Nuk
საყურადღებო სიმპტომები ორსულობის დროს

თარიღი: 31 მარტი, 2021

სიმპტომები ორსულობის დროს, როდესაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს! 

ბუნებრივია, რომ ორსულ ქალბატონს ძალიან ბევრი შეკითხვა აწუხებს. დედების ინტერნეტფორუმებშიც აქტიური განხილვის თემაა ორსულები და მათი შეკითხვები. ხშირად ხდება ისე, რომ დედები რჩევებს აძლევენ მომავალ დედებს, გამონაკლისი არც სამედიცინო საკითხები გახლავთ. ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომი შესაძლოა იყოს მძიმე დაავადების გამოვლინება, რომელიც ორსულობაზე ძალიან რთულად შეიძლება აისახოს. სწორედ ამიტომ, ჩაჩავას კლინიკის თერაპევტი, ნატო ჯაყელი გვეტყვის, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შეიძლება გამოიწვიოს თვითმკურნალობამ.

როდის უნდა მიმართოს ორსულმა თერაპევტს?
ორსულობა წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხდება ლატენტურად მიმდინარე დაავადებებისხშირი გამომჟღვანება. სწორედ ამიტომ ორსულობის დროს პაციენტსაც და ექიმსაც დიდი ყურადღება ჰმართებთ. ორსულობის დასაწყისში, თუ ორსულობამდე პაციენტს არ მიუმართავს ექიმისთვის, სასურველია ჩაიტაროს ექიმის კონსულტაცია. ექიმი საჭიროების შემთხვევაში პაციენტს დაუნიშნავს შესაბამის ანალიზებს და მკურნალობას, რათა ესა თუ ის დაავადება ორსულობის დიდ ვადაზე არ გამწვავდეს და საფრთხე არ შეუქმნას როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. ქვემოთ ჩამოვთვლით იმ სიმპტომებს, რომელთა დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ორსულობის პერიოდში მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება სხვათა გამოცდილების გაზიარება "მე მიშველა და შენც გიშველის", "ჩემს ახლობელსაც ზუსტად ასე სტკიოდა და ამ მედიკამენტმა უშველა" და ა.შ.

კონკრეტულად რა სიმპტომები შეიძლება აწუხებდეს ქალს ორსულობის დროს?პირღებინება -I ტრიმესტრში (ორსულობის დრო 6 კვირის განმავლობაში) ხშირია პირღებინება, როგორც ორსულთა ტოქსიკოზის გამოხატულება, თუმცა სანამ ეს დიაგნოზი დაისმება, აუცილებელია ორსულმა კონსულტაცია გაიაროს თერაპევტთან, რათა გამოირიცხოს ღებინების გამომწვევი სხვა დაავადებები.
ტემპერატურის მომატება - ჯანმრთელი ქალების 1/3 აქვს ორსულობის საწყისში ორსულთა სუფებრილიტეტი (ტემპერატურის მომატება), თუმცა აუცილებელია, რომ დიაგნოზი ექიმმა დასვას და გამოირიცხოს მძიმე დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ტუბერკულიოზი, პნევმონია და სხვ.).
აირების დაგროვება - ორსულობის დროს აირების დაგროვება ხშირად მეტეორიზმის გამოხატულებაა, ამას თან ახლავს მუცლის ტკივილიც. ამ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომლებიც ორსულობის დროს შესაძლოა ატიპიურად მიმდინარეობდეს. მაგალითად, აპენდიციტი, გაუვალობა, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი - პაციენტმა დაუშვებელია მიმართოს თვითმკურნალობას, დაუშვებელია მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე.
თავის ტკივილი - ორსულობის II ნახევარში ძალიან საყურადღებოა, რადგან ის შეიძლება იყოს ისეთი მძიმე დავადების გამოვლინება, როგორიც არის პრეეკლამფსია, ორსულთა ჰიპერტენზია, პროტეინურია, შეშუპება.
მხედველობის დარღვევა - ბრჭყვიალა და შავი წერტილები, მხედველობის დაბინდვა - ეს შესაძლოა არტერიული წნევის მომატების შედეგი იყოს და სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.
გულისრევა-ღებინება განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევარშია საფრთხილო, ასეთ მდგომარეობას ხშირად ახლავს თან არტერიული წნევის მომატება და ორსულობის გამოწვეული სხვა მძიმე დაავადებები, განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულთა ჰეპატიტები. ამიტომ დროულად მიმართეთ ექიმს.
ტკივილი კუჭის არეში შესაძლოა მძიმე დაავადების გამოვლინება იყოს, ცხადია, დაუშვებელია თვითმკურნალობა ან მედიკამენტის მიღება.
გულის ფრიალიჰაერის უკმარისობაქოშინი - შესაძლოა ეს იყოს ორსულობის დროს განვითარებული ან მძიმე დაავადების თანმდევი მდგომარეობა. დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ექიმმა უნდა დასვას.
ტკივილი ქვემო კიდურებშიჰიპერემიაშეშუპება - საჭიროებს დროულად ექიმთან ვიზიტს, სიტუაციის შესაფებას და მკურნალობის დანიშვნას.
რესპირატორული დაავადებები - გახშირებული ხველა, სისხლიანი ნახველი, ჰაერის უკმარისობა - უბრალო გაციების მიღმა შესაძლოა მძიმე დაავადება იმალებოდეს. ორსულები პნევმონიის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სწორედ ამიტომ დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
დიარეა-ფაღარათი - საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას
თავის ტკივილირომელიც 2 დღეზე მეტ ხანს გრძელდება.


თუ ხართ ორსული და ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები, დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი პატარა!