Nutricia
რა არის პირის ღრუს სიმსივნეების გამომწვევი რისკის ფაქტორები?

თარიღი: 18 ოქტომბერი, 2020

პირისა და ხახის სიმსივნეები (ტუჩის სიმსივნე, ენის, პირის ღრუს ფსკერის, ღრძილების, პირის ღრუს ლორწოვანის, ალვეოლური ლორწოვანის) საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს; კვლევებით დადგენილია, რომ თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება პირისა და ხახის სიმსივნეების განვითარებაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკის ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, არსებობს კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ გარკვეულ ასოციაციას ადამიანის პაპილომა ვირუსსა და პირის ღრუს სიმსივნეებს შორის.
დაავადების კონტროლის თვალსაზრისით პრიორიტეტულია ძირითადი რისკის ფაქტორების- მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება - მოქმედების შემცირება, ასევე სასურველია, ყველა საეჭვო დაზიანებაზე ბიოფსიური კვლევის განხორციელება, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებში, როგორებიც არიან 40 წელს გადაცილებული მწეველი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული მამაკაცები.