Nuk
სმენითი (აუდიტორული) ინფორმაციის გადამუშავების დარღვევა

თარიღი: 14 ივნისი, 2020

სმენითი (აუდიტორული) ინფორმაციის გადამუშავების დარღვევა (APD) არის სმენის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს სკოლის ასაკის ბავშვების 5% - ში.

ამ მდგომარეობის მქონე ბავშვები, ვერ ამუშავებენ მოსმენილ ინფორმაციას თანატოლების მსგავსად. რაც იმიტომ ხდება, რომ სმენითი არხით მიღებულ ინფორმაციას ტვინი სათანადოდ ვერ ამუშავებს.

სმენითი ინფორმაციის გადამუშავების დარღვევა შეიძლება ხშირად არასწორად იქნეს დიაგნოსტირებული, რადგან იგი დაკავშირებულია სხვა დარღვევებთან, როგორებიცაა: ყურადღების, ენა-მეტყველების, სენსორული ინტეგრაციის, დასწავლის უნარის დარღვევები და სხვ.

სწორი თერაპიით, სმენითი ინფორმაციის გადამუშავების დარღვევის მქონე ბავშვები შეიძლება წარმატებულები იყვნენ სკოლაში და ცხოვრებაში.

მნიშვნელოვანია ადრეული დიაგოსტირება და ჩარევა. თუ მდგომარეობის მართვა არ მოხდება ადრეულ ასაკში, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მეტყველების და ენის შეფერხება ან სკოლაში სწავლის პრობლემები.

-
ადრეულ ასაკში, როცა ბავშვის მეტყველება შეფერხებულია, დარღვეულია არტიკულაცია ან ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვერ გაიგო, აუცილებელია ჩატარდეს სმენის სკრინინგი, რომელიც ადგენს, თუ როგორ ესმის ბავშვს სხვადასხვა ხმები.