამცავი სათვალე! ​ მათთვის ვინც არ საჭიროებს ოპტიკურ საკორექციო სათვალეს,რეკომენდირებულია ატარონ დამცავი სათვალე ან სახის დამცავი ფარი.


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შედგენილ ინსტუქციაში,პერსონალის ეკიპირების შესახებ,იმ ექიმებისთვის რომლებიც მუშაობენ COVID-19-ზე საეჭვო შემთხვევებზე,აუცილებლად შესულია დამცავი სათვალე,რომელიც თვალებს დაიცავს საუბრისას,ხველის ან ცემინებისას გამოყოფილი წვეთების მოხვედრისა და შესაბამისად დაინფიცირებისაგან. როგორც ვუჰანის გაერთიანებული ჰოსპიტალის ოფთალმოლოგიური დეპატამენტის ხელმძღვანელი: ექიმი მინგჩანგ ზჰანგი, თავისი გამოცდილებით აღნიშნავს საკმაოდ მნიშვნელოვანია თვალის დაცვა, ვინაიდან ინფიცირებული ცრემლი,შემდეგ ცხვირ-საცრემლე არხით ხვდება რესპირატორულ სისტემაში და კიდევ უფრო აიოლებს ადამიანის დაინფიცირებას.იგი ყურადღებას ამახვილებს ცრემლით და თვალის ლორწოვანით დაავადების გადადების მაღალ რისკზე.
​ ​ თავდაცვის მიზნით, ოფთალმოლოგის მიერ პაციენტის ნაპრალოვანი სანათით გამოკვლევისას გამოიყენება თვითნაკეთი დამცავი ფარი.
- ყურადღება მიაქციეთ თვალის გაწითლებას,ვინაიდან,დაახლოებით შემთხვევათა 1-3%-ში, კორონავირუსული ინფექცია იწვევს კონიუნქტივიტს,რაც შესაძლოა წინ უძღვოდეს შემდგომ განვითარებულ ტემპერატურის მომატებას ​ და რესპირატორული სიმპტომატიკის განვითარებას.ეს ფაქტი კი ექიმ-ოფთალმოლოგს ავალდებულებს დააზუსტოს პაციენტის მოგზაურობის ისტორია ​ და გამოიკითხოს დამატებით რესპირატორული სიმპტომების არსებობის შესახებ.
- ეპიდემიისას,ასევე მნიშვნელოვანია, მოიმარაგოთ ის მედიკამენტები რომლებიც აუცილებლედ გესაჭიროებათ,მაგ. ანტიგლაუკომატოზური წვეთები გლაუკომით დაავადებული პაციენტებისთვის,რომელთაც აღნიშნული წამლები პრაქტიკულად, მუდმივსაწვეთებლად აქვთ დანიშნული.მარაგი მნიშვნელოვანია მედიკამენტების შესაძლო დეფიციტის საფრთხის გამო,ასევე იმისათვის რომ კარანტინის შემთხვევაში ავადმყოფს,მათ საყიდლად სახლიდან გასვლა არ დასჭირდეს.
- ეპიდემიის პირობებში ოფთალმოლოგებს ეძლევათ რეკომენდაცია გადადონ გეგმიური კვლევები,ქირურგიული ოპერაციები და პროცედურები. დაინფიცირების რისკის​ შესამცირებლად კლინიკაში მაქსიმალურად უზრუნველყონ პაციენტებს ასევე ​ თანმხლებ პირებს შორის დისტანციის დაცვა,სასურველია მათ კლინიკის გარეთ დაიცადონ,დახურულ სივრცეში ხალხმრავლობის გამოსარიცხად.
- ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ზედაპირების გასუფთავება, სადენზიფექციო ხსნარით,​ ყოველი პაციენტის მასთან​ შეხების შემდეგ.
- ხშირად და სრულყოფილად დაიბანეთ ხელები
 გაუფრთხილდით თქვენი & გარშემომყოფების ჯანმრთელობას

ექიმი ნინო ბუჩუკური