Nuk
რატომ ავადობენ ხშირად სასუნთქი გზების ინფექციებით ადრეული ასაკის ბავშვები და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი

თარიღი: 26 სექტემბერი, 2018

რატომ ავადობენ ხშირად სასუნთქი გზების ინფექციებით ადრეული ასაკის ბავშვები და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი

პატარა ბაღში მივიდა და დაუსრულებელი ვირუსული სეზონიც დაიწყო. ერთი ინფექცია დამთავრდა და მეორე იწყება. ბოლო არ უჩანს ცხვირიდან გამონადენს და ხველას.... ნაცნობი სიტუაციაა?


რატომ ხდებიან პატარები ასე ხშირად ავად?
იმიტომ, რომ ბავშვის იმუნური სისტემა უმწიფარია. მას არ შეუძლია მოზრდილივით ეფექტურად გაუმკლავდეს გარემო ფაქტორების ზემოქმედებას.
იმიტომ, რომ უმწიფარია მათი სასუნთქი სისტემაც - უფრო ვიწრო, უფრო ნაკლებ ელასატიურ ბოჭკოებს შეიცავს, შედეგად უფრო ხშირია ბრონქოსპაზმიც. კრუპის სინდრომიც ამის გამო სწორედ ბავშვობის ასაკში გვხვდება.
იმიტომ, რომ მათი იმუნიტეტი სუფთა ფურცელივითაა - არანაირი ავადობის ისტორია, მიკრობებთან ბრძოლის არავითარი გამოცდილება, 5-6 თვის ასაკისათვის მუცლადყოფნის პერიოდში და ძუძუს წოვებისას დედისაგან გადასული ანტისხეულებიც განილევა. ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ თანდათან იმუნიტეტიც გამომუშავდება და ძლიერდება.
იმუნური სისტემის ფორმირებაზე დიდი გავლენას ახდენს ეკოლოგიური სიტუაცია, როგორც სახლის გარეთ, ისე მის შიგნით.
დაიმახსოვრე, ადრეული ასაკის ბავშვი 6-8-ჯერ წლის მანძილზე ვირუსული ინფექციებით ავად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ის უფრო ხშრად ავადობს, 3 ჯერზე მეტად ემართება ანგინა, ყურის ანთება ან ბრონქიტი და პნევმონია, ნიშნავს, რომ შენი პატარა ხშირად მოავადეა.

როგორ ვებრძოლოთ?
წლის თბილ დროს პატარას გაკაჟებაზე იფიქრეთ, ზაფხული თავად გვთავაზობს ამისათვის ხელსაწყრელ ბუნებრივ პირობებს - დასვენება მთასა და ზღვაზე, მზის სხივების, ზღვის ნაპირით, წყლის აბაზანებით გაკაჟება კარგ შედეგებს იძლევა.
იზრუნე სწორ კვებაზე
ნუ აქცევ პატარას პასიურ მწეველად
ხშირად ასეირნე სუფთა ჰაერზე, დაუბინძურებელ, ჟანგბადით მდიდარ რეკრეაციულ ზონებში
დაბოლოს, ძალიან კარგ ეფექტს იძლევა ზოგიერთი ჰომეოპათური საშუალების გამოყენება.
გსმენიათ იმუნოკინდის შესახებ?

 

 ✔️იმუნოკინდი აღიარებული გერმანული ბუნებრივი პრეპარატია, რომელიც ორგანიზმის დაცვით ძალებს მნიშვნელოვნად აძლიერებს

 ✔️განსაკუთრებით ეფექტური და აქტუალურია მისი გამოყენება ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში.
მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ იმუნოკინდი ამცირებს ხშირ ავადობას, გართულებების რისკს, ხელს უწყობს ბავშვის სწრაფად გამოჯანმრთელებას.