Nuk
კლინიკა ინ ვიტრო

თარიღი: 14 დეკემბერი, 2016

კლინიკა  ,,ინ ვიტრო“ - ოსკაროსანი ექიმების გუნდი!

კლინიკა ,,ინ ვიტრო“ საქართველოში  როგორც დამოუკიდებელი ერთეული 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი კლინიკა პაციენტებს  18 წლიანი გამოცდილებით ემსახურება. კლინიკის საქმიანობაზე, მიღწევებსა და წარმატებებზე ,,სარკეს“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა ,,ინ ვიტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და  დირექტორი, თსსუ კლინიკის პროფესორი  გია ცაგარეიშვილი ესაუბრა.

გია ცაგარეიშვილი: უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჟორდანიას ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში ინ ვიტრო განაყოფიერება ახალი ხილი იყო. მაშინ ჩვენი დირექტორი არჩილ ხომასურიძე გახლდათ. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან აპარატურის შეძენა იოლი საქმე არ ყოფილა. ინკუბატორები რუსეთში შევიძინეთ, მაგრამ ჩვენამდე ჩამოღწევაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა შეუშალა ხელი. მუშაობა ნათხოვარი ინგუბატორებით დავიწყეთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩვენი აპარატურა შევიძინეთ. ეს უკვე 2000 წელს ხდება, როცა პირველი ბავშვიც გაჩნდა.10 წლის წარმატებულად მუშაობის შემდეგ გადავწყვიტეთ საკუთარი ძალების მოსინჯვა და  2010 წელს გავხსენით კლინიკა ,,ინ ვიტრო“.

- კლინიკის პირველი ნაბიჯები როგორ გახსენდებათ?

- ქალაქის ცენტრიდან დიღომში გადასვლა საკმაოდ სარისკო იყო. პაციენტი წამოგვყვებოდა თუ არა, კაცმა არ იცოდა, მაგრამ რისკმა გაამართლა და კლინიკამ ჩვენდა გასაკვირად თავიდანვე დიდი დატვირთვით დაიწყო მუშაობა. რეკლამებს არ ვუშვებდით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლა უკვე საჭიროა, რადგან როგორც ყველა სადარბაზოში სტომატოლოგიური კლინიკებია გახსნილი, ასე გაიხსნა კლინიკები, სადაც ხელოვნური განაყოფიერება კეთდება. პაციენტები იბნევიან, რადგან სხვები რეკლამას უცხოეთიდან ჩამოყვანილი ემბრიოლოგებით იკეთებენ. არსებული მენტალობიდან გამომდინარე, როგორც კი გაიგებენ, რომ უცხოელი ექიმი ან ემბრიოლოგი ჩამოვიდა, მაშინვე უპირატესობას მათ ანიჭებენ და მიეშურებიან ასეთი კლინიკებისაკენ. ქართული მედიცინა ოდითგანვე გამოირჩეოდა მაღალი დონითა და ასევე ექიმების მაღალი კვალიფიკაციით. იოსებ ჟორდანიამ ევროპაში პირველმა შექმნა კლინიკა, სადაც ქალის და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა უკვე ერთდრულად შეიძლებოდა.

 

-  კონკურენციის მიუხედავად, ,,ინ ვიტრო“ პირველობას არ კარგავს. ეს რის საფუძველზე ხდება?

- პირველობას პირველ რიგში იმით ვინარჩუნებთ, რომ იაფფასიანს არაფერს არ ვიყენებთ. როგორც კი აპარატურასა და ერთჯერად მასალაზე დავიწყებთ დაზოგვას, შედეგზე უარყოფით გავლენას იქონიებს. წლის განმავლობაში პაციენტების როდენობა 2000 მდე ადის. დაორსულების პროცენტიც მაღალია და კმაყოფილი პაციენტიც უამრავი გვყავს. მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება, რის გამოც კლინიკის ფართი არ გვყოფნის. ყველა ექიმს ჩვენთან უნდა მუშაობა.

 

-  თქვენი კლინიკის ექიმების მიდგომა პაციენტებთან რით არის გამორჩეული?

- პირველ რიგში დიდი ყურადღებით და ექიმების მაღალი კვალიფიკაციით. კლინიკა ,,ინ ვიტროს“ ექიმები უცხოეთში სასეირნოდ არ დადიან. კონფერენციებსა და კონგრესებს ხშირად ესწრებიან, სადაც უცხოელ კოლეგებს ხვდებიან, ხდება ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა და აზრების გაზიარება. ეს არის დარგი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. ერთი ნაბიჯითაც თუ ჩამორჩები, ვერასდროს ვეღარ აინაზღაურებ. სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე ჩასულ ექიმებს სერთიფიკატს, ლამაზად გაფორმებულ, ფერად ქაღალდს აძლევენ, რომელიც ადასტურებს, რომ კონგრესზე იყვნენ. კედლები ლამაზ ჩარჩოებში ჩასმული სერთიფიკატებით აქვთ დახუნძლული, რაც პაციენტს თვალს უჭრელებს და არწმუნებს, რომ ძლიერ ექიმთან მოხვდა. ჩვენს კლინიკაში ვერცერთი ექიმის კაბინეტის კედელზე ვერ ნახავთ სერთიფიკატს. პირადად მე საქართველოს რუკას ვხედავ მხოლოდ. რეგალიები კარგია, მაგრამ სავიზიტო ბარათზე ჩემი სტატუსი ახლახანს დავაწერინე. მართლა რომ არაფერს წარმოადგენენ ისინი სარგებლობენ ხშირად, ხან მედიცინის დოქტორის და ხანაც აკადემიკოსის სახელწოდებით. საქართველოში დღეს ყველა აკადემიკოსია. კვალიფიკაციას აიმაღლებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან. ინ ვიტროს ექიმმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს ულტრასონოგრაფია, ენდოკრინოლოგია, რეპროდულუქტოლოგია და მეან-გინეკოლოგია, რომ ყველაფერი სწორად წარმართოს. ემბრიოლოგი ციტოგენეტიკი უნდა იყოს და უჯრედთან მუშაობის დიდი პრაქტიკა ჰქონდეს. ემბრიოლოგს ოჯახური ან ფსიქოლოგიური პრობლემა თუ აქვს, უმჯობესია კვერცხუჯრედთან არ იმუშაოს, რადგან როცა ადამიანი დაძაბულია, უარყოფითი ენერგია საქმეზე ცუდ ზემოქმედებას ახდენს.

კლინიკა,,ინ ვიტროში“ ისრაელიდან ძალიან ცნობილ, ,,ასუტას“და ‘’შებას’’ კლინიკას თვეში 20-30 წყვილამდე ჩამოჰყავთ. რატომ აირჩიეს ჩვენი კლინიკა? იმიტომ, რომ ბევრ სხვა კლინიკაში  11-15 % - მდე ორსულობა მიიღეს, ჩვენთან კი 60-70 % გახლავთ ორსულობის მაჩვენებელი.

გასულ წელს ისრაელში ,,ინ ვიტროს“ წყალობით 300-ე ბავშვი დაიბადა. უზარმაზარი ზეიმი მოაწყეს. ექიმები, ემბრიოლოგები და ჩვენი კლინიკის თნამშრომლები მიგვიწვიეს და ოსკარები დაგვირიგეს, ნამდვილი არ გახლავთ, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია. ოსკაროსანი ექიმები ვართ! თითოეული ახალი დაბადებული სიცოცხლე ჩვენი ცხოვრების მიზანია. თურმე ამ საქმისთვის მოვსულვართ ამ ქვეყააზე. ეს საქმე პატიოსნად, გულით და შინაარსიანად უნდა აკეთო.

 

 

მისამართი : ლუბლიანას2/6
ტელეფონი: + 995 32 2 15 77 77
WWW.INVITRO.GE
Facebook – In Vitro Fertilization