Nuk
შაქრიანი დიაბეტი, მისი კლასიფიკაცია, რისკ-ფაქტორები და პრევენცია

თარიღი: 18 ივლისი, 2022

სალომე ბულისკერია - კვება არა მარტო პრევენციის, არამედ შემდგომში შაქრიანი დიაბეტის მართვის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია

 

რა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება - შაქრიანი დიაბეტი, როგორია მისი კლასიფიკაცია, რისკ-ფაქტორები და პრევენცია - ამ და სხვა საკითხებზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმი-ენდოკრინოლოგი სალომე ბულისკერია საუბრობს.

 

შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, დაახლოებით 530 მილიონი ადამიანია დაავადებული დღეს შაქრიანი დიაბეტით. მისი თანამედროვე კლასიფიკაცია რომ განვიხილოთ, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, სხვა სპეციფიური ტიპებით და გესტაციური დიაბეტი, ანუ ორსულობაში განვითარებული დიაბეტი. 

 

530 მილიონი ადამიანიდან 90% მოდის ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე. ეს მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის კორონარული არტერიების დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი, ისევე, როგორც მაგალითად, თამბაქოს მოხმარება. შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გართულებები ისეთი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, პერიფერიული არტერიების დაავადება, ცერემბრული ინსულტები, თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე, განგრენა და ა. შ., შესაძლებელია ავიცილოთ დროული პრევენციითა და მკურნალობით.

 

- რა არის შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის ჩამოყალიბების რისკ-ფაქტორები და როგორ ხდება პრევენცია?

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის რისკის ფაქტორებია, მისი ჩამოყალიბების რისკის ფაქტორებში მნიშვნელოვანი არის მემკვიდრეობა, ჭარბი წონა ან სიმსუქნე, რომელიც ვითარდება ნაკლები ფიზიკური აქტივობით და მაღალკალორიული საკვების მიღებით, ასევე ხანდაზმული ასაკი, თუმცა ბოლო პერიოდში დაავადებას აქვს ტენდენცია გაახალგაზრდავებისკენ, მაგალითად, თუ ძირითადად, სტატისტიკურად 40 წლის ზემოთ იწყებოდა, ამჟამად არიან პაციენტები 30 წლის და 30 წლამდეც. შესაბამისად, პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, გენეტიკური ფაქტორების შეცვლა რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ასაკსაც ვერავინ შეაჩერებს, ხოლო რაც შეეხება სიმსუქნეს და ჭარბ წონას, აქ შესაძლებელია, რომ მოხდეს დროული პრევენცია წონის კორეგირებით. 

 

ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი პრევენციის, მეტი ფიზიკური აქტივობა და დღეში ოთხჯერადი, მინიმუმ სამჯერადი კვება ნორმალური ბალანსირებული კვების სახით.

 

- რა დატვირთვა აქვს სწორ კვებას პრევენციის ან მკურნალობის პროცესში?

რაც შეეხება კვებას, ეს არა მარტო პრევენციის, არამედ შემდგომში შაქრიანი დიაბეტის მართვის პროცესში ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია, ვინაიდან, კი სწორად შერჩეული პრეპარატები რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია მკურნალობაში, თუმცა თუ პაციენტი არ იცავს მოწოდებულ დიეტას, მისი შედეგები მხოლოდ პრეპარატებზე დაყრდნობით  რა თქმა უნდა, არ იქნება მაქსიმალურად კარგი.