Nuk
თუ წიწიბურა გიყვართ, ძალიან გაგიმართლათ

თარიღი: 22 ნოემბერი, 2017

ეს გემრიელი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.


რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ წიწიბურა:

• მისი მომზადება ადვილია და ამასთან, ძალიან გემრიელია;

• ცილების წყაროა. წიწიბურა შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას;

• წიწიბურა არ შეიცავს გლუტენს. გლუტენი ეს არის რთული ცილა. სწორედ ამიტომ, წიწიბურა რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებიც არიან გლუტენის მიმართ სენსიტიურები; 

• ბოჭკოს წყალობით, ამცირებს ცუდი ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონეს;

• მდიდარია P, B1, B3, B5 და B6 ვიტამინებით. ყველა ეს ვიტამინი სასარგებლოა თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის. ამასთან, ებრძვის სტრესისგან გამოწვეულ სიმპტომებს, ზრდის მეტაბოლიზმის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს იმუნიტეტს;

• ხორბალთან შედარებით, წიწიბურაში გაცილებით დიდი რაოდენობითაა: სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია და რკინა;

• ყველა ტიპის მარცვლეულს შორის წიწიბურა ძლიერი ანტიოქსიდანტია.

 

წყარო: kirurgia.ge