Nuk
რამდენად საშიშია კოსმეტიკური საშუალებები ბავშვებისა და ორსულებისთვის

თარიღი: 07 ოქტომბერი, 2020

ექიმთან ვიზიტზე დედებს ხშირად მოჰყავთ გამოპრანჭული პატარა გოგონები, ლამაზი სამოსით, პაწაწინა ტუჩებზე პომადით, შეღებილი თმითა და ფრხილებზე ათასფერი ლაქით.

პარაბენები, ფტალატები, ფენოლები - ეს ის ქიმიკატებია, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ბავშვის ორგანიზმზე და ამავდროულად დიდი რაოდენობით გვხვდებიან სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებში.

ამ ნივთიერებების უარყოფით გავლენაზე ბავშვის განვითარებაში,“ავერსის კლინიკის“ პედიატრი - თამარ ობგაიძე გვესაუბრება

უკანასკნელ ათწლეულებში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაჩქარდა არამარტო ბავშვის ზრდის ტემპი, არამედ სქესობრივი მომწიფებაც უფრო ადრე დგება, ვიდრე  - გასულ საუკუნეში.

ყველა დედამ იცის,  მენსტრუაციის დადგომის შემდეგ გოგონას სიმაღლეში ზრდა ნელდება. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ხშირად კავშირშია წონის მატებასთან, მომდვენო ეტაპებზე კი ძუძუს და საკვერცხის დაავადებების განვითარების მაღალ რისკთან.

სად იმალებიან მავნე ქიმიკატები?
- პარაბენები კონსერვანტებია, რომლებიც ზრდიან კოსმეტიკური საშუალებების ვარგისიანობის ვადას, ამიტომ მათ ხშირად შეხვდებით შამპუნებში, დასაბან გელებში და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში
- ფტალატებს სუნამოებში, დეოდორანტებში, შამპუნებში, ფრჩხილის ლაქებში და კოსმეტიკურ საშუალებებში იპოვით. ამ მავნე ნივთიერებებს ზოგიერთი პლასტმასაც შეიცავს, ამიტომ, როცა საქმე ბავშვთა კვებისათვის საჭირო ჭურჭელს ეხება, განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ
- ფენოლები, მათ შორის ტრიკლოზანი, ანტიბაქტერიული საპნებისა და კბილის პასტის შემადგენლობაშია. ცნობისათვის, აშშ-ს წამლისა და სურსათის სააგენტო, ტრიკლოზანის შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებების მოხმარებას რეკომენდაციას არ უწევს.  ფენოლები შედის პომადებში, თმის ლაქებში, კანის ლოსიონებში და ზრდის ამ საშუალებათა მოქმედების ვადას
- ლაურილ სულფატი, ასაქაფებელი ნივთიერებაა და შედის ბევრი საპნის, შამპუნისა და ტანის გელის შემადგენლობაში. აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო  არ განიხილავს მას, როგორც კანცეროგენს, თუმცა ამ ნივთიერებას შეუძლია კანის გაღიზიანება და უმჯობესია, თუ ჩვილების შამპუნებსა და ტანის გელებში არ იქნება

რა გავლენას ახდენს ქიმიკატები ?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს მავნე ნივთიერებები პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკთან.

საინტერესოა, მათი ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე:
- მავნე ნივთიერებებს აქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინონ ბავშვის ენდოკრინულ სისტემაზე, მათ აქვთ ესტროგენების (ქალის სასაქესო ჰორმონების) მსგავსი მოქმედება და ამიტომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც დგება
- რაც შეეხებათ ვაჟებს, მეცნიერებმა ასეთი კორელაცია ვერ აღმოჩინეს - როგორც ჩანს, მამაკაცის სასქესო ჰორმონების - ანდროგენების მაგვარი მოქმედება მათ არ აქვთ და ამ გზით არ მოქმედებენ ვაჟების რეპროდუქციულ სისტემაზე

საყურადღებოა, რომ ბავშვის განვითარების მანძილზე არსებობს რამდენიმე კრიტიკული პერიოდი, როცა მავნე ფაქტორების ზემოქმედება განსაკუთრებულად აისახება მის ორგანიზმზე, მათ შორის მუცლადყოფნის და ადრეული განვითარების პერიოდებში.

რა შეიძლება გავაკეთოთ?
- ეცადეთ, გამოიყენეთ ბიოპროდუქტები
- შეზღუდეთ პლასტმასის კონტეინერების გამოყენება საკვების მოსამზადებლად და შესანახად
- ბავშვის ჭურჭლის შერჩევისას უპირატებოსობა უსაფრთხო პროდუქციას უნდა მიენიჭოს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატით
- კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც არ შეიცვას პარაბენებს, ფტალატებსა და ფენოლებს
- შეზღუდეთ პირადი ჰიგიენის ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელებიც ტრიკლოზანს შეიცავენ (საპნები, კბილის პასტები). გახსოვდეთ, ხელზე მიკრობების განადგურებისათვის სრულიად საკმარისია ხელის ჩვეულებრივი საპნითა და წყლით დაბანა