Nuk
რა პრობლემები გამოიკვეთა მოზარდებში პანდემიის დროს

თარიღი: 11 მაისი, 2021

რა პრობლემები გამოიკვეთა მოზარდებში პანდემიის დროს – ამ თემაზე ფსიქოლოგმა მელანია ჩარგაზიამ ისაუბრა.

როგორ შეცვალა პანდემიამ მოზარდების ცხოვრების წესი?

მსოფლიო პანდემიამ შეცვალა ჩვეული ცხოვრების წესი. მოზარდები  ხვდებიან უჩვეულო სამყაროში, რომელიც არსებითად სახეცვლილია. დაირღავა მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი, შეუძლებელი გახდა ან არსებითად შეიზღუდა  ჩვეულ აქტივობებში ჩართვა, შეიზღუდა კომუნიკაცია თანატოლებთან ან შეცვალა სახე და გახდა მეტად ვირტუალური და ა.შ. ყოველივე ეს არსებითად აისახება მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

რა არის მშობლის როლი ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში? როგორ დაეხმარონ და გაუწიონ სათანადო თანადგომა?
ეცადეთ იყოთ დადებითი მაგალითი თქვენი ბავშვისთვის. მშობელი წარმოადგენს მოდელს, რომელსაც შვილი დიდ ყურადღებას აქცევს. თქვენი სიმშვიდე განაპირობებს მის სტაბილურ მდგომარეობას, განსაკუთრებით სტრესული გარემოს პირობებში. დაანახეთ ბავშვს, როგორ შეიძლება სტრესის დაძლევა საკუთარ მაგალითზე. ეცადეთ შეამციროთ მისი თანდასწრებით საუბრები დაავადებაზე, მეტი ყურადღება მიაქციეთ სხვა თემებს. ნუ დაივიწყებთ სხვადასხვა სახის სასიამოვნო აქტივობებს, რომლებშიც თქვენთან ერთად ბავშვს შეეძლება მონაწილეობის მიღება (მაგალითად, სიმღერა, ცეკვა, საერთო თამაში).

რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინა მათთვის?
მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინის შენარჩუნება, რაც გულისხმობს გაღვიძებისა და დაძინების სტაბილურ განრიგს, საშინაო დავალებებისათვის შესრულების კონკრეტულ დროს, ყოველდღიურად კონკრეტული საათების გამოყოფს სახალისო, სასიამოვნო აქტივობებისთვის (თამაში, ფიზიკური აქტივობა და ა.შ). მოცმეული ძალზედ მნიშვნელოვანია სტრესის დაძლევის კუთხით!

რას მივაქციოთ ყურადღება და როდის შესაძლოა გახდეს სპეციალისტის ჩართულობა მნიშვნელოვანი?
ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

● ძილის დარღვევა
● კვებითი სირთულეები
● მომატებული შფოთვა საკუთარ თავსა და სხვებთან დაკავშირებით
● სევდიანი გუნება-განწყობა
● გამოხატული ჩაკეტილობა 

წყარო: https://fortuna.ge