Nuk
როგორც კვლევები ცხადყოფს, მოწყენილობა ბავშვებისთვის სასარგებლოა

თარიღი: 25 თებერვალი, 2020

დედებმა იციან, რამხელა ძალისხმევის გაღება გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები გავართოთ.

ქმედებების სპექტრი დაუსრულებელია. შესაძლოა, ჩვენი ბავშვისთვის ძვირადღირებული სათამაშო შევიძინოთ, რომელიც ჩვენს პატარაში საერთოდ არ აღძრავს ცნობისმოყვარეობას და მისი შეფუთვა უფრო დამაინტრიგებელია მისთვის.

თუმცა, თუ ექსპერტებს ვენდობით, როგორც აღმოჩნდა, მშობლები დამნაშავედ არ უნდა გრძნობდნენ თავს იმის გამო, რომ მათი შვილი განსაზღვრული დროის მანძილზე, მოწყენილია. როგორც დამტკიცდა, მოწყენილობა ბავშვს განვითარებაში ეხმარება.

ფსიქოლოგი – ვანესა ლაპოინტი მხარს უჭერს არასტრუქტურირებულ თამაშს ბავშვებისთვის, რადგან ამგვარი თამაშის დროს, ბავშვები წარმოსახვას იყენებენ.

მეტიც, ის თვლის, რომ პატარა ადამიანებისთვის მოწყენილობა სასარგებლოა.

„თავისუფალი თამაში, რომელსაც მხოლოდ ბავშვის წარმოსახვა და ცნობისმოყვარეობა მართვას, მშვენიერი რამაა.“ – აღნიშნავს ის ერთ – ერთ ინტერვიუში.

„თავისუფალი თამაში ბავშვებს გარესამყაროსთან დაკავშირების, „შემეცნებითი ხეტიალის,“ და სხვადასხვა კუთხით გარესამყაროს გაგებისკენ უბიძგებს.“

ახალ თაობას, რომელიც, უპირატესად, ტექნოლოგიების დახმარებით იზრდება, თამაშების იმაზე მეტი ციფრული ვერსია აქვს, ვიდრე – ოდესმე. როგორც კვლევები ცხადყოფს, ბავშვები დღეში სამ საათამდე მაინც ტელეფონებთან და სხვა სახის ტექნიკასთან ატარებენ.

შესაძლოა, სწორედ აქედან გამომდინარე შეგვიძლია, ვივარაუდოთ, თუ რატომ მოქმედებს გარეთ გატარებული დრო დადებითად სოციალური უნარებსა და შემოქმედებითობაზე.

„როდესაც ბავშვები თამაშის სამყაროში ერთვებიან, მათი მთლიანი „მე,“ მათი გონება, მათი სხეული, მათი ენა და სოციალური უნარები განვითარებისკენ ისწრაფვის. ისინი სამყაროსთვის მნიშვნელობების მინიჭებას სწავლობენ.“ – აღნიშნავს ლაპოინტი. 

ეკრანებთან გატარებული დროის მატება უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე. ერთ – ერთი კვლევა ცხადყოფს, რომ მეტყველების განვითარების შეფერხება ტელეფონებთან გატარებულ დროს უკავშირდება.

აღზრდის ექსპერტი საინტერესო ხედვას გვთავაზობს, რომელიც კვლევაზე დაფუძნებულ ბავშვის განვითარებისა და ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის თეორიებს ეყრდნობა. მკაცრ სტრუქტურას მოკლებული თამაში ბავშვებს სამყაროს აღქმისა და მნიშვნელობების მინიჭების მათთვის განსაკუთრებული და, უშუალოდ, მათ მიერ აღმოჩენილი გზების ძებნაში ეხმარება.

უსაზღვრო და დიდ სამყაროში მათ თავისი ინტერესების, ჰობის და უნარების აღმოჩენაში სხვა ბავშვებთან, ბუნებასთან და ზრდასრულებთან ურთიერთობა ეხმარება.

ასე რომ, მოწყენილობა ბავშვებისთვის ისეთი ცუდი რამ არ არის, როგორიც გვგონია. პირიქით, როგორც ვანესა ლაპოინტი ამბობს, მოწყენილობა უნდა წავახალისოთ კიდეც.

წყარო : https://azrovnebisakademia.ge/