Nuk
კოფეინი და უნაყოფობა

თარიღი: 07 აპრილი, 2017

კოფეინი და უნაყოფობა

ყველა ჩვენთაგანისათვის ცნობილია, რომ უშვილობა წყვილებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როდესაც პაციენტი იწყებს ხელოვნურ ინსემინაციას ან ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამას უნაყოფობის გადაჭრის მიზნით,ამას ემატება დამატებითი ფაქტორები, რაც გამოიხატება ექიმთან კლინიკაში ხშირი ვიზიტით, ყოველდღიური ინექციებით, საკმაოდ სოლოდური თანხების გადახდით.

ზოგ პაციენტს მიაჩნია, რომ ორსულობის შანსის გაზრდის მიზნით, უნდა შეცვალონ ცხოვრების პირობები. ხშირ შემთხვევაში იწყებენ წონაში დაკლებას, სიგარეტისათვის თავის დანებებას, ღამის თენების შემცირებას, ნაკლები სტრესისაგან თავის დაღწევას, ყავის მიღებისგან თავშეკავებას და ა.შ.ეს ცვლილებები ზოგადად დადებითად მიიჩნევა. 

ყველა პაციენტი უნიკალურია და საჭიროებს უნიკალური გეგმის შედგენას.ზოგი პაციენტისათვის როგორც სიგარეტისგან, ასევე ყავის მიღებისაგან თავის შეკავება მარტივია, გარკვეული ნაწილისათვის კი პრობლემას წარმოადგენს, რაც შესაძლებელია სტრესის გამომწვევი მიზეზი გახდეს. 

შევეცდებით მოგაწოდოთ რეკომენდაციები კოფეინის შესახებ.

ზოგადად კოფეინს ცუდი რეპუტაცია აქვს ჯანმრთელობის თვალსაზრისით.ბევრი კვლევა მიანიშნებს, რომ 500 მგ- ზე მეტი კოფეინი დღეში, ზრდის ორსულობის დაკარგვის შანსს (22 – 27%) და ამცირებს ჩასახვის ალბათობას. 

გასათვალისწინებელია, რომ 35 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებში ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის რისკი 2ჯერ მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა პოპულაციაში. კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ 100-250 მგ. კოფეინი არ ზრდის აღნიშნულ რისკებს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვუკვეთავთ ყავას მილიგრამებით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რამდენი მგ. კოფეინია დილის ფინჯან ყავაში. 

მსოფლიო მონაცემებით: 

sturbucks Large შეიცავს 415მგ. კოფეინს,Medium – 330mg, Small -150 – 75 mg. 
Dunkin Donuts Coffee – Large – 358mg , Medium – 210mg, Small – 150mg, 
Pepsi – Max – 69mg, 
Coca Cola – 35mg, Diet Cola - 47mg.

აქედან გამომდინარე, მენიუდან კოფეინის მთლიანად ამოღება არ არის სავალდებულო. თუმცა, თუ დღეში 200 მგ-ზე მეტ რაოდენობას იღებთ, აუცილებელია დოზის შემცირება.

აღნიშნული რეკომენდაციები მიღებულია მაღალი სამედიცინო კვლევების საფუძველზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლეაბას!