Nuk
რესპირატორული ალერგია

თარიღი: 17 მაისი, 2016

რესპირატორული ალერგია არის თანამედროვე ურბანული საზოგადოების მეტად სერიოზული პრობლემა, რაც არ არის გასაკვირი. ყვავილის მტვერი, შინაური ცხოველების ბეწვის ნაწილაკები ( ძაღლის, კატის), სოკოს სპორები და სახლის მტვერი - ეს არის ჰაერში არსებული ალერგენების არასრული სია. ალერგია შეიძლება  გაგრძელდეს მთელი წლის განმავლობაში ან  გამწვავდეს გარკვეული პერიოდის დროს. სეზონური ალერგია ან პოლინოზი (თივის ცხელება) მწვავდება მაშინ, როცა გარკვეული მცენარეების მტვერი ან სოკოს სპორები აღმოჩნდებიან  ჰაერში. 

რა არის პოლინოზი? სეზონური ალერგიული რენიტის (სურდოს) გარდა, პოლინოზის დროს შეიძლება გამოვლინდეს ცხვირის ქავილი და წვის შეგრძნება, ხშირი ცემინება,  ცხვირით სუნთქვის გაძნელება, თვალების ქავილი, სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, თვალების წვის და მასში უცხო სხეულის შეგრძნება. ასევე, პოლინოზს ახასიათებს ქოშინის შეტევები, ჰაერის უკმარისობა, ხველა, ქავილი და კანზე გამონაყარი. როგორც წესი, სიმპტომების გაჩენა ხდება წელიწადის ერთ და იგივე დროს რამდენიმე წლის განმავლობაში და გრძელდება 2 კვირიდან 5 თვემდე. აღნიშნული დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი დამძიმება: ყოველი ყვავილობის  სეზონის დროს ალერგიული სიმპტომები უფრო ხანგრძლივდება და მძიმდება. არაადექვატური მკურნალობის  შემთხვევაში ალერგიული რინიტი შესაძლოა გადაიზარდოს ბრონქულ ასთმაში, გართულდეს სინუსიტით ან ბრონქიტით. 

პოლინოზის პირველადი პროფილაქტიკა
რეკომენდებულია:

• ალერგენებზე ანალიზის გაკეთება, რათა გაირკვეს თუ რომელი მცენარეზე  აღინიშნება ალერგიული რეაქცია. იმ ადგილებში ყოფნის ან მგზავრობის თავიდან აცილება, სადაც ხარობს აღნიშნული მცენარეები დიდი რაოდენობით;
• დილის 11 საათამდე სახლიდან გასვლისგან თავის შეკავება (ყვავილების მტვერის გავრცელების პიკი);
• სეზონური ყვავილობის დროს  ქალაქგარეთ გასვლის მაქსიმალურად შეზღუდვა;
• ღია ფანჯრებზე თხელი ბადის გაკეთება;
• სახლიდან გასვლისას  მზის სათვალის ხმარება; 
• სახლში მოსვლისას წყლით ცხვირისა და თვალების დაბანა;
• მცენარეების ექსტრაქტებზე დამზადებულ კოსმეტიკისა და სარეცხი საშუალებების გამოყენების შეზღუდვა ან აკრძალვა. 
• ალერგიული მცენარეებზე დამზადებული პროდუქტების ამოღება რაციონიდან. 
• ყვავილობის  სეზონამდე  ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური პრევენციული მკურნალობის ჩატარება. 
• სიმპტომების შესამსუბუქებლად,   ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

პოლინოზის  (თივის ცხელების) მედიკამენტური მკურნალობა:
თივის ცხელების მკურნალობა, როგორც წესი, იწყება ყვავილობის სეზონის დაწყებამდე და მოიცავს ანტიჰისტამინური, იმუნომასტიმულირებელი და მატონიზირებელი პრეპარატების მიღებას. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნაც.