Nuk
კატარაქტა

თარიღი: 27 აპრილი, 2018

კატარაქტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება თვალის ბროლის (თვალში არსებული ბუნებრივი ოპტიკური ლინზა) სრული, ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვა. კატარაქტის დროს თვალის ბროლი ხდება თეთრი, ნაცრისფერი ან რძისფერი. ის იწვევს მხედველობის დაქვეითებას როგორც ერთ, ასევე ხშირ შემთხვევაში ორივე თვალზე. დაავადება აუცილებელ მკურნალობას საჭიროებს და მკურნალობის გარეშე შესაძლოა სიბრმავეც გამოიწვიოს.

მიზეზები

კატარაქტა არსებობს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. თავის მხრივ, ისინი იყოფიან პროგრესირებად და არაპროგრესირებად დაავადებად. თანდაყოლილი კატარაქტა არ პროგრესირებს.

კატარაქტის კლინიკური გამოვლინებებია: მხედველობის დაქვეითება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის გაორება, უარეს შემთხვევაში დაავადებულს მხოლოდ სინათლის გარჩევა შეუძლია. 

თანდაყოლილი კატარაქტის მიზეზებია:

მშობლის ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციური დაავადებები.

მშობიარობის ტრავმა.

ჰორმონალური პრეპარატების მიღება.

შაქრიანი დიაბეტი.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მიღება.

შეძენილი კატარაქტის მიზეზებია:

ასაკი - მოხუცებში და 50 წელს ზემოთ ადამიანებში ხშირად გვხვდება.

ტრავმები - გამოწვეული კანტუზიით ან თვალის პირდაპირი დაზიანებით.

დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

სხივური ენერგიებით (ინფრაწითელი, რადიაციული, რენტგენის) დასხივება.

თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

დიაგნოსტიკა

კატარაქტას დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია ჯერ სტანდარტული, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.

ვიზომეტრია - მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა.

ოფთალმოსკოპია- თვალის ფსკერის დათვალიერება.

ტონომეტრია - თვალშიგა წნევის განსაზღვრა.

ბიომიკროსკოპი - თვალის გარეთა გარსების დათვალიერება.

მარტივ შემთხვევებში, მაშინ, როცა კატარაქტა საწყის სტადიაზეა, ინიშნება თვალის წვეთები და ტარდება სტანდარტული მკურნალობა, რადგან ამ დროს შესაძლოა კატარაქტამ ქიქურგიული ჩარევის გარეშეც გაიწოვოს. თვალის წვეთები შეიცავს ვიტამინებს, სტიმულატორებს და არაორგანულ მარილებს, რომელიც აღადგენს ბროლის სტრუქტურას.

რთულ შემთხვევებში კი აუცილებელი და გარდაუვალია ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ექიმი კონსულტაციის შემდეგ დანიშნავს. უიშვიათეს შემთხვევებში შესაძლოა ოპერაციას მოჰყვეს გართულება, კერძოდ, ინფექცია, ანთებითი პროცესი, შეშუპება ან სისხლჩაქცევები, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში კატარაქტის ქირურგიული ჩარევით შესაძლებელი ხდება დაავადების გართულებების მინიმუმამდე დაყვანა და მთლიანად გაქრობაც.

როგორ მოვუაროთ თავს?

იმისათვის, რომ თავი დავიცვათ მოსალოდნელი კატარაქტასგან, აუცილებელია, რეგულარულად ჩავიტაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა ოფთალმოლოგთან, ეს დაგეხმარებათ ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოთ ყველა სიმპტომი, თუნდაც სხვა დაავადებების.  სასურველია მისდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და იკვებოთ სწორად. 

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნიკით

დეპარტამენტში ხორციელდება ოფთალმოლოგიური პათოლოგიების როგორც, კონსერვატიული ისე ქირურგიული მკურნალობა

მიმართულების წამყვანი სპეციალისტები: საშა ალექსიძე, მანანა კოღუაშვილი, გოგა თევზაძე, ელენე მირზიაშვილი, თინა გაბაშვილი

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 10 44 44