Nuk
პრედიაბეტი

თარიღი: 12 ოქტომბერი, 2021

პრედიაბეტი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის წინარე მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმს უჭირს ჰორმონის - ინსულინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავება, ან სათანადო მოხმარება. ამ დროს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე მაღალია. 

პრედიაბეტი ხასიათდება უზმოზე გაუარესებული გლიკემიით და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევით. უზმოზე გაუარესებული გლიკემიის დროს, უზმოზე გაზომილი გლუკოზა არის 100-დან 126 მგ/დლ-ის ფარგლებში.  ხოლო გლუკოზის მიმართ დარღვეული ტოლერანტობის შემთხვევაში, გლუკოზის მაჩვენებელი დატვირთვიდან 2 საათში არის 140-199 მგ/დლ. 

 

პრედიაბეტი  ზოგჯერ ასოცირებულია ინსულინრეზისტენტობასთანაც. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:

• ჭარბი წონა და სიმსუქნე - როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI=m/h2) 25 კგ.მ2–ზე მაღალია; 

• ინსულინრეზისტენტობა -  რაც მეტია წონა, მით მეტად რეზისტენტული ხდება უჯრედები ინსულინის მიმართ;

• ოჯახური ისტორია;

• გესტაციური (ორსულობის დროს განვითარებული) დიაბეტი;

• არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა;

• დისლიპიდემია  (ქოლესტერინის ცვლის დარღვევა); 

• უმოძრაო, არააქტიური ცხოვრების წესი...

 

პრედიაბეტის პრევენცია გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, რაც მოიცავს ჯანმრთელ კვებას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას...  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად საკვებით მოხდეს ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს გლუკოზის ცვლაზე, როგორიცაა, მაგალითად, მიო-ინოზიტოლის შემცველი ნივთიერებების მიღება. ვინაიდან, კვლევებით დასტურდება, რომ მიო-ინოზიტოლი შესაძლოა გახდეს და იყოს მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორც ინსულინრეზისტენტობის დროს, ასევე ინსულინრეზისტენტობით მიმდინარე დაავადებების დროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას საკვებით ვერ ვიღებთ ადეკვატური რაოდენობით,  შესაძლებელია მისი მიღება საკვები დანამატების სახითაც.

 

ინოვაციური, უსაფრთხო და ეფექტური მიდგომა პრედიაბეტის მკურნალობაში:

• ინოფოლიკი კომბი HP - ჭარბწონიანი პაციენტებისათვის.

• ინოფოლიკი HP - გამხდარი და ნორმალური წონის პაციენტებისათვის.

• ხელს უწყობს დარღვეული ჰორმონალური და მეტაბოლური პარამეტრების მოწესრიგებას;

• ზრდის უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ;

• უზრუნველყოფს გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას;

• აქვეითებს მადას და ზრდის კვებითი დიეტის ეფექტურობას.

 

დამზადებულია იტალიაში - მწარმოებელი L.O.L.I. pharma

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 230 93 01

ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bit.ly/36x0gzz

 

#ინოთიმი #ინოფოლიკი #პრედიაბეტი #ჭარბიწონა #მიჰყევითინოვაციებს