Nuk
რატომ ხდება „უწყინარი ბალახი” სხეულზე გამონაყარის მიზეზი?

თარიღი: 03 ივნისი, 2022

რატომ ხდება „უწყინარი ბალახი” სხეულზე  გამონაყარის მიზეზი? 

 

ამის შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს.

 

ალერგია ბალახოვანი მცენარეების, მარცვლონების მიმართ (პოლინოზი ან მცენარეული ალერგია)

ბევრი ადამიანი ალერგიულია ბალახები/მაცვლონების მტვრის მიმართ. ამ მცენარის მტვერი ჰაერში 100-120 კმ-ის რადიუსით იფანტება და ქარის საშუალებით სხვადასხვა ადგილებში ვრცელდება.

 ბალახების მიმართ ალერგია შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით, მათ შორისაა:

-  ცხვირის სიმპტომები (გამონადენი ცხვირიდან, გაჭედილობა, მრავალჯერადი ცემინება),

- თვალის სიმპტომები (ქავილი, წყლიანი/წითელი თვალები)

- ასთმური სინდრომი (ხველა, ხმაურიან მსტვინავი სუნთქვა, ხუთვა).

- კანისმიერი გამოვლინება (ჭინჭრის ციება ან გამონაყარი) ბალახებთან ზემოქმედების შემდეგ

ბალახზე ალერგია უფრო ხშირად ზედა სასუნთქი გზების მხრივ დარღვევებით ვლინდება, რადგან ბალახის მტვრის პირველი კონტაქტი სწორედ აქ ხდება ორგანიზმიში. თუმცა კანისმიერი გამოვლინებაც არც თუ ისე იშვიათად გვხდება.

თუ ალერგიული ხართ ბალახზე და გაწუხებთ ცხვირიდან გამონადენი, წყლიანი თვალები და ცემინება გარეთ ყოფნისას , თქვენს კანს ასევე შეუძლია რეაგირება მოახდინოს ბალახთან შეხების შემთხვევაში.

ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია მხოლოდ ბალახის მტვრის შესუნთქულ ფორმაზე, ზოგი კი რეაგირებს ბალახთან რეალურად შეხებისას. 

 

მოდით შევხედოთ მიზეზებს, რის გამოც ბალახმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, როგორია სიმპტომები, როგორ ვუმკურნალოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ამ ტიპის გამონაყარი

კონტაქტური დერმატიტი

ბალახის გამონაყარის კიდევ ერთი მიზეზი არის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება კონტაქტური დერმატიტი. ის გამოხატულია ქავილისა და წითელი ფერის არაგადამდები გამონაყარის სახით. კონტაქტური დერმატიტის გამომწვევი გავცელებული მიზეზებია:

 

სუნამოები, საპნები, კოსმეტიკური საშუალებები, საწმენდი და სარეცხი საშუალებები, პესტიციდები, ქსოვილები და მცენარეები.

როგორც წესი, ადამიანები არ კრეფენ ამბროზიას ან არ ეხებიან სხვა სარეველა მცენარეებს, მაგრამ ბალახი შეიძლება ვთქვათ არის უფრო პრაქტიკული ალერგენი - ფეხშიშველი სიარული, გაზონზე ჯდომა, ფეხბურთის თამაშის დროს მიწაზე დაცემა, შეიძლება გახდეს ბალახთან შეხების გამო კანზე გამონაყარის მიზეზი.

 

ბალახის „ტოქსიკური“ ეფექტი

ბალახის ფიზიკურმა სტრუქტურამ შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს. ბალახის ბევრ სახეობას აქვს მკვეთრი, მიკროსკოპული ბუსუსები, რაც ხელს უშლის მათ ჭამას. როდესაც ეს პაწაწინა ბუსუსები (ჯაგარ)ი კანს ეხება, გაღიზიანების შედეგად შეიძლება გამონაყარი გაჩნდეს. ასევე ზოგიერთი მცენარე შეიცავს წვენს, რომელიც ასევე კანზე შეხებისას კანის გაღიზიანებას და დასუსხვას იწვევს.

 

მგრძნობიარე კანი

ჩვილებსა და ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია გამონაყარის გამოვლენა ბალახისგან, რადგან მათ აქვთ სათუთი, უფრო მგრძნობიარე კანი. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ეგზემა, ის შეიძლება მეტად გამწვავდეს ბალახთან კონტაქტის დროს.

ორალური ალერგიის სინდრომი

ბალახის მტვერზე ალერგიის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი გვერდითი ეფექტი არის ორალური ალერგიის სინდრომი. ბალახზე ალერგიის მქონე ადამიანებმა შეიძლება შენიშნონ პირის ღრუსა და ყელის მსუბუქი ქავილი გარკვეული ახალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამის შემდეგ, მაგალითად (ვაშლი, სტაფილო, ნიახური, პომიდორი, ყაბაყი, საზამთრო, პარკოსნები, მათ შორის ბარდა, ლობიო და სოიო)

ეს რეაქციები ხდება იმის გამო, რომ უმ ხილსა და ბოსტნეულს აქვს მსგავსი ცილოვანი სტრუქტურები, როგორც ბალახის მტვერს, ამიტომ სხეულს შეუძლია საკვების არასწორად ინტერპრეტაცია და ალერგიული რეაქციით პასუხის გაცემა. ამიტომ მათ ვისაც ბალახებზე აქვთ ალერგია და იმყოფებიან ქალქგარეთ ბალახებში, და მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს, გარდა გამონაყარარისა, გამოუვლინდეთ ორალური ალერგიის სინდრომიც.

ბალახის გამონაყარის სიმპტომები

ბალახით გამოწვეული გამონაყარის გამოვლინება შეიძლება განსხვავდებოდეს. გავრცელებული სიმპტომებია კანზე მცირე წითელი ფერის ამობურცული გამონაყარი, „მუწუკების“ მაგვარი გამონაყარი, ქავილი იმ ადგილების, რომელიც უშუალოდ ბალახს შეეხო.

კონტაქტური დერმატიტის ტიპის გამონაყარი შეიძლება იყოს ძალიან წითელი, დამწვრობისმაგვარი, ბუშტუკოვანი სეროზული (წყლიანი) შიგთავსით ან მის გარეშე.

 

ეგზემის გამწვავება ვლინდება კანის გამოშრობით, ქავილით, წითელი გასქელებული გამონაყარით. ეგზემა ყველაზე ხშირად ჩნდება მუხლების უკან, იდაყვებზე და სახეზე, თუმცა შეიძლება სხვა ადგილებშიც გაჩნდეს.

 

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჭინჭრის ციება ბალახთან კანის შეხების ადგილებში. ამ მდგომარეობას კონტაქტური ურტიკარია (ჭინჭრის ციება) ეწოდება. ის ვლინდება სხეულის ზედაპირს აცდენილი, წითელი ფერის სხვადასხვა ზომის გამონაყარით, რომელიც როგორც წესია ხურს და იწვევს ძლიერ ქავილს. ის შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლად ან თან ახლდეს სხვა პოლინოზის სიმპტომებს (სურდო, ცემინება, ცრელმდენა, თვალების შეშუპება, ხველა, ხუთვა და სხვ.)

როგორ შევიმსუბუქოთ ბალახით გამოწვეულ გამონაყარით გამოწვეული ჩივილები ექიმთან ვიზიტამდე 

ბალახით გამოწვეული გამონაყარის მკურნალობაში დაგეხმარებათ შემდეგი რჩევები:

- ჩამოიბანეთ კანი 

- შხაპის მიღება ან დაზიანებული ადგილის თბილი წყლით ჩამობანა და რბილი გამწმენდი საშუალების გამოყენება დაგეხმარებათ კანის დაამშვიდებასა და ალერგენის ჩამორეცხვაში. 

- დაიდეთ ცივი კომპრესი. ცივი კომპრეს დადება გამონაყარის ადგილზე შეიძლება დაგეხმაროთ წვისა და ქავილის მოხსნაში. 

- ბალახით გამწვავებული ეგზემის მქონე ბავშვებისთვის კანის ნაზად დაბანა, შემდეგ კი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება შეიძლება დაგეხმაროთ გამწვავების თავიდან არიდებაში.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ბალახის გამონაყარი

თუ თქვენ გამოავლინეთ ბალახი, როგორც თქვენი გამონაყარის გამომწვევი მიზეზი, საუკეთესო გზა მომავალში გამონაყარის თავიდან ასაცილებლად არის ბალახთან კონტაქტის თავის არიდება. თუმცა, ეს ხშირად არაპრაქტიკულია, რადგან ბალახი ყველგან არის! თუმცა პიკნიკებზე, გაზონზე მუშოაბაზე უარის თქმა, ალბათ უფრო შესაძლებელია.

 

ზოგიერთი რჩევა ბალახთან კანთან კონტაქტის შესამცირებლად ან ბალახის გამონაყარის თავიდან ასაცილებლად მოიცავს შემდეგს: 

ატარეთ გრძელი სახელოებით სამოსი, შარვალი, ფეხსაცმელი წინდებით, ან თუნდაც ხელთათმანები, თუ აპირებთ ბალახიან ადგილას ყოფნას ან ეზოს სამუშაოების შესრულებას.

დაიბანეთ ხელები ბალახთან კონტაქტისთანავე.

მიიღეთ შხაპი (ან დაიბანეთ ბავშვი) გარეთ ყოფნის ან ბალახთან შეხების შემდეგ.

რეგულარულად ატენიანეთ კანი, რათა ის ჯანმრთელი იყოს.

თუ ალერგიული ხართ ბალახების მიმართ, განიხილეთ ანტიჰისტამინის მიღება ქალაქგარეთ მცენარებში ყოფნამდე. თუ მუდმივად ხარ ბალახის გარემოცვაში, გაითვალისწინეთ რეგულარულად ალერგიის წამლების მიღება.

თუ თქვენი გამონაყარი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, იწვევს ძლიერ ქავილს, გავრცელდა, დაინფიცირდა და ა. შ  აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/grass-rash#prevention

https://www.allergychoices.com/blog/5-reasons-you-may-struggle-through-grass-allergies/

https://www.aaaai.org/tools-for-the-public/conditions-library/allergies/mowing-down-your-grass-allergies