თუ ბავშვი ფეხის თითებზე დადის

თარიღი: 22 მაისი, 2018

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ფეხის თითებზე დადის

ფეხის თითებზე სიარული ბავშვების უმეტესობაში უბრალოდ ჩვევაა, ზოგ შემთხვევაში კი ეს გამოწვეულია სხვა მდგომარეობით. 

მუდმივად თითის წვერებზე სიარულის სურვილს შესაძლოა იწვევდეს ფეხის კუნთებში ტონუსის არასწორი განაწილება. ფეხის უკანა ნაწილის კუნთები ზედმეტად დაჭიმულია და შესაძლოა სპაზმსაც ჰქონდეს ადგილი, წინა ნაწილში კი პიქირით – დაბალი ტონუსია. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ერთადერთი არჩევანი აქვს – იაროს თითის წვერებზე. მხოლოდ ასე შეუძლია მას გადაადგილდეს ისე, რომ არ დაიღალოს.

რა თქმა უნდა, მშობლებს ყოველთვის აღელვებთ, რისგან ჩნდება კუნთების ტონუსის პრობლემა? მიზეზი არის თავის ტვინის ერთ-ერთი ზონის არასაკმარისი ფუნქციონირება . ხშირად ასეთ პათოლოგიას პროვოცირებას უწევს ჰიპოქსია მშობიარობისას და მუცლადყოფნის დროს განვითარებისას.

პირველი გამოვლინება სწორედ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან: თითქოს უკეთებენ ბავშვს მასაჟს, ბავშვი კარგად იზრდება, მოძრაობს, მაგრამ პრობლემა მაინც იჩენს თავს, რადგანაც ის დაკავშირებულია თავის ტვინის მუშაობასთან. ხშირ შემთხვევებში ასეთ ბავშვებს მეტყველების შეფერხება და წვრილი მოტორიკის განუვითარებლობა ახასიათებთ. თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი სიტუაციები ექვემდებარება კორექტირებას, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში.

ფეხის წვერებზე სიარულს შეიძლება იწვევდეს ისეთი სერიოზული მიზეზები, როგორიცაა:

• მოკლე აქილევსის მყესი. ეს მყესი აკავშირებს ფეხის ქვედა ნაწილის კუნთებს ქუსლის უკანა ნაწილთან. მოკლე აქილევსის მყესის მქონე ბავშვები შეიძლება ქუსლს ვერ დგამდნენ ძირს.
• ცერებრალური დამბლა. ფეხის თითებზე სიარული შეიძლება გამოიწვიოს ცერებრალურმა დამბლამ. ცერებრალური დამბლა არის მოძრაობის, კუნთების ტონუსის და დგომის პათოლოგია, რომელიც გამოწვეულია ტვინის იმ ნაწილების დაზიანებით ან განუვითარებლობით, რომლებიც განაგებენ კუნთების ტონუსს.
• კუნთოვანი დისტროფია. ფეხის თითებზე სიარული ხანდახან გვხვდება კუნთოვანი დისტროფიის დროს. კუნთოვანი დისტროფია არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც კუნთოვანი ბოჭკოები დროთა განმავლობაში სუსტდება და ზიანდება. ეს დიაგნოზი უფრო სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავიდან ნორმალურად დადიოდა და შემდეგ დაიწყო ფეხის თითებზე სიარული.
• აუტიზმი. ფეხის თითებზე სიარული დაკავშირებულია აუტიზმთან. აუტიზმი არის დარღვევათა სფექტრი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვის კომუნიკაციისა და სხვებთან ურთიერთობის უნარზე.

თუ ბავშვი ფეხის თითებზე სიარულს 2 წლის შემდეგაც აგრძელებს, ეს უკვე სერიოზულ მიზეზზე მეტყველებს. როცა ამ სიმპტომს შენიშნავთ, გირჩევთ აუცილებლად აჩვენოთ ბავშვი ოჯახის პედიატრს.

წყარო: http://www.epg.com.ge
/