Nuk
საახალწლო სუფრა და კვებითი ალერგია

თარიღი: 06 იანვარი, 2021

მართალია  პანდემიის გამო წელს სადღესასწაულო სუფრა არაა მაშტაბური, თუმცა კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია მიაქციონ ყურადღება მათთვის არასასურველ პროდუქტებს, განსაკუთრებით არ წყდება გამოხმაურება პატარების მშობლებისგან.

 

მარტივი არაა დავიცვათ ისინი სუფრაზე დადებული მრავალფეროვანი ტკბილეულის ჭარბი მოხმარებისგან. ახლა, როდესად გადატვირთულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სტაციონარები, უმჯობესია განსაკუთრებით   ფრთხილად ვიყოთ.

 

მოგეხსენებათ, ყველაზე გავრცელებული საკვები ალერგენები არის ძროხის რძე, კვერცხი, სოიო, თევზი, ზღვის პროდუქტი, არაქისი,  თხილი და ხორბალი. ამ პროდუქტებზე ალერგია უხშირესად ადრეული ასაკიდან იწყება, თუმცა იშვიათად ზრდასრულ ასაკშიც შესაძლოა პირველად გამოვლინდეს, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებზე, თხილეულსა და ციტრუსზე.  როდესაც უკვე ვიცით რომ გვაქვს სწრაფი ტიპის,  ჭეშმარიტი ალერგია კონკრეტულ პროდუქტზე, მის მცირე ულუფასაც კი უნდა მოვერიდოთ , თუმცა დღესასწაულებზე უფრო ხშირად მოგვმართავენ ადამიანები, რომელთაც გამოუვლინდათ ალერგიული რეაქცია ფსევდოალერგიული პროდუქტების გადაჭარბებით მიღებისას, ასეთ რეაქციებს იწვევს  ხშირად თაფლი, თხილეული,  შოკოლადი, ტკბილეული, გაზიანი თუ ალკოჰოლური სასმელები. ქართული სუფრა ხომ წარმოუდგენელია საცივის, გოზინაყის, ჩურჩხელის გარეშე,  თუმცა განსაკუთრებით იმ პირებმა თუ ადრე უკვე ჰქონიათ ე.წ ფსევდოალერგიული პროდუქტების გადაჭარბებით  განპირობებული ურტიკარიული გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, უნდა დაიცვან ზომიერება.

 

გთავაზობთ ალერგიული რეაქციის მაპროვოცირებელ ყველაზე ხშირად დასახელებული პროდუქტების ჩამონათვალს :

- საკვები დანამატები - ემულგატორები (E100-E1518), კონსერვანტები ან საღებავები, ჟელე, გამასქელებელი საშუალებები, დამატენიანებელი ნივთიერებები, ანტიოქსიდანტები

- სანელებლები  - მდოგვი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ნიახური, ნიორი, დარიჩინი (დასაშვებია ხახვი და მარილი)

- კვერცხის პროდუქტები

- ხორცი და ზღვის პროდუქტები - შებოლილი ხორცის პროდუქტები (სოსისი, ძეხვი, ლორი), ზღვის პროდუქტები

- ბოსტნეული - პომიდორი, ბარდა, სოკო, ისპანახი, ზეთისხილი, ტკბილი წიწაკა

- ხილი - მარწყვი, ციტრუსი, კივი, ხილის ჩირი და წვენი

- სხვადასხვა - ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელი, მარგარინი, სეზამი, კარტოფილის ჩიფსი, საღეჭი რეზინი, კანფეტი, თხილეული

 

ნაკლებად ალერგიული კერძებიდან, თუ რომელიმე კონკრეტულ ინგრედიენტზე არ გაქვთ ალერგია, შეგიძლიათ მიირთვათ :

მრგვლად შემწვარი ან მოხარშული ინდაური, ქათამი, მწყერი სხვადსხვა ბრინჯის, კომშის ან ბოსტნეულის (კარტოფილი, ყაბაყი, ბროკოლი, კიტრი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, სატაცური) გარნირით

- ხაჭაპური

- ხბოს, ქათმის  ხორცის მწვადი

- ღომი ახალი უმარილო ყველით, ელარჯი,  ნადუღი სულგუნის ფირფიტებში

- სალათები სალათის ფურცლებით, კიტრით , შემწვარი ხორცით, ყველით

- გოგრის ან ვაშლის ნამცხვარი, შვრიის ან ბრინჯის ორცხობილები