Nuk
როგორ დავძლიოთ აგრესია - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თარიღი: 02 დეკემბერი, 2019

აგრესია შედგენილი ემოციაა. ის ბრაზისა და გაღიზინების, ინტერესისა და მოლოდინის კომბინაცის შედეგად მიიღება. როგორ დავძლიოთ აგრესია საკუთარ თავში – გვესაუბრება ფსიქოლოგი ილია ნიკაჭაძე.

 

როგორ წარმოიშობა ბრაზი და გაღიზიანება?

ბრაზის და გაღიანება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების შედეგად იქმნება. მაგალითად: ქალი/კაცი, რომელსაც აქვს მოთხოვნილება იყოს განსაკუთრებული და გამორჩეული ერთი ადამიანისთვის მაინც, გრძნობს გაღიზიანებას, როდესაც ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება და გამოხატავს აგრესიას იმის მიმართ, ვისგანაც ამაოდ  ელოდა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხშირად შემთხვევაში ოჯახურ კონფლიქტებს სწორედ ეს უდევს საფუძვლად.  ქმარს სურს, რომ მასზე ფიზიკურად იზრუნოს ცოლმა, მის წარმოდგენაში ზრუნვა გამოიხატება საუზმე-სადილ-ვახშამის გამზადებაში, პერანგის გაუთოვებაში და საერთოდ მისი ყველა სურვილის „ჰაერში დაჭერაში“. თუ კი ქალი ამას არ/ვერ აკეთებს, კაცში ეს წარმოშობს აგრესიას. აგრესია ამ შემთხევაში ხშირად გამოიხატოს მორალი-ფიზიკურ ძალადობაში და თუ კი ქალი არ იღებს  აგრესიას კაცი ნახულობს კომპენსატორულ მექანიზმს, რომელიც ხშირად ალკოჰოლის მიღებითა და სხვა მექანიზმებით განისაზღვრება.

 

აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი საზოგადოებრივად მიუღებელი კომპენსაცის  მექანიზმებია. ადამიანებს, რომლებიც ამას იყენებენ ხშირად საზოგადოების მძაფრი კრიტიკა და იზოლოცია ემუქრებათ. განსხვავებით ამისგან აგრესის კომპენსირების მიღებული ფორმა პოლიტიკა და სექსი. ამ ორი საშუალებას იდენტური ფსიქოლოგიურ მექანიზმი აქვს. სწორედ ამიტომ არა საჭირო შევიქმნათ წინასწარი მოლოდინები ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

 

7 რჩევა ილია ნიკაჭაძისგან:
1.აგრესიულები მაშინ ვხდებით, როდესაც სიყვარულის ნაკლებობას განვიცდით. როცა ერთ ადამიანს მაინც ვუყვარვართ, ისე რომ ის მზად არის ჩვენი ხშირად რეალობას აცდენილს მოლოდინებს მოერგოს, აგრესია ვერასოდეს მოგვერევა.
2. მოლოდინები აგრესის წარმოქმნის უმთავრესი წყაროა. მაქსიმალური კონცენტრირება აქ და ამჟამად მდგომარეობაზე, აგრესიის ხარისხს მნიშნელოვნად შეამცირებს.
3. მივცეთ აგრესიას კონსტრუქციული სახე. ძალისხმევა ჩვენთვის და საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეების კეთებაში ჩავდოთ.
4. საკუთარი მოთხოვნილებების ყურის დაგდება, მისი მოსმენა და გათვასწინება ნიშნავს რომ ჩვენში ნაკლები გაღიზიანება იქნება და საქმე აგრესიამდეც აღარ მივა.
5. აგრესის გამოხატვის კონსტრუქციული გზის მოძებნა. კარგი საშუალებაა მაგალითად ვარჯიში. ფიზიკური დატვირთვისას მობილიზებული ენერგის განმუხტვა ხდება.
6. აუცილებელია აგრესია გამოიხატეს. აგრესიის შეკავება ხშირად ფსიქოსომატური დაავადებების მიზეზი ხდება. მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამომწვევი მიზეზი დიდ წილად გამოუხატავი აგრესია.
7. სანამ აგრესია უკიდურეს ფორმას შეიძენს კარგი იქნება იმ მოლოდინების გაჟღერება რისმა არ შესრულებამაც შეიძლება წარმოშვას აგრესია. ხშირად ადამინებმა არ იციან რას ველით მათგან და შესაბამისად ჩვენი რეაქციაც გაუგებარი ხდება მათთვის.