პროსტატიტი – მამაკაცების მტკივნეული და მუდმივად აქტუალური თემა

თარიღი: 30 იანვარი, 2019

პროსტატიტი – მამაკაცების  მტკივნეული და მუდმივად  აქტუალური თემა.

საუბრობს  ექიმი უროლოგი ბატონი ბარნაბ ნიკოლაძე.

 

პროსტატიტი, წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი დაავავადება. პროსტატიტი მიეკუთვნება , მამაკაცის სასქესო სისტემის დაავადებებს შორის ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს. დაავადების ასაკი საშუალოდ 35–40 წლის ასაკიდან გვხვდება, თუმცა უნდა ითქვას,  რომ ამ ბოლო დროს აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავება. პროსტატიტი შესაძლოა გვხვდებოდეს დამოუკიდებლად – მწვავე ან ქრონიკული ანთების სახით, ან შესაძლოა თან ახლდეს პროსტატის კეთილთვისებიან ადენომას.

 

მწვავე პროსტატიტისათვის დამახასიათებელია უფრო მკვეთრად გამოხატული სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, შარდვის პროცესის დარღვევა                     ( გახშირებული შარდვა– განსაკუთრებით ღამე, წვა და ტკივილი შარდვისას, დაუცლელი შარდის ბუსტის შეგრძნება) და ქრონიკული პროსტატიტი. როდესაც აღინიშნება ყრუ ხასიათის ტკივილი შორისის არეში, შარდვის პროცესის დარღვევები შენარჩუნებულია და თანდათანობით უფრო და უფო  შემაწუხებელ ხასიათს იძენს. პროსტატიტის საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ არანამკურნალებ პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ანთება შესაძლოა პოტენციის დაქვეითებისა და უშვილობის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

 

არის გარკვეული პირობები რომელთა დროსაც იზრდება პროსტატიტის განვითარების  რისკი. მათ რისკ ფაქტორებს უწოდებენ და ასეთების რიცხვს მიეკუთვნება: ორგანიზმის გაციება, მჯდომარე და ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი, რეგულარული სქესობრივი ცხოვრების არარსებობა (ამ დროს ხდება სეკრეტის შეგუბება და ინფექციის განვითარება მასში) ან პირიქით გადაჭარბებული რაოდენობის  სქესობრივი  კონტაქტები, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ჰორმონალური დარღვევები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

 

ასეთ პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანია სწორი და დროული მკურნალობა. პროსტატიტის სამკურნალო საშუალებები მრავლადაა აფთიაქებში, მაგრამ უროლოგების მიერ ყველაზე ხშირად დანიშვნადი პრეპარატების რიცხვს თავისი ეფექტურობიდან გამომდინარე , მიეკუთვნება ვიტაპროსტის  სუპოზიტორიები (სანთლები რომლებიც გამოიყენება რექტალურად– სწორ ნაწლავში). მათი ეფექტურობა სწორად შერჩეული სამკურნალო ფორმიდან გამომდინარეობს , რადგან სწორი ნაწლავის მხრიდან ორგანიზმში შეყვანილი სამკურნალო საშუალება სწრაფად და ადვილად აღწევს პროსტატის ქსოვილს (ამას სწორი ნაწლავისა და პროსტატის ახლო ანატომიური მდებარეობა განსაზღვრავს), სადაც უნდა მოხდეს სამკურნალწამლო საშუალების მაღალი კონცენტრაციის მიღწევა სამკურნალო ეფექტის მისაღწევად. რაც რა თქმა უნდა შედარებით უფრო ნელა მიიღწევა ტაბლეტირებული ფორმის გამოყენების შემთხვევაში. გარდა ამისა თავად პრეპარატ ვიტაპროსტის შემადგენელი სამკურნალო საშუალება – სამპროსტის სუბსტანცია წარმოადგენს ორგანულ პეპტიდს (ცილას) რომელიც მიიღება ხარის წინამდებარე ჯირკვლიდან, განსაკუთრებული ეფექტურობითა და ტროპიზმით ხასიათდება ადამიანის პროსტატის ქსოვილის მიმართ. კიდევ ერთი და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ პრეპარატ ვიტაპროსტს არ გააჩნია უკუჩვენებები (თავისაფლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას ყველა ასაკში, თანმხლები დაავადების მიუხედავად) , ვიტაპროსტი არ იწვევს შეჩვევას და არის მაქსიმალურად უსაფრთხო.

 

სამპროსტის სუბსტანცია (ვიტაპროსტი) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ანთებით წინამდებარე ჯირკვალში, ამცირებს შეშუპებას, ხსნის ტკივილს და დისკომფორტს სასქესო ორგანოს არეში. და მისი გამოყენების პირველივე დღეებიდან შეიმჩნევა მდგომარეობის გაუმჯობესება და ეფექტი სახეზეა. პრეპარატი გაიცემა სააფთიაქო ქსელიდან –  ურეცეპტოდ. კარგია როცა ექიმებს გვაქვს ასეთი საიმედო და ეფექტური საშუალებები, რომლებიც ეხმარება პაციენტს კვლავ ჯანმრთელად და ძლიერად იგრძნოს თავი.

 

ნუ შეუშინდებით პროსტატიტს, მთავარია მისი დროული გამოვლენა და სწორი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას.