Nuk
ქცევითი თერაპიები და მათი გამოყენების არეალი

თარიღი: 10 ოქტომბერი, 2021

ქცევითი თერაპიები და მათი გამოყენების არეალი

რა არის ქცევითი თერაპია?
- ქცევითი თერაპია არის "ქოლგა“ ტერმინი იმ ტიპის თერაპიებისა, რომლებიც გამოიყენება მენტალური დარღვევების (აშლილობების) მკურნალობისთვის.

- თერაპიის ეს ფორმა ახდენს პოტენციურად თვითდამაზიანებელი ან არაჯანსაღი ქცევის იდენტიფიცირებას და ცდილობს შეცვალოს ის. 

- თერაპია ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც ყველა ქცევა დასწავლილია და აქედან გამომდინარე, არაჯანსაღი ქცევა შეიძლება შეიცვალოს.

- მკურნალობა უხშირესად ფოკუსირებას ახდენს მიმდინარე პრობლემებზე და ცდილობს მათ გადაჭრას.


ვინ შეიძლება მიიღოს სარგებელი ქცევითი თერაპიისგან?

- ქცევითი თერაპიის ობიექტი შეიძლება იყოს მდგომარეობათა ფართო სპექტრი.

- ქცევითი თერაპიისთვის ადამიანები მიმართავენ ძირითადად შემდეგი მდგომარეობებით:

• დეპრესია

• შფოთვა

• პანიკური აშლილობები

• რისხვა

დეპრესია კლასიფიცირდება როგორც განწყობის აშლილობა. ეს შეიძლება აღწერილ იქნას როგორც უხასიათობის, დანაღვლიანების შეგრძნება, ასევე დანაკარგის, რისხვის, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ აქტივობას.

- დაუზუსტებელი მონაცემებით დეპრესიას განიცდის ყოველი 20-დან 1 ადამიანი.

- დეპრესიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაზე, რაც საბოლოოდ გამოიხატება დროის კარგვასა და დაბალპროდუქტიულობაში.

- შეიძლება გავლენა მოახდინოს და გააუარესოს ადამიანის მდგომარეობა ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორებიცაა:

• ართრიტი

• ასთმა

• კარდიოვასკულარული დაავადებები

• კიბო

• დიაბეტი

• სიმსუქნე

- შფოთვა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პასუხი სტრესზე.

- გამოიხატება შიშით იმის თაობაზე თუ რა შეიძლება მოხდეს (მოსალოდნელი საფრთხე).

- სკოლაში წასვლის პირველი დღე, ინტერვიუზე წასვლა სამუშაოს მისაღებად, სიტყვით გამოსვლა... ყველა ამ სახის მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს შიშისა და დაძაბულობის შეგრძნება.

-...მაგრამ თუ ეს შეგრძნება უკიდურესად ძლიერია, გრძელდება 6 თვეზე ხანგრძლივად და გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, შეიძლება საუბარი იყოს შფოთვით აშლილობაზე.

- პანიკურ აშლილობაზე ლაპარაკია როცა ადამიანი განიცდის პანიკის მოულოდნელ, განმეორებად შეტევებს.

- "DSM-5" ("მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო") პანიკურ შეტევას განმარტავს როგორც ინტენსიური შიშისა და დისკომფორტის მკვეთრ ბიძგებს, რომლებიც რამდენიმე წუთში აღწევენ პიკს.

- პანიკური აშლილობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ პანიკური შეტევის მუდმივი შიშის ქვეშ.

- ადამიანს შეიძლება განუვითარდეს პანიკური შეტევა, უცაბედი შიში, საშინელების შეგრძნება -  რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე.

-...ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორებიცაა ძლიერი ტაქიკარდია ("გულის გაქცევა“), სუნთქვის გაძნელება, მკვეთრი გაოფლიანება ("ოფლად დაღვრა“).

- "ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის" მონაცემებით, ყოველი 75 ადამიანიდან 1 შეიძლება განიცდიდეს პანიკურ აშლილობას.


ქცევითი თერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მდგომარეობების მკურნალობისთვის, როგორებიცაა:

• კვებითი აშლილობა

• პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა

• ბიპოლარული აშლილობა

• ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)

• ფობიები, სოციალური ფობიების ჩათვლით

• ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

• თვითდაზიანება

• ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება


ბიპოლარული აშლილობა არის მენტალური დაავადება, რომელიც ხასიათდება უკიდურესი ხასიათობრივი ცვლილებებით, მათ შორის: 

• უკიდურესად ამაღლებული განწყობა, რომელსაც უწოდებენ მანიას.

• ეპიზოდური დეპრესია.

- ბიპოლარულ აშლილობას ასევე უწოდებენ ბიპოლარულ დაავადებას ან მანიაკალურ დეპრესიას.

- ადამიანები, რომელთაც აქვთ ბიპოლარული აშლილობა, აწყდებიან პრობლემებს ყოველდღიურ აქტივობაში, სამსახურში, სკოლაში, ადამიანებთან ურთიერთობებში.

- მდგომარეობა არ არის განკურნებადი, მაგრამ არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მიდგომები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სიმპტომების მართვა.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა:

- ...ჩვენ 2-3 ჯერ ვამოწმებთ რაღაცეებს, არ გვახსოვს ჩავკეტეთ თუ არა კარი, ხომ არ დაგვრჩა მოშვებული წყალი... და გვინდა რომ დავრწმუნდეთ.

- ზოგიერთი ჩვენგანი პერფექციონისტია და უბრუნდება სამუშაოს რამდენიმეჯერ, რათა დარწმუნდეს რომ ყველაფერი სწორად გააკეთა.

- ეს არ არის არანორმალური ქცევა, მაგრამ როცა ადამიანს აქვს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ის იძულებით იმეორებს რამდენიმეჯერ რაიმე რიტუალს, მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა ამის გაკეთება და ეს შეიძლება ართულებდეს მის ცხოვრებას ამის აუცილებლობის გარეშე..

• ობსესია - არის აკვიატებული აზრი (აზრები), რომელიც იწვევს შფოთვას.

• კომპულსია - არის ქცევა, რომელსაც ადამიანი მიმართავს შფოთვის წინააღმდეგ.


ქცევითი თერაპიის ტიპები:

• კოგნიტური ქცევითი თერაპია

• კოგნიტური ქცევითი თამაშის თერაპია

• სისტემური დესენსიბილიზაცია

• ავერსიული თერაპია


კოგნიტური ქცევითი თერაპია - ძალზედ პოპულარულია!

- წარმოადგენს კოგნიტური და ქცევითი თერაპიების კომბინირებულ ვარიანტს.

• მკურნალობა კონცენტრირებულია იმის გარშემო თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, აზრები და შეხედულებები მის ქცევაზე და გუნება-განწყობაზე. 

• უხშირესად ის ფოკუსირებულია ადამიანის მიმდინარე პრობლემებზე და ეძებს მათი გადაჭრის გზებს.

• გრძელვადიან პერსპექტივაში მისი მიზანია შეცვალოს ადამიანის აზროვნება და ქცევა უფრო ჯანსაღი პატერნებით.


კოგნიტური ქცევითი თამაშის თერაპია - ჩვეულებრივ გამოიყენება ბავშვებთან.

• თერაპისტი, აკვირდება რა ბავშვის თამაშს, იძენს წარმოდგენას იმის თაობაზე თუ რა დისკომფორტს განიცდის ბავშვი, რომელსაც გამოხატავს ან არ/ვერ გამოხატავს.

• ბავშვმა შეიძლება აირჩიოს სათამაშო და ითამაშოს თავისუფლად.

• შეიძლება ვთხოვოთ დახატოს რაიმე ან სათამაშოებით რაიმე სცენა დადგას სილაში.

• თერაპისტმა შეიძლება ასწავლოს მშობლებს როგორ გამოიყენონ თამაში შვილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის.


სისტემური დესენსიბილიზაცია - მნიშვნელოვნად ეფუძნება კლასიკურ "კონდიცირებას“. 

- ხშირად გამოიყენება ფობიების მკურნალობაში - ადამიანს ასწავლიან როგორ შეცვალოს რეაქცია ფობიაზე, შიშის ნაცვლად რელაქსაციური პასუხით.

- პირველ რიგში ასწავლიან მოდუნების და სუნთქვის ტექნიკას, რომლის ათვისების შემდეგ თერაპისტი ნელ-ნელა იწვევს შიშს იმ დროს როცა ადამიანი ვარჯიშობს ამ ტექნიკაზე.

- ავერსიული თერაპია - ხშირად გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ როგორებიცაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება ან ალკოჰოლიზმი.

• ადამიანს ასწავლიან დაუკავშიროს მისთვის სასურველი მაგრამ არაჯანსაღი სტიმული მისთვის უკიდურესად არასასიამოვნო სტიმულს.

• არასასიამოვნო სტიმული შეიძლება იყოს რაიმე რაც ადამიანში იწვევს დისკომფორტს.

• მაგ. თერაპისტმა შეიძლება ასწავლოს ადამიანს, რომ ალკოჰოლი დაუკავშიროს რაიმე უკიდურესად არასასიამოვნო მოგონებას.


ქცევითი თერაპიები ბავშვებისთვის:

• ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA)

• თამაშის თერაპია


ეფექტურია თუ არა ქცევითი თერაპია?

- ითვლება, რომ ქცევითი თერაპია ძალზედ ეფექტურია.

დაახლოებით 75% ადამიანებისა, რომელთაც უტარდებათ კოგნიტური ქცევითი თერაპია, იღებს ამისგან გარკვეულ სარგებელს.


კვლევებმა აჩვენა, რომ თამაშის თერაპია ძალზედ ეფექტურია 3-12 წლის ასაკის ბავშვებში, თუმცა სულ უფრო მეტად გამოიყენება ყველა სხვა ასაკშიც.