Nuk
რატომ არის საშიში ტკიპის ნაკბენი?

თარიღი: 23 ივნისი, 2022

ალფა გალის სინდრომი - კვებითი ალერგიის ახლახან გამოვლენილი ახალი სახეობა წითელ ხორცზე და ძუძუმწოვრების სხვა პროდუქტებზე

 

რა არის ალფა-გალი?

ალფა-გალი (გალაქტოზა-α-1,3-გალაქტოზა) არის შაქრის მოლეკულა, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვრების უმეტესობაში.

ის ნაპოვნია ხორცში (ღორის, საქონლის ხორცი, კურდღლის, ცხვრის, ღორის ხორცი და ა.შ.) და ძუძუმწოვრების სხვა პროდუქტებში (ჟელატინის, ძროხის რძისა და რძის პროდუქტების ჩათვლით).

ალფა-გალი არ არის ნაპოვნი თევზებში, ქვეწარმავლებში, ფრინველებში ან ადამიანებში.

 

რა არის ალფა-გალის სინდრომი (AGS)?

ალფა-გალის სინდრომი (AGS) (ასევე უწოდებენ ალფა-გალის ალერგიას, წითელ ხორცზე ან ტკიპის ნაკბენის ხორცზე ალერგიას) არის სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია. ის არ არის გამოწვეული ინფექციით. AGS-ის სიმპტომები ჩნდება მას შემდეგ, რაც ადამიანები მიირთმევენ წითელ ხორცს ან ალფა-გალის შემცველ სხვა პროდუქტებს.

 

ითვლება, რომ ტკიპები, რომლებიც იწვევენ ალფა-გალის სინდრომს, ატარებენ ალფა-გალის მოლეკულებს იმ ცხოველების სისხლიდან, რომლებსაც ისინი ჩვეულებრივ კბენენ, როგორიცაა ძროხა და ცხვარი. როდესაც მატარებელი ტკიპა კბენს ადამიანს, მას შეჰყავს ალფა-გალი ადამიანის სხეულში. გაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგიერთ ადამიანს აქვს ისეთი ძლიერი იმუნური პასუხი ამ მოლეკულებზე, რომ მათ აღარ შეუძლიათ წითელი ხორცის ან ძუძუმწოვრებისგან დამზადებული პროდუქტების მირთმევა მსუბუქი და მძიმე ალერგიული რეაქციის გარეშე. ადამიანებს, რომლებისაც პერიოდუალდ კბენენ ტკიპები, შეიძლება განუვითარდეთ უფრო მძიმე სიმპტომები.

 

როგორია  AGS-ის სიმპტომები?

ალფა-გალის სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გამოვლინებებით:

- ჭინჭრის ციება ან ქავილი გამონაყარი

- ტუჩების,  თვალის ქუთუთოების, ენისა ან ხორხის შეშუპება

- ცემინება, სურდო

- გულისრევა ან ღებინება ან დიარეა

- მუცლის ძლიერი ტკივილი

- ხველა, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება

- თავბრუსხვევა, თვის ტკივილი, სისუსტე, მიბნედილობა

- არტერიული წნევის ვარდნა

სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ხორცის ან რძის პროდუქტების, ან ალფა-გალის შემცველი სხვა პროდუქტების (მაგალითად, ჟელატინის შემცველი მედიკამენტების) მიღებიდან 2-6 საათის შემდეგ.

AGS-ის რეაქციები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასვა ადამიანებსთვის და შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე ან სიცოცხლისთვის საშიშამდეც კი. ანაფილაქსიის დროს (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში რეაქცია, რომელიც მოიცავს მრავალ ორგანოთა სისტემას) საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

შესაძლებელია თუ არა ალფა-გალის სინდრომის განვითრება  ტკიპის ნაკბენისგან?

მზარდი მტკიცებულებების საფუძველზე არის ვარაუდი, რომ AGS შეიძლება გამოიწვიოს შეერთებულ შტატებში მარტოხელა ვარსკვლავის ტკიპის ნაკბენმა, მაგრამ სხვა სახის ტკიპების ნაკბენის შემდეგ ამ სიმპტომის განვითარება არ არის გამორიცხული.
ტკიპების სხვადასხვ სახეობებთან დაკავშირებულ AGS-ის განვითარებაზე შეიძლება ვივარაუდოთ იმით, რომ ის არამხოლოდ აშშ, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვხდება, სადაც მარტოხელა ვარსკვავის ტკიპა არ არის გავრცელებული. მეტი კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, თუ რა როლს თამაშობენ ზოგადად ტკიპები ამ სინდრომის გამოვლინაში და რატომ უვითარდებათის  გარკვეული ადამიანებს.

 

როგორ გავიგოთ, გვაქვს თუ არა ალფა-გალის სინდრომი?

AGS -ის დიაგნოსტირება ხდება ალერგოლოგის მიერ პაციენტის დეტალური ისტორიის, ფიზიკური გამოკვლევისა და სისხლის ტესტის მეშვეობით, რომელიც იკვლევს სპეციფიურ ანტისხეულებს (თქვენი იმუნური სისტემის მიერ წარმოებულ ცილებს) ალფა-გალის მიმართ სისხლის შრატში.

 

რომელი მედიკამენტია საშიში ალფა-გალის სინდრომის მქონე პაიცნეტისთვის?

ალფა-გალის სინდრომთის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ალერგიული რეაქციები ისეთ ონკოლოგიურ პრეპარატზე, როგორიცაა ცეტუქსიმაბი (ერბიტუქსი). ცეტუქსიმაბით გამოწვეული ამ მდგომარეობის შემთხვევები ყველაზე ხშირია რეგიონებში, სადაც ცხოვრობს მარტოხელა ვარსკლვავის ტკიპების მაღალი პოპულაცია.

 

რა საკვებს უნდა მოერიდოს ალფა-გალის სინდრომის მქონე პაციენტი?

ალფა-გალის სინდრომით დაავადებულ ყველა პაციენტს არ აქვს რეაქცია ალფა-გალის შემცველ ყველა ინგრედიენტზე თუმცა რეკომენდებულია მათ ვისაც ალფა-გალის სინდრომი აქვთ შეწყვიტონ ძუძუმწოვრების ხორცის მიღება (საქონლის, ღორის, ცხვრის, ძროხის, კურდღლის და ა.შ ხორცი).

პაციენტის მგრძნობელობისა და ალერგიული რეაქციის სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია საჭირო გახდეს თავი აარიდოთ ასევე სხვა საკვებისა და ინგრედიენტების მიღებასაც, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ ალფა-გალს (ძროხის რძე, რძის პროდუქტები და ჟელატინი). მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია, შესაძლებელია ზოგიერთ პაცინეტს მძიმე ალფა-გალის სინდრომით გამოუვლინდეთ რეაქცია გარკვეული ვაქცინების ან მედიკამენტების ინგრედიენტებზეც.

მკვლევარები თვლიან, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც აქვთ ხშირი, აუხსნელი ანაფილაქსიური რეაქციები - და რომლებიც უარყოფითად აფასებენ სხვა საკვებზე ალერგიას - შეიძლება ჰქონდეთ ალფა-გალის სინდრომი. არ არსებობს სხვა მკურნალობა, გარდა წითელი ხორცისა და ძუძუმწოვრებისგან დამზადებული სხვა პროდუქტებისგან თავის არიდებისა.

 

რა შეგვიძლია გავაკეთო ალფა-გალის სინდრომის თავიდან ასაცილებლად?

ზოგადად ტკიპების ნაკბენის პრევენცია მნიშვნელოვანია ტკიპისმიერი დაავადების პროფილაქტიკისთვის და შესაძლოა შეამციროს AGS-ის განვითარების შანსებიც.

- მოერიდეთ ბალახიან, გაუვალ ადგილებს, სადაც შეიძლება იყოს ტკიპები

- დაამუშავეთ ტანსაცმელი და ხელსაწყოები პერმეტრინით, თუკი მოგიწიათ ბუნებაში მუშაობა

- გამოიყენეთ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ (EPA) რეგისტრირებული მწერების საწინააღმდეგო საშუალებები

ბუნებაში ყოფნისას ატარეთ შარვლები და გრძელსახელოებიანი მაისურები

 

სახლში დაბრუნებისას :

დაათვალიერეთ სამოსი ტკიპების შემცველოვაზე

იიღეთ შხაპი და და დაითვალიერეთ სხეული

თუ ხედავთ მიმაგრებულ ტკიპას, დაუყოვნებლივ ამოიღეთ იგი პინცეტით და ადგილი ჩამოიბანეთ საპნიანი წყლით

დაამუშავეთ თქვენი შინაური ცხოველები და ეზო ტკიპებზე

 

წყარო

https://www.cdc.gov/ticks/alpha-gal/index.html

https://www.webmd.com/allergies/what-is-alpha-gal-syndrome

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/alpha-gal-syndrome/symptoms-causes/syc-20428608