Nuk
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისთვის

თარიღი: 03 აგვისტო, 2022

ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ორ უდიდეს კლასს. ყველა სხვა ცხიმოვანი მჟავის მსგავსად პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები შეიცავენ ნახშირბადის ატომების გრძელ ჯაჭვებს და გამოირჩევიან სხვა ცხიმოვანი მჟავებისგან ჯაჭვებში ნახშირბადის ატომებს შორის ორი ან მეტი ორმაგი ბმის არსებობით.

 

არსებობს რამოდენიმე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა, რომელთაგან მეცნიერთა დაკვირვების საგანს ძირითადად წარმოადგენენ: ალფა-ლინოლენის (ALA), ეიკოზაპენტანის (EPA) და დოკოზაჰექსანის (DHA) მჟავები. ALA შეიცავს 18 ნახშირბადის ატომს, მაშინ როცა ე.წ. გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები შეიცავენ 20 (EPA) და 22 (DHA) ნახშირბადის ატომს. 

 

ALA და ლინოლის მჟავა წარმოადგენენ ესენციურ ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი მიღება ხდება მხოლოდ გარედან, ალიმენტური გზით.  ALA შესაძლებელია გარდაიქმნას EPA-დ და DHA-დ, მაგრამ ეს გარდაქმნა, რომელიც ღვიძლში მიმდინარეობს, ლიმიტირებულია (<15%). ამის გამო EPA და DHA-ს მიღება საკვებთან ან საკვებ დანამატებთან ერთად წარმოადგენს ორგანიზმში მათი რაოდენობის გაზრდის ერთადერთ პრაქტიკულ გზას. 

 

ALA ძირითადად წარმოდგენილია მცენარეულ (სოიოს, სელის, რაფსის) ზეთებში, ხოლო DHA და EPA - თევზეულში, თევზის ქონში, თუმცა ბუნებრივად ისინი სინთეზირდება წყალმცენარეების და არა თევზების მიერ. თევზებში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ხვდება მათი ფიტოპლანქტონით კვების შედეგად. 

 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ორგანიზმში, როგორც უჯრედის მემბრანის შემადგენელი ფოსფოლიპიდების სტრუქტურული კომპონენტები. მაგალითად, DHA განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის ბადურის, თავის ტვინის, სპერმის შემადგენლობაში. 

 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფენ ორგანიზმს საჭირო ენერგიით და ისინი გამოიყენება ეიკოზანოიდების ფორმირებაში. ეიკოზანოიდები წარმოადგენენ სასიგნალო მოლეკულებს და აქვთ ისეთივე ქიმიური სტრუქტურა, როგორიც ცხიმოვან მჟავებს. ისინი ასრულებენ ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციას კარდიოვასკულური, სასუნთქი, იმუნური და ენდოკრინული სისტემების მუშაობის პროცესში. 

 

არსებობს დაავადებები და მდგომარეობები, რომელთა დროსაც განსაკუთრებით რეკომენდებულია მკურნალობაში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ჩართვა. ესენია: კარდიოვასკულური დაავადებები და მათი რისკ-ფაქტორები, ახალშობილთა ჯანმრთელობა და ნერვული სისტემის განვითარება, სიმსივნის პრევენცია, ალცჰაიმერის დაავადება, დემენცია და კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესება, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, რევმატოიდული ართრიტი და სხვა. 

 

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფართო არჩევანი, რომელთა შორის განსაკუთრებულად აღვნიშნავ ფრანგული კომპანია - არკოფარმას პრეპარატს- არკოკაფსი ომეგა-3. 

 

არკოკაფსი ომეგა 3 ის შემადგენელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიიღება ნორვეგიული ორაგულისგან უნიკალური ტექნოლოგიით, რაც შედეგად იძლევა უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. პრეპარატის დღიური დოზა შეიცავს 2080მგ თევზის ქონს, 750 მგ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს. აქედან 400მგ ეიკოზაპენტანის მჟავას (EPA) და 250მგ დოკოზაჰექსანის მჟავას (DHA). 

 

ექსტრაქტი მდიდარია ტოკოფეროლით, პროპილ გალატით და ასკორბილ პალმიტატით. კაფსულის გარსი დამზადებულია თევზის ჟელატინისგან. 

 

არკოკაფსი ომეგა 3-ის მიღება რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან. მიიღება 2-4 კაფსულა დღეში 1 ჭიქა წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი - 1 თვე. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ.

 

არკოკაფსი ომეგა 3 წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო პროდუქტს - იგი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, საღებავებს, კონსერვანტებსა და არომატიზატორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის დანიშვნისას, განსაკუთრებით ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში. 

 

მწარმოებელი - არკოფარმა, საფრანგეთი. 

არკოკაფს ომეგა3 მოიკითხეთ GPC და PHARMADEPOT სააფთიაქო ქსელში

ასევე კლინიკა NUAGE - თამარაშვილის 4ა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 599 09 09 09