Nuk
როგორ დავეხმაროთ შვილებს ტრავმული გამოცდილების შემდეგ

თარიღი: 29 ნოემბერი, 2020

ბავშვის ტრავმის მართვის საბაზისო საფუძველები:
ერთი მხრივ, ბავშვისთვის ტრავმული გამოცდილების შემდეგ აღდგენითი დახმარება შეიძლება მარტივი იყოს. მეორე მხრივ კი, შეხორცების პროცესი შეიძლება მოგვეჩვენოს დაუსრულებელი და საგრძნობლად დამქანცველი. განვიხილოთ რამდენიმე საბაზისო კონცეფცია, რომლის შესრულება საწყის ეტაპზევეა შესაძლებელი.

• ფიზიკური კონტაქტი - იყავით მოსიყვარულე თქვენს შვილთან. ეს დაეხმარება მას თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
• ყოველდღიური რუტინები - სტრუქტურირებულობა სამკურნალო სახეს იძენს სტრესის დროს. იგი დაცულობის აღქმას უზრუნველყოფს. როდესაც განცდაა იმისა, რომ ყველაფერი ამოვარდნილია ჩვეულებრივი ყოფიდან და არ ექვემდებარება კონტროლს, სტრუქტურის ქონა ბავშვისთვის წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.
• ხშირი დამშვიდება და დაწყნარება - შეახსენეთ თქვენს ბავშვს რომ ის უსაფრთხოდაა და ყველაფერი კარგად იქნება. ასწავლეთ თუ როგორ დაიმშვიდოს მძიმე ემოციები. ესაუბრეთ ნაზად, ამავდროულად მტკიცედ და მყარად, დარწმუნებით და გამამხნევებლად.
• მიაწოდეთ გადამრთველი ელემენტები, მაგალითად, სათამაშო დათუჩა ან განსაკუთრებული, სპეციალური პლედი. ასეთი საგნები სასარგებლო და ჯანსაღ ხელსაწყოებად ითვლება. ისინი ეხმარებიან ბავშვს ტრანზაქციაში დამოკიდებულებიდან დამოუკიდბლობაში.
• შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი. განსაკუთრებით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ თვალის კონტაქტის დამყარება. დარწმუნებით და ხშირად ჩახედეთ თქვენს შვილს თვალებში.
მშობლისათვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ტრავმირებული ბავშვისთვის ამ პერიოდში აუცილებელია იგრძნოს თქვენგან მხარდაჭერა, რომ მას შეუძლია დაგეყრდნოთ. სასურველია, არ გაუმახვილოთ ყურადღება თუ როგორ უნდა იცხოვროს დამოუკიდებელად. ამის სწავლებისთვის შემდგომში კიდევ გექნებათ ბევრი დრო.

საყურადღებო შეხსენებები მშობლებისთვის:
• აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება საკუთარ თავს: ცხოვრებისგან უნდა იღებდეთ სიამოვნებას. არ დაახარჯოთ თქვენი დრო მხოლოდ სხვების ზრუნვასა და მოვლაზე. დაისვენეთ, სწორად იკვებეთ, ძილი დაარეგულირეთ, გაერთეთ და ივარჯიშეთ. პიროვნულად ძლიერად უნდა იმყოფებოდეთ, რათა შვილებს სათანადო დახმარება გაუწიოთ.
• ფოკუსირდით შვილთან ემოციურ კავშირზე: ტრავმირებულ ბავშვებს ზოგჯერ ეშინიათ ურთიერთობაში შესვლის. თქვენი დავალება კი მდგომარეობს ჯანსაღი ურთიერთობის უზრუნველყოფასა და შენარჩუნებაში.
• პატივისცემის დამყარება: საჭიროა შვილმა გცეთ პატივი. როგორ ხდება მისი მოპოვება? რესპექტაბელური და პატივმოყვარე ქმედებებით. ისინი უნდა გხედავდნენ ურთიერთობაში,როგორც ძლიერსა და ბრძენ პიროვნებას, რომელსაც მიმართავენ რჩევა-დარიგებისათვის. თქვენ არ ხართ თანაბარნი.
• დაამყარეთ თვალით კონტაქტი შვილთან. ამას უნდა ჰქონდეს ხშირი სახე, ყოველ დღიურად, ყოველი საუბრისას. დარწმუნდით, როცა მიმართავ თვალებში უყურებთ და ასევე ისინი ამყარებენ თქვენთან თვალით კონტაქტს. ბავშვს ასეთი კავშირი უქმნის დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას.
• მოერიდეთ განრისხებას. ტრავმირებულმა ბავშვმა შეიძლება გაგაღიზიანოთ.იმის ნაცვლად, რომ გაუჯავრდეთ ჩართეთ კრეატიულობა. ფოკუსირდით კავშირის დამყარებაზე უფრო ვიდრე დასჯაზე, იპოვეთ რამე ჭკვიანური გამოსავალი გაბრაზების ნაცვლად, რათა სასურველ შედეგამდე მიხვიდეთ.
• ენდეთ ინსტიქტებს. არ არის საჭირო ყოველი გადაწყვეტილების ორჯერ გადამოწმება. რა თქმა უნდა, სხვებმა თავიანთი გამოცდილებიდან, შეიძლება მოგცეთ რჩევა, მაგრამ საკუთარ შვილს თქვენზე უკეთ არავინ იცნობს. მიღებული გადაწყვეტილება სწორად ყოველგავარი განსჯის შიშის გარეშე უნდა იქნეს მიღებული, თქვენივე შვილის საკეთილდღეოდ.
• თუ თავს ბავშვისგან ნეგატიურად ტრიგერირებულად გრძნობთ, ეს შეიძლება განიხილოს, როგორც საკუთარ თავთან მუშაობის ინდიკატორი. გამოუკვლევლი და გაუცნობიერებელი მშობლების წარსული გამოცდილება შეიძლება განმეორდეს. შეისწავლეთ თქვენივე ბავშობის „საკითხები“ და დარწმუნდით, რომ ისინი გადალახულია,რათა იგივე შეცდომები არ დაუშვათ ან მის ხარჯზე ჰიპერკომპენსირება არ მოახდინოთ შვილებზე. ნუ ეცდებით გამოასწოროთ საკუთარი თავი ბავშვის აღზრდით. ეს ცალკე კიდევ გამოიწვევს უამრავ სირთულეს სხვადასხვა დონეზე.

შეთავაზებები თერაპიისთვის:
• მშობლები ან მშობელი თუ არის სტაბილური, უნარიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული, თერაპია პირდაპირ მიმართული იქნება ბავშვზე. თუმცა, თუ მშობელი ფეთქებადია, არ არის თავის თავში დარწმუნებული, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, გაღიზიანებადი ან გადატვირთულია მაშინ მისთვისაც საჭიროა ფსიქოთერაპია. მშობლებს აგრეთვე აღმზრდელობითი განათლების მიღება დაეხმარებათ შვილის დისტრესის სწორად მართვაში, ისე რომ თვითონ არ დაისტრესონ.
ბავშვის პასუხისმგებლობა არაა უზრუნველყოს მშობლების კარგად ყოფნა. შესაბამისად თერაპევტს შეუძლია გაუწიოს დახმარება და მკურნალობა არა მხოლოდ ბავშვს, არამედ მშობლებს და გამოკვეთოს არსებული ტრიგერები, რომლებიც ახლავს ამ მდგომარეობას. ფსიქოთერაპიის დროს ბავშვის ქცევები დადებითად იცვლება და მას მშობლის ყურადღების გამძაფრებული მოთხოვნილება უმცირდება.
თერაპიული სეანასის შედეგიანობისათვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ბავშვისათვის ითვლება იმის ცოდნა, რომ მართვის სადაავეები მშობლების ხელთაა. აღზრდითი განათლება მშობლებს ასწავლის არა მხოლოდ ტრავმისგან გამოჯანმრთელებას, არამედ საკუთარი აღზრდითი სისუსტეებისა და ეფექტურობის შეფასებას. ბავშვები თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ პასუხისმგებლიან მშობლებთან. ბავშვის ეფექტური რეაბილიტაციისთვის ასეთი გარემოება აუცილებელი პირობაა.
თუ ჩანს,რომ ბავშვი აკონტროლებს სიტუაციას უფრო მეტად ვიდრე მშობლები, ან მეტიც ითვისებს მშობლის როლს, ეს აუცილებლად უნდა იქნეს დარეგულირებული. ასე ბავშვისათვის იქმნება დაბალი უსაფრთხოების შეგრძენება და წარმოდგენა, რომ არ არსებობოს მასზე დიდი, ვინც მას დაიცავდა. ასეთ შეთხვევაში, მშობელთან თერაპიული პროცესი უნდა მიმართული იყოს იმისკენ, თუ როგორ გახდეს დიდი, ძლიერი, უფროსი შვილის თვალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ასაკის ბავშვებში. თინეიჯერებთან მიდგომის მცირედი ცვლილება საჭიროა, რათა თავიდან ავირიდოთ მათთან ჭიდილი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. თუმცა საბოლოოდ მათ მაინც უნდა იცოდნენ ვინაა პასუხისმგებელი პირი და ეს არ უნდა იყოს ბავშვი. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს სიყვარულითა და ზრუნვით ბავშვის სასიკეთოდ.


წყარო:https://www.facebook.com/gestaltclinic.ge