Nuk
რა არის ბორელიოზი და როგორ მოვაშოროთ ტკიპა კანის ზედაპირის სწორად

თარიღი: 10 აგვისტო, 2020

სურათზე ბეჭდისებრ ლაქას ხედავთ. თუ ასეთ წარმონაქმნს საკუთარ ან თქვენი პატარას სხეულზეც ამჩნევთ, ნიშნავს, რომ ექიმს გადაუდებლად უნდა მიმართოთ. ასეთი ტიპის ლაქა ბორელიოზისათვისაა დამახასიათებელი.
ეს დაავადება 1975 წელს იქნა აღწერილი აშშ-ში ალენ სტირის მიერ, 1982 წელს ისიც დადგინდა, რომ მას მიკროორგანიზმი, სახელად Borrelia burgdorferi იწვევს. დაავადებას ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ეწოდა.
სხვათა შორის იგივე გამომწვევი ალპებში 5300 წლის წინ დაღუპული ადამიანის ნაშთებშიც იქნა ნაპოვნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიკროორგანიზმი კაცობრიობასავით ძველია.

ბორელია ადამიანის ორგანიზმში ტკიპის კბენის შემდეგად ხვდება. ის ტკიპის სანარეწყვე ჯირკვლებშია დაბანაკებული.

დაავადების დასაწყისი კანზე სპეციფიური გამოვლინებით იწყება. ტკიპის კბენის ადგილზე ჩნდება დამახასითებელი ე.წ. ბეჭდისებრი, მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გაციების ნიშნები - ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, კუნთების ტკივილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი სწორედ ამ ეტაპზე დაისვას და მკურნალობაც დროულად დაიწყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებს და ვლინდება შესაძლებელია გამოვლინდეს წითელი ფერის ლაქები-ერითემა სხეულის სხვადასხვა უბანზე (მიგრირებადი ერითემა,) სახსრების, გულის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, მათ შორის მენინგიტიც. შესაძლებელია გამოვლინდეს წითელი ფერის ლაქები- ერითემა სხეულის სხვადასხვა უბანზე (მიგრირებადი ერითემა).

დაავადების დიაგნოზი სპეციალური, სეროლოგიური კვლევის საფუძველზე ისმება, რაც ბორელიას საწინააღმდეგო ანტსიხეულების სისხლში გამოვლენას ემყარება. მკურნალობა კი ანტიბიოტიკებით ხდება.

რა უნდა გვახსოვდეს?
ტკიპის საღმოჩენისას, ის არ უნდა მოაძროთ. დაადეთ ზეთით გაჟღენთილი საფენი და აცადეთ, რომ კანი კარგად გაიჟღინთოს. ზეთი ტკიპას მოძრაობის უნარს უკარგავს და მისი ხრახნისსებრი მოძრაობით ფრთხილად მოძრაობა კანიდან ადვილია.
თუ კანში ტკიპას თავი დარჩა, ჩათვალეთ, ის ვერ მოაცილეთ უსაფრთხოდ, რადგან ბორელიები სანერწყვე ჯირკვლებში, თავის არეში ბინადრობენ. ასეთ შემთხვევაში უახლოეს კლინიკას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაკითხოთ, რათა ექიმმა სრულად მოაცილოს ტკიპა.
და კიდევ, თუ სოფლად, ტყეში ან მინდვრებში სეირნობისას ბავშვს ისეთი სამოსი ჩააცვით, რაც მის სხეულს დააფარავს, რაც ტკიპას სხეულზე მოხვედრას თავიდან აგაცილებთ.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე