Nuk
რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

თარიღი: 31 აგვისტო, 2020

A ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციაა, რომელსაც იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი. აღნიშნული ვირუსი აზიანებს ღვიძლს და შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფიბროზი ან ციროზი.

ნიშნები და სიმპტომები
A ჰეპატიტის ინკუბაციის პერიოდი, ინფექციის შეძენიდან სიმპტომების გამოვლენამდე, ორიდან ოთხ კვირამდეა.

დაავადების სიმპტომები იწყება არასპეციფიური ნიშნებით, როგორიცაა - დაღლილობა, გულისრევა და ღებინება. პაციენტს აწუხებს ტკვილი მუცლის მარჯვენა ნაწილში, ღვიძლის მიდამოებში, ყოველივე ამას თან სდევს დაბალი სიცხე, კუნთების ტკივილი, დიარეა, უმადობა, მუქი შეფერილობის შარდი, კანისა და თვალების სიყვითლე. სიმპტომები იშვიათად გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში დაავადების განვითარება ხდება უსიმპტომოდ.

B და C ჰეპატიტისგან განსხვავებით A ჰეპატიტის ინფექცია არ გრძელდება დიდხანს და არ იწვევს სერიოზულ გართულებებს. მკურნალობის გარეშე, იშვიათ შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, რაც შორს წასულ შემთხვევაში საჭიროებს ღვიძლის გადანერგვას - ტრანსპლანტაციას.

როგორ ხდება  A ჰეპატიტით ინფიცირება?
A ჰეპატიტის შეძენა შესაძლებელია მოხდეს დაბინძურებული წყლიდან ან საჭმლიდან, რომელსაც შეეხო ვირუსის მატარებელი ადამიანი.

ვირუსის გადადება ასევე შესაძლებელია დაბინძურებული წყლის უმი მოლუსკებისგან ან დაინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტით - იმ შემთხვევაშიც კი როცა მას არ აქვს გამოხატული სიმპტომები.

პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია
A ჰეპატიტის ვაქცინა დაგეხმარებათ დაავადებისგან პრევენციაში.

თუკი მიგაჩნიათ რომ ცხოვრობთ A ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების რისკის მქონე ადგილას კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული მირთმევამდე. გამოიყენეთ ქარხნულად დამზადებული ბოთლის წყალი, კბილების გასახეხადაც. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ წყალი, რომელსაც მოიხმართ სუფთაა, რეკომენდებულია მისი ადუღება.

ვირუსით ინფიცირების რისკების შესამცირებლად დაიცავით ხელის ჰიგიენა და არ მიირთვათ უმი ან არასათანადოდ გადამუშავებული ხორცი და თევზი. თუკი გაგიჩნდათ ეჭვი, რომ გაქვთ აღნიშნული ვირუსით ინფიცირების სიმპტომები დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.