Nuk
რატომ უნდა ვიაზროვნოთ პოზიტიურად - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

თარიღი: 14 ივნისი, 2021

რატომ უნდა ვიაზროვნოთ პოზიტიურად – ამ თემაზე ფსიქოლოგმა მანანა ჯორჯიაშვილმა ისაუბრა.

რა არის ფიქრი ჩვენთვის?
ფიქრი – ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი ნაწილიც კი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის, როცა რაიმეს ვაკეთებთ და როცა არაფერს ვაკეთებთ. ჩვენს ფიქრებზე დამოკიდებული ჩვენი განწყობა, ემოციები, ქმედება, მიზნები და შედეგები. ფიქრი შეიძლება იყოს პოზიტიური და ნეგატიური, თუმცა ასე დაყოფაც პირობითია.

შესაძლებელია პოზიტიურმა ფიქრებმა შეგვიქმნას პოზიტიური განწყობა, თუმცა ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს და პირიქით, ნეგატიური ფიქრები შესაძლებელია პოზიტიურ შედეგებზე გასვლის საფუძველიც კი გახდეს.

ასე რომ, ეს ერთი შეხედვით მარტივი დაყოფა ჩვენი ფიქრებისა პოზიტიურად და ნეგატიურად, მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს ჩვენგან ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე. რადგან ფიქრებს კოლოსალური გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე და რა საოცარი შედეგების მიღებაა შესაძლებელი თუკი შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი ფიქრები და აზროვნება სწორი, ჩვენთვის საჭირო მიმართულებით.

რა არის პოზიტიური და ნეგატიური ფიქრი/აზროვნება?
პოზიტიურია ფიქრი/აზროვნება, რომელიც ეფუძნება სიტუაციის რეალურ, ჯანსაღ შეფასებას და ხელს უწყობს ადამიანის პიროვნულ ზრდას, მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

ნეგატიური ფიქრი/აზროვნება კი პირიქით, ხელს უშლის სწორედ პიროვნულ ზრდას და დასახული მიზნების მიღწევას.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის და ამიტომ ხშირად აზრს კარგავს ფიქრის გარეგნული ატრიბუტიკა, ანუ რამდენად ოპტიმისტური, ან პესიმისტურია ის.

 

ამიტომ ღირს დაფიქრება და გაანალიზება – როგორ ვიფიქროთ ისე, რომ მივიღოთ პოზიტიური შედეგები.

წყარო: https://fortuna.ge