Nuk
მგრძნობიარე კანის მოვლა

თარიღი: 30 ნოემბერი, 2018

მგრძნობიარე კანი
 

ზამთრის სეზონთან ერთად მგრძნობიარე კანის პრობლემებიც იმატებს 
გაიგე ყველაფერი  მგრძნობიარე კანის მოვლის შესახებ

რა არის მგრძნობიარე კანი?
მგრძნობიარე კანი ეს არის კანის მდგომარეობა, რომელიც რაიმე შინაგანი ან გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებითაა გამოწვეული.მგრძნობიარე შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის კანი.
ბუნებრივად კანი ჰიდროლიპიდური შრითაა დაფარული.ჰიდროლიპიდური შრე დამცავ ფუნქციას ასრულებს და ცხიმოვანი ნივთიერებისდა წყლისგან შედგება.
გარემოს დამზიანებელი ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების გამო ხდება ჰიდროლიპიდური შრის მთლიანობის რღვევა, რის შედეგადაც მისი,როგორც ბარიერის ფუნქცია ქვეითდება. კანი ხდება დაუცველი, კანში არსებული ნერვული დაბოლოებები „შიშვლდება“ და მასზე იოლად ზემოქმედებს სხვადასხვა აგრესიული ფაქტორი.

 

რა არის გამოწვევი ფაქტორები ?

• ცივი კლიმატი
• ძალიან ცხელი კლიმატი
• მშრალი ჰაერი შენობაში
• მზის ინსოლაცია
• ხისტი წყალი
• მშრალი კანი
• ასაკი
• ჰორმონალური დისბალანსი
• სტრესი

 

რა ნიშნებით ხასიათდება მგრძნობიარე კანი ?

• არათანაბარი ტექსტურა
• გამომშრალი უბნები
• სიწითლე
• მტკივნეულობა შეხებისას
• ქავილი
• რეაგირებს მოვლის საშუალებებზე
• რეაგირებს ცხელ შხაპზე
• რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე


როგორ მოვუაროთ მგრძნობიარე კანს?

სწორი და დამზოგველი წმენდა
როგორც უკვე ვისაუბრეთ მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მისი დამცავი შრე და შესაბამისად ბარიერული ფუქნცია დარღვეულია, არასწორად შერჩეულ დასაბან საშუალება კიდევ უფრო აზიანებს დამცავ ფენას, ამით კი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება

• გამოიყენე მხოლოდ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა
• დასაბანი საშუალების შერჩევისას უპირატესობა pH ნეიტრალურ საშუალებას მიანიჭე;
ასევე ძალიან კარგია, თუ მიცელარული ტექნოლოგიით დამზადებულ საშუალებას გამოიყენებ, რადგან ეს კანის წმენდის ერთ-ერთი ყველაზე დამზოგველი ფორმაა.
• კანი დაიბანეთ არა ცხელი, არამედ თბილი წყლით.
• ნაზად და კარგად გაიმშრალეთ
მოერიდე:
• ცხელ აბაზანას
• საპნების შემცველ დასაბან საშუალებებს
• სქრაბებს

სწორი მოვლა
სახის მოვლის რუტინაში აუცილებლად ჩართე:
• დამატენიანებელი კრემი (კანის ტიპის მიხედვით)
• კრემი, რომელსაც კანზე დამცავი ფენის წარმოქმნა შეუძლია-ეს შენს კანს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაიცავს.

 

დაცვა
სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად გამოიყენე მზისგან დამცავი საშუალება (წელიწადის ნებისმიერ დროს) მაღალი ფილტრით. ( გახსოვდეს, რომ 2 საათის შემდეგ მზისაგნ დამცავი საშუალების მოქმედება წყდება, ამიტომ თუ მზიან რეგიონში ხარ მზიგან დამცავი კრემი ყოველ 2 საათში ერთხელ საჭიროებს გამოყენებას.)

ზოგადი რეკომენდაციები
საკმარისად იძინე, მიიღე საკმარისი რაოდენობით წყალი, მოერიდე ცხელ შხაპს და საპნის შემცველ საშუალებებს,თუ დახურულ სივრცეში დიდ დროს ატარებ ოთახში ჰაერის დამატენიანებელი დადგი, სახე თბილი წყლით და სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი საშუალებით დაიბანე, რეგულარულად გამოიყენე დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშალებები და შედეგიც არ დააყოვნებს.

 

რას გთავაზობთ Neutraderm?

Labotratoire Gilbert მეცნიერებმა 3 წლიანი კვლევის შემდეგ შექმნეს იდეალური პროდუქტი რეაქტიული კანის ჰიგიენისთვის: სახისა და სხეულის დასაბანი მიცელარული გელი.
ის ნაზად, გაღზიანების გარეშე წმენდს კანს. გაჯერებულია ტკბილი ნუშის ზეთითა და გლიცერინით. ტკბილი ნუშის ზეთი ცნობილია თავისი მკვებავ/აღმდგენი თვისებებით, გლიცერინი კი მძლავრი დამატენიანებელი აგენტია. ამიტომ ნოტრადერმის პროდუქტები ატენიანებს, კვებავს და აღადგენს კანს. 
მნიშვნელოვანია, რომ ნოტრადერმის მიცელარული გელი კანზე დამცავ ფენას ქმნის, რითაც იცავს მას გარე გამღიზიანებლების ნეაგტიური მოქმედებისა და წყლის კარგვისგან და აღადგენს კანის ბარიერულ ფუქნციას.დამცავლი ფენის მოქმედება დაბანის შედეგაც გრძელდება.
ჰიპოალერგიული, pH ნეიტრალურია. ტესტირებულია დერმატოლოგიური კონტროლით რეაქტიულ და მგნობიარე კანზე. 
არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს :
• პარაბენი
• ფენოქსიეთანოლი
• მეთილიზოთიაზოლინი
• მინერალური ზეთი
• საღებავი

უკვ 21 დღეში თქვენი მგრძნობიარე კანის მდგომარეობა საოცრად გაუმჯობესდება, შედეგი დადასტურებულია კვლევებით:
• კანი ნაკლებად რეაქტიულია-81%
• კანი იბრუნებს კომფორტის შეგრძნებას-89%
• მცირდება დაჭიმულობის შეგრძნება-71%
• მცირდება დისკომფორტის შეგრძნება-80%
• მცირდება სიმხურვალის შეგრძნება-73%

დასვით კითხვები კომენტარებში და ჩვენ სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვებს
ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ
ფემინასრჩევები