Nuk
რაზე მიგვანიშნებს ბავშვთა ასაკში წითელი ლოყები? - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო ლომიძე

თარიღი: 20 ნოემბერი, 2017

რაზე მიგვანიშნებს ბავშვთა ასაკში წითელი ლოყები?

7 კითხვა ალერგოლოგს

 

ხშირად ბავშვთა ასაკში ლოყების არეში სიწითლისა და სიმშრალის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ატოპიური დერმატიტია.

 

1. რა არის ატოპიური დერმატიტი?
ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა რომელიც ვლინდება ბავშვთა ასაკში შემდეგი ნიშნებით:

- ლოყების ან/და კიდურების გამშლელი ზედაპირების  სიწითლითა და სიმშრალით

- ქავილით, რომელიც განსაკუთრებით შემაწუხებელია საღამოს საათებში

 

 

2. რა ასაკში იწყება ატოპიური დერმატიტი? 

- პირველი გამოვლინება ძირითადად 0-2 წლამდე ასაკშია, თუმცა შესაძლებელია ცოტა მოგვიანებით 5 წლამდე ასაკშიც გამოვლინდეს

 

 

3. რა იწვევს ატოპიური დერმატიტის განვითარებას?

- ატოპიური დერმატიტის განვითარებას იწვევს კანის ზედაპირულ შრეში არსებული ცილა „ფილაგრინის“ არასრულფასოვანი სინთეზი

- ცილა „ფილაგრინი“ ქმნის კანის მტკიცე ბარიერს, ხელს უწყობს კანში წყლის შეკავებას და იცავს გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლებისგან

- ცილა „ფილაგრინის“ არასრულფასოვანი, დარღვეული სინთეზის დროს  კანის ბარიერი ირღვევა, კანის ზედაპირული შრიდან აქტიურად იკარგება წყალი

- შედეგად კანი შრება, ვითარდება ქავილი, სიწითლე და საბოლოოდ დერმატიტი

 

4. რამდენად შესაძლებელია საკვებმა გაამწვაოს ატოპიური დერმატიტი?

- დიახ, საკვები ხშირად არის ატოპიური დერმატიტის გამამწვავებელი ფაქტორი, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პროდუქტები:

- ძროხის რძე

- ქათმის კვერცხი

- მარცვლეული

- სოიო

- თხილი,ნიგოზი, არაქისი

- შოკოლადი 

- თაფლი

- ფერადი კამფეტები და ა.შ.

 

 

5. რატომ უნდა მივაკითხოთ დროულად ალერგოლოგს?

- დროულად დაინიშნოს სწორი მკურნალობის კურსი, დაავადების უფრო რთულ ფორმაში გადასვლამდე

- გამწვავების დროს სწორედ შეირჩეს სამკურნალო მალამოები

- გამწვავების დროს სწორედ დაინიშნოს ქავილის საწინააღმდეგო ანტიალერგიული მედიკამენტები

- სწორედ შეირჩეს კანის დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები

- გაირკვეს რა საკვები ამძაფრებს ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობას და მის საფუძველზე სწორედ დაინიშნოს ჰიპოალერგიული დიეტა

 

6. რა რეკომედაციები უნდა დაიცვან ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებმა?

- არ დაბანოთ ბავშვი ძალიან ცხელი წყლით 

- სასურველია დაბანის ხანგრძლივობა 10-15 წთ-ს არ აღემატებოდეს, რომ კანი ზედმეტად არ დალბეს და გამოშრეს

- დაბანა უმჯობესია ჰიპოალერგიული უსაპნო თხევადი საპნით

- დაბანის შემდეგ შეამშრალეთ ბავშვი პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.

- დამატენინებელი წაუსვით ბავშვს ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.

- გამოიყენეთ ბავშვის მზის დამცავი კრემები SPF 30-დან

 

7. განკურნებადია თუ არა ატოპიური დერმატიტი?

- პაციენტების უმრავლესობას დროული მკურნალობით გასდის სკოლამდელ ასაკში

- გარკვეულ ნაწილს უგრძელდება გარდატეხის ასაკის პერიოდამდე და შემდეგ გასდის

- მცირე ნაწილს აღენიშნება მოზრდილთა ასაკშიც.