Nuk
ნევრალგია და ნევრიტი

თარიღი: 12 ნოემბერი, 2019

ნევრალგია და ნევრიტი

საუბრობს - ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი, მედ.დოქტორი, ბატონი იოსებ ბურდულაძე

ნევრალგია და ნევრიტი არის  ნერვების, ნერვული ბოჭკოების პათოლოგია, რომელიც გამოიხატება მგრძნობელობისა და მოძრაობითი დარღვევებით, კერძოდ, ძლიერი შემაწუხებელი ტკივილით, დაბუჟებით. ტკივილის ლოკაკალიზაცია ყოველთვის არ ემთხვევა  უშუალოდ ნერვის საპროექციო მიდამოს. ხშირად ტკივილი აღინიშნება ნერვის გასწვრივ, გარშემო, მის სიახლოვეს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ტკივილი სცდება ნერვის საპროექციო არეს  და ხდება მისი გადაცემა, ანუ, - ირადიაცია.

მთავარი განსხვავება ნევრალგიასა და ნევრიტს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ნევრიტის დროს  ნევრალგიისაგან განსხვავებით აღინიშნება ნერვის გარშემო  ქსოვილების ანთებითი ცვლილებები.  ნერვული  გენეზის ტკივილის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია: სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესები, გაციება, ტრავმა, ტოქსიური თუ ინფექციური პათოლოგიები.

ზუსტი ზღვარის გავლება და დიფერენცირება ნევრალგიასა და ნევრიტს შორის  ზოგჯერ რთულია, თუმცა ზოგადი პრინციპების მიხედვით, ნევრალგიას ნევრიტისგან განსხვავებით ტკივილის  უფრო მწვავე და შეტევითი  ხასიათი  აქვს, მაშინ როცა ნევრიტის დრო ტკივილი მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლასთან ერთად ძლიერდება.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიას, ნევრიტები და ნევრალგიები უფრო ხშირად, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გვხვდება და ძირითადად ვლინდება საჯდომი ნერვის ანთებითი პროცესის, ეგრეთწოდებული წელის რადიკულოპათიის სახით.

ნეიროპათიული ტკივილი განსხვავდება როგორც ლოკალიზაციით, ასევე ხასიათით,-  გამომდინარე, თუ რომელი ნერვია დაზიანებული. თუმცა მკურნალობის  პრინციპები ნევრიტებისა და ნევრალგიების დროს  მსგავსია. ძირითადად, სამკურნალო სქემაში ჩართულია - ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდული / სტეროიდული  პრეპარატები (პერორალური და გარეგანად სახმარი ), ტკივილგამაყუჩებლები და ასევე ადგილობრივად დამათბობელი და გამახურებელი ეფექტის მქონე საფენები და მალამოები.

ადგილობრივად მოქმედ ტკივილგამაყუჩებელ  საშუალებებს აქვს რიგი უპირატესობა ტაბლეტირებულ - შიგნით მისაღებ ფორმებისაგან განსხვავებით. მაგალითად, კრემები არ მოქმედებენ ზოგადად ორგანიზმზე და უზრუნველყოფენ ტკივილის კუპირებას ადგილობრივად, რაც განაპირობებს ნაკლებ გვერდით ეფექტებს, არ იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, რაც უმეტესად  ამ ჯგუფის პრეპარატებისათვის არის დამახასიათებელი. ასეთი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების მქონე კრემებიდან შეგვიძლია გამოვყოთ კრემი მატარენ პლუსი. იგი  გამოირჩევა ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რაც განპირობებულია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედი  ნივთიერების (მელოქსიკამი 3%)   შედარებით მაღალი კონცენტრაციის არსებობით.  ეს უკანასკნელი თავის მხრივ უზრუნველყოფს  სწრაფ და ეფექტურ შედეგს.  გარდა მელოქსიკამისა, მატარენ პლუსის შემადგენლობაში შედის -კაფსაიცინი, წიწაკის ნაყენის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც იწვევს  ადგილობრივად,  სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და აქვს კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე, ადგილობრივი დამათბობელი ეფექტი (არ იწვევს შემაწუხებელ წვას, კრემის წასმის ადგილას). მატარენ პლუსის შემადგენლობაში ასევე შედის დანამატები - დიმეთილსულფოქსიდი, ლავანდის და ქორიანდერის ეთერზეთები, რომლების უზრუნველყოფენ პირველი ორი კომპონენტის სწრაფ და ღრმა შეწოვას და ამასთანავე ანიჭებენ მატარენ პლუსის კრემს სასიამოვნო ტექსტურას კანზე დატანის დროს. კრემი მატარენ პლუსი წაისმება  დაზიანებული თუ მტკივნული უბნის პროექციაზე 2-3 ჯერ დღეში, თხელი ფენის სახით. კრემი მატარენ პლუსი არ იქვევს კანის გაღიზიანებასა  და სიწითლეს, ხოლო მსუბუქი   დამათბობელი ეფექტი რაც კაფსაიცინის მოქმედებით არის  განპირობებული, მიიღწევა ადგილობრივი ცირკულაციის გაუმჯობესების ხარჯზე.

კრემის გამოყენება შესაძლებელია სხვა თანმხლები დაავადებების შემთხვევაშიც. პრაქტიკულად მას არ აქვს ინტერაქცია სხვა ნივთიერებებთან. კრემ მატარენ პლუსის გამოყენება უსაფრთხოა და ამასთანავე, კომპონენტების  ხასიათიდან გამომდინარე, შედეგიც არ აყოვნებს და შვება შეიგრძნობა პირველივე დღიდან. გარდა ამისა აღსანისნავია, რომ მატარენ პლუსი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე და მისი გამოყენების წესი საკმაოდ მარტივია, -  დაიტანება მტკივნეულ არეზე თხელი ფენის სახით 2-3 ჯერ დღეში.

პრეპარატთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით მწარმოებელი კომპანიის  შტადას წარმომადგენლობას საქართველიში 2402444