Nuk

როგორ შევარჩიოთ მატყუარა და ბოთლი ბავშვისთვის?

თარიღი: 17 ივნისი, 2020

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვისთვის მატყუარასა და ბოთლის შერჩევისას?

ნებისმიერი პედიატრი ცალსახად გვირჩევს, რომ ბავშვი დედის რძით ვკვებოთ, თუმცა სამწუხაროდ, ამის საშუალება ბევრ ქალს არ ეძლევა.

გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში, პატარას ადაპტირებული ნარევი ექიმის რეკომენდაციით სწორად უნდა შევურჩიოთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბოთლისა და მატყუარას საკითხზეც, რათა მთელი რიგი პრობლემები ავირიდოთ თავიდან.

შუშა თუ პლასტიკი?

ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებაა გავრცელებული და არგუმენტებით გამყარებული. საბოლოოდ, ორივე შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხსა და პლასტიკის შემცველობაზე.

შუშის ბოთლის ექსპლუატაციის ვადა უფრო ხანგრძლივია, თუმცა პლასტიკთან შედარებით მაღალი ფასი აქვს და დამტვრევის შანსი მეტია.

პლასტიკის ბოთლები არ იმსხვრევა, თუმცა პერიოდულად უნდა შეიცვალოს. ამასთან, უნდა დავაკვირდეთ, შეიცავს თუ არა ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, როგორიც არის ბისფენოლ A და მხოლოდ ის პროდუქტი შევიძინოთ, რომელიც ამ ნაერთისგან თავისუფალია.

ბოთლები ტემპერატურული კონტროლის ინდიკატორით

სანამ პატარასთვის მომზადებული ადაპტირებული ნარევი სასურველ ტემპერატურას მიაღწევს, მისი შემოწმების პროცესი საკმაოდ დამღლელია. ამასთან, შეიძლება, ის სწორად ვერც გავაკონტროლოთ და ბავშვს გაცივებული ან ზედმეტად ცხელი საკვები მივცეთ.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა ბოთლები, რომელსაც ტემპერატურული კონტროლის ინდიკატორი აქვს. ინდიკატორი მოთავსებულია დანაყოფებიან შკალაში, რომელიც ბოთლის შიგთავსის ტემპერატურის მიხედვით ფერს იცვლის. ბავშვის საკვების იდეალური ტემპერატურა არის 37С - ამ შემთხვევაში, ის შკალის ცისფერს შეესაბამება, ხოლო თუ ძალიან ცხელია, ცისფერი თეთრით შეიცვლება. ამგვარი ინოვაციური ბოთლები, რომლებიც დედებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის და გართულებების თავიდან აცილებაში ეხმარება, კომპანია NUK-მა შექმნა.

ორთოდონტული საწოვარა

თუ ბავშვის ძუძუთი კვებას ვერ ვახერხებთ, რეკომენდებულია შევურჩიოთ ორთოდონტული საწოვარა, რომელიც დედის მკერდის ფორმას იმეორებს.

ძუძუთი კვების ჩანაცვლებისას ამგვარი საწოვარები საუკეთესო გამოსავალია. ამასთან, საწოვარას უნდა ჰქონდეს ძალიან რბილი ზონა, რომელიც ჩვილის პირის ღრუსთან უკეთ ადაპტირებას უზრუნველყოფს. ასე პატარას გამოკვების პროცესი უფრო უსაფრთხო გახდება.

ანტიკოლიკური სისტემა

კოლიკა ჩვილებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს არის აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილი, რომელიც დაბადებიდან 2-3 კვირაზე იწყება და 3-4 თვემდე გრძელდება.

როგორც წესი, კოლიკა უმეტესად კვების დროს ჰაერის გადაყლაპვის გამოა გამოწვეული. სწორედ ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ბოთლის სწორად შერჩევას, რომლიდან წოვისას ბავშვი ჰაერის ნაკადი რაც შეიძლება მცირე ოდენობით გადაყლაპავს. ამიტომ ბოთლისა და მატყუარას შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ მათ მახასიათებლებს, რომელიც ანოტაციაშია დატანილი.

ისინი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი ანტიკოლიკური სისტემით, რომელიც წოვისას ბოთლის შიგნით წნევის სხვაობას აკომპენსირებს და ამის ხარჯზე ყლაპავს ჩვილი ნაკლებ ჰაერს. ასევე, მატყუარადან უნდა გამოიდევნებოდეს შეკუმშული ჰაერი, რათა საწოვარა რბილი, მოქნილი და ბავშვის პირის ღრუსთან ადაპტირებული იყოს, ისე როგორც ეს NUK-ის პროდუქციის შემთხვევაშია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბრენდმა სიბნელეში მატყუარას ძებნის პროცესიც გაუადვილა მშობლებს და მათი წარმოება ნათების ეფექტით დაიწყო, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობისთვის ასევე უვნებელია.

როგორც ბოთლის, ისე საწოვარას შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკიც. ამასთან, დიდი ზომის საწოვარა მეტი რძის გამოსვლას უზრუნველყოფს, რასაც ბავშვი ვერ აკონტროლებს. პედიატრები გვირჩევენ, ბავშვს კარგად დავაკვირდეთ ყოველთვის, როცა ახალ საწოვარას ვცდით.