Nuk
მადა და უმადობა

თარიღი: 23 სექტემბერი, 2020

საკვები საშუალებებით მიღებული სუბსტანციები, ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველია, ის უზრუნველყოფს ორგანიზმში რეგენერციას,რომელიც გარკვეულ მუდმივობას გვინარჩუნებს და და გვანიჭებს ყოველდღიური აქტივობის უნარს.
 
გერმანელი პოეტის ამბობს *პური თვითონ ჩვენ არ გვკვებავს, ის რაც გვკვებავს მასში, არის ღმერთის სიტყვა, არის სიცოცხლე და წმინდა სული* -ალბათ საუკუნეების განმავლობაში ადამიანები საკვებს ასე აღიქვამდნენ, ცივილიზებულ სამყაროში კი, როდესაც ყველაფერი დათვლადი გახდა, საკვებ საშუალებებს, როგორც ცილას, ცხიმს, ნახშირწყლებს და მინერალებს ისე მოვიაზრებთ, რაოდენობის და კალორაჟის გათვალისწინებით.
ამის მიხედვით ვაძლევთ რჩევებს, ვწერთ დიეტებს და ვქმნით რაციონს... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი, მადა რომელიც ორგანიზმის ჯანსაღი ინსტიქტია, ხშირად უგულებელყოფილია, ცუდ ტონადაც ითვლება, ინსტინქტი ხომ რაღაც ატავისტურია, ჩვენ კი ცნობიერად უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი სხეულისთვის....
მადა ჩვენი ცხოვრების ხალისის, ჩვენი სამყაროსთან კომუნიკაციის სურვილის გამოხატულებაა, ჩვენი სიმპათიის და გახსნილობის ჟესტია ბუნების მიმართ, რომელიც უხვად გვასაჩუქრებს საკვები ნივთიერებებით და გვაძლევს შანსს ვიყოთ მისი ორგანული წევრი. თუ ასე შევხედავთ გარემოდან ბოძებულ საკვებ სუბსტანციებს, სრულიად უარს ვიტყვით გენმოდიფიცირებულ თუ ქიმიური სუბსტანციებით გაჯერებულ პროდუქტებზე, თუმცა ეს ჩვენი არჩევანია....
თუ სიცოცხლის ხანგრძლივობას სამ დიდ პერიოდად გამოვყოფთ: პირველი 30 წელი უნდა გავხდეთ დედამიწის მოქალაქე , მიწიური სუბსტანციები ამაში ძალიან გვეხმარება, ამიტომ კვებაც უნდა იყოს მრავალფეროვანი, როგორც ნივთიერობრივად ისე რაოდენობრივად.რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცილა.
შემდეგი 30 წელი ვართ ყველაზე პროდუქტიულები სამსახურში, ოჯახში, სოციუმში-ამიტომ დიდი როლი ეთმობა არა იმას რას ვჭამთ, არამედ როგორ ვჭამთ-ანუ კვების რიტმს, ჯერადობას და საკვების მომზადებას ( ძალიან ცუდია სწრაფი კვება)
ბოლო 30 წელი კი გარკვეულად ვემზადებით დედამიწასთან გამოსამშვიდობებლად, ამიტომ კვების რაციონი უნდა შემცირდეს, როგორც რაოდენობრივად ისე შემადგენლობით, განსაკუთრებით უნდა შეიზღუდოს ხორცპროდუქტები.
მნიშვნელოვანია საკვებზე მოთხოვნილება სეზონის მიხედვით:რადგან ზაფხულში ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ბუნების მოვლენებში, ნაკლები საკვები გვჭირდება, ამიტომ თითქოს მადა გვიქვეითდება, ზამთარში კი პირიქითაა.
თუკი სწორ ინტერესს და დამოკიდებულებას ჩამოვიყალიბებთ საკვების მიმართ, მაშინ მადა ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება, უმადობა განსაკუთრებით ბავშვებში, სწორედ ამ ინტერესის გამოღვიძებით უნდა დაიძლიოს, ამისათვის კი უამრავი ლამაზი მითი და ზღაპარი შეგვიძლია დავიხმაროთ.