Nuk
ლიმფის მანუალური დრენაჟი და კომპრესიული თერაპია

თარიღი: 01 აგვისტო, 2020

 

ლიმფის მანუალური დრენაჟი არის მასაჟის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით. მისი მიზანია:
- ლიმფურ სადინართა კედლის ტონუსის გააქტიურება
- შეგუბებული ლიმფის ტრანსპორტირება ფიზიოლოგიური მიმართულებებით
- რეგიონალური ლიმფური კვანძების უკმარისობის ან არარსებობის შემთხვევაში, ლიმფური სისტემის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე,  ლიმფის ჯანმრთელი ლიმფური კვანძების მიმართულებით, ნაწილობრივ გადაწყობა.

ლიმფის მანუალური დრენაჟის წარმატებულ პროცედურებს აუცილებლად მოსდევს კომპრესიული გადახვევა სპეციალური ელასტიური ბინტებით ან მორგებული კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება. კომპრესიული თერაპია ლიმფის მანუალური დრენაჟის მეშვეობით მიღებული შედეგის შემანარჩუნებელია.

ლიმფის მანუალური დრენაჟის და კომპრესიული გადახვევის მეშვეობით ხდება, პირველ რიგში, სხვადასხვა წარმოშობის ლიმფედემის მკურნალობა.

ამ ორი თერაპიული მეთოდის გარდა შეგუბების საწინააღმდეგო კომპლექსური მკურნალობა მოიცავს:

მოძრაობით თერაპიას (სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები)
კანის სწორ მოვლას
მკურნალობის შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიების კომპლექსი ხარისხობრივად გაცილებით მეტია, ვიდრე მათი უბრალო ჯამი.

თერაპიის სახლის ფიზიოთერაპიული განყოფილება გთავაზობთ ლიმფური შეგუბების მკურნალობას ამბულატორიისა და დღის სტაციონარის პირობებში შემდეგი დაავადებების დროს:
ლიმფედემა (პირველადი და მეორადი);
სპილოვნება (ლიპედემა);

ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობა;

ფლებო-ლიპო-ლიმფედემა;

ციკლურ-იდიოპათიური სინდრომი;

რევმატიული დაავადებები;

ტრავმული დაზიანების ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;

სკლეროდერმია (დამხმარე მეთოდად)

მკურნალობა აუმჯობესებს:

ლიმფის და ქსოვილოვან სითხეთა მოძრაობას;

ლიმფურ სადინართა ანგიომოტორიკას;

ლიმფის დინების წუთ-მოცულობის გაზრდას;

ნაწიბუროვანი ქსოვილის გაშლა-დარბილებას.

ლიმფის მანუალური დრენაჟის უკუჩვენებებს წარმოადგენს:

მწვავე ანთებები (პათოგენური წარმოშობის);

მალიგნური პროცესები;

კარდიალური შეგუბებები;