Nuk
შარდის შეუკავებლობის პრობლემა ქალებში

თარიღი: 21 დეკემბერი, 2015

შარდის შეუკავებლობა  არც თუ უმნიშვნელო პრობლემაა  , როგორც მამაკაცებში , ასევე ქალებში . მანდილოსნებში იგი შეშფოთებას  და უსიამოვნო განცდას იწვევს , ამიტომ ამაზე საუბარს  ძირითადად უროლოგთან ან  გინეკოლოგთან  იწყებენ . რადგანაც აღნიშნული პრობლემა საკმაოდ ტაბუდადებული თემაა , მასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაციაც ხშირად ქალების უმეტესობის მიღმა რჩება , ამიტომ სწორად შერჩეული მკურნალობა და სწორი ინფორმაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პრობლემის მოგვარებაში.

შარდის შეუკავებლობის 2 ფორმა არსებობს : შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა  და  ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომი 

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა , რომელიც დახველების , დაცემინების , სიცილის , ფიზიკური დატვირთვის , სირბილის , ხტუნვის , სიარულის , სიმძიმის აწევის დროს ვლინდება . მიუხედავად იმისა , რომ იგი უმეტეს შემთხვევაში ძლიერი არ არის , პრობლემა ძალიან ზღუდავს ქალის ყოველდღიურ საქმიანობას .

შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვლინდება : მშობიარობის შემდგომ , როდესაც  ზიანდება იოგები , ეშვება კუნთები , რასაც შარდის შეუკავებლობამდე მივყავართ . რიგ შემთხვევაში  ეს დროებითია , ზოგჯერ კი პროცესი პროგრესირებს  და მენოპაუზის დადგომის პერიოდისათვის უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა . კლიმაქტერული პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდია ქალის ცხოვრებაში , მისი ერთ ერთი თანამდევი პრობლემა სწორედ შარდის შეუკავებლობაა , რადგან კლიმაქტერულ პერიოდშიც სუსტდება ის იოგები  , რომლებიც შარდსადენი მილისა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის ძვლებთან აფიქსირებს . ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზი კლიმაქსის პერიოდში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია  , კერძოდ კი ესტროგენების შემცირებული რაოდენობა .

შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა განპირობებულია ჰიპერაქტიური შარდის ბუშტით  და იწვევს მოშარდვის მძაფრ სურვილს . ასეთი ქალები იძულებულები არიან შეზღუდონ სითხე , შეცვალონ ცხოვრების რეჟიმი  , ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს , იწვევს დეპრესიას ჰიპერაქტიური შარდის ბუშტიც ხშირად კლიმაქტერულ პერიოდს ემთხვევა .

შარდის შეუკავებლობას ორი მეთოდით მკურნალობენ : კონსერვატიული და ოპერაციული , ორივე მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და წარმატებით ტარდება პაციენტთა 90% , მაგრამ როგორც კონსერვატიული , ასევე ოპერაციული მკურნალობა , შედეგის მიღება და რეაბილიტაცია დროს საჭიროებს , ამიტომ მანდილოსნებისათვის , რომლებიც შარდის შეუკავებლობით იტანჯებიან აუცილებელ საჭიროებად მიიჩნევა უროლოგიური საფენები .

უროლოგიური საფენები სპეციალურად შექმნილი ჰიგიენური საფენებია , რომლებსაც კრიტიკული დღეების საფენებთან განსხვავებით მნიშვნელოვანი თავისებურებები გააჩნია .

უროლოგიური საფენი ხანგრძლივაად გამოიყენება , მაშინ როდესაც კრიტიკული საფენი სულ რამდენიმე დღეა საჭირო , ამიტომ აუცილებელია რომ იგი განსაკუთრებული სინაზით გამოირჩეოდეს და არ გამოიწვიოს ლორწოვანის გაღიზიანება . უროლოგიური საფენები დამზადებულია აბრეშუმისებრ ნაზი ბამბის ქსოვილისაგან , რაც არ იწვევს დისკომფორტს  , არის ჰაერგამტარი , და არ აღიზიანებს კანს

შარდის შეუკავებლობისას ერთჯერადად თითქმის 50 მლ. შარდი გამოიყოფა , მაშინ , როდესაც მენსტუალური ციკლისას  გამონადენის სრული ოდენობა არ აღემატება 50 მლ , ამიტომ აუცილებელია რომ უროლოგიური საფენი იყოს ტევადი და სწრაფად იწოვდეს სითხეს , ვინაიდან შარდის ნაკადის სიჩქარე მნიშვნელოვნად მაღალია , ვიდრე სისხლის გამოყოფის .

შარდი და სისხლი სხვადასხვა ბუნებრივი სითხეა , აბსოლიტურად განსხვავებული შემადგენლობით  , ამიტომ საფენის შემადგენლობაც მნიშვნელოვნად განსხვავებულია , შარდს აქვს სპეციფიური სუნი , განსაკუთრებით ქსოვილთან შეხებისას , ამიტომ საფენის შიგთავსი სპეციალური მიკროგრანულების წყალობით ანეიტრალებს შარდის სპეციფიურ სუნს , ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც , რომ შარდი რეაქციაში შედის ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებთან , რაც თავის მხრივ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას , და PH - ის დონის მომატებას , უროლოგიური საფენის შიგთავსი  უზრუნველოფს მჟავა - ტუტოვანი არის ნორმალიზებას