Nutricia
ჯანსაღი კვების გავლენა კანზე

თარიღი: 09 ივლისი, 2020

ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვისათვის აუცილებელ პირობას ჯანსაღი ცხოვრების წესი წარმოადგენს, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს – სწორი ფიზიკური აქტივობა, ბალანსირებული კვება და სწორი ძილი. დაქვეითებული ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება, ძილის ფიზიოლოგიური რითმის დარღვევა, სუფთა ჰაერზე და მზეზე ნაკლები ყოფნა, მავნე ჩვევები (თამბაქო, ალკოჰოლი) და სხვა ფაქტორები უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და მრავალი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ორგანიზმში მიმდინარე უარყოფითი ცვლილებები ხშირად თავს იჩენს კანზე, რომელიც ერთგვარი სარკეა ჩვენი ჯანმრთელობისა. ხშირად, კანზე განვითარებული გამონაყარი ან სხვა ცვლილებები გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რომელ ორგანოში ან ორგანოთა სისტემაში მიმდინარეობს ნეგატიური პროცესები. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი შეიძლება მიგვანიშნებდეს ჰორმონალურ დისბალანსზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმართავ ფუნქციობაზე. კანის ბუნებრივ დანამატს წარმოადგენს თმა და ფრჩხილი, რომელთა სტრუქტურული ცვლილებები, ასევე მიგვითითებენ ორგანიზმში განვითარებული სხვადასხვა ნუტრიენტების დეფიციტზე.

„ვიადერმის“ ფეისბუქ გვერდზე, ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიც არის ჯანსაღი კვებისა და მიკრონიტრიენტების გავლენა კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღეზე და ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ დიეტის დროს ხდება ბალანსირებული კვების რაციონის შედგენა, გარკვეული დოზით, საჭირო ნივთიერებების დეფიციტი მაინც ვითარდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი მიჩვეულია სხვა ტიპის კვებას და სანამ მეტაბოლური პროცესის გადაწყობა მოხდება ახალ კვების რაციონზე,  ორგანიზმი მაქსიმალურად ხარჯავს დაგროვილი ვიტამინებისა და მინერალების ბალანსს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საკვები რაციონითაც ვერ ხდება სრულფასოვნად ყველა საჭირო ნივთიერებების დეფიციტის აღდგენა. ზოგადად ორგანიზმისა და საკუთრივ კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ სილიციუმი, სპილენძი, თუთია, A ვიტამინი, E ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კოენზიმ Q 10 და ა.შ თითოეული მათგანი აუცილებელია ბიოლოგიური პროცესების წარმართვისა და დერმის ღრმა შრეებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულირებისთვის. აღნიშნული ნვითიერებების დეფიციტთან დაკავშირებულია კანის, თმისა და ფრჩხილის სხვადასხვა პრობლემებისა და დაავადებების განვითარებაც, რაც ხშირად თავს იჩენს თმის ცვენის გაძლიერებით, კანის სიმშრალით ან კანზე გამონაყარით, პიგმენტაციის დარღვევით, ფრჩხილის სტრუქტურული გაუარესებით და ა.შ იმისათვის, რომ დიეტის დროს, ან არაბალანსირებული კვებისა და დაბალი ფიზიკური აქტივობისას არ მოხდებს აღნიშნული ნივთიერებების დეფიციტის განვითარება, სასურველია მივიღოთ მნიშვნელოვანი ნუტრიენტები დანამატების სახით. აღნიშნული გართულებების თავიდან აცილებისათვის, დანამატის სახით რეკომენდაციას ვუწევ „ვიადერმის“ გამოყენებას როგორც ქალბატონებში, ასევე მამაკაცებში, რომელიც წარმოადგენილია ორი ფორმით: „ვიადერმი კანის სილამაზე“ და „ვიადერმი კომპლიტი“, თითოეული მათგანი გახლავთ იდეალურად ბალანსირებული კომპლექსი ყველა იმ მნიშვნელოვანი ნივთიერებისა, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღეზე და უჯრედულ დონეზე ახდენს მათ სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა თმის ცვენაა, რომელიც არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით, არამედ ხშირად მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტითაც არის გამოწვეული. თმის ცვენის საწინააღმდეგო სხვადასხვა დანამატები არსებობს, თუმცა ბევრი მათგანის შემადგენლობაში ყოველთვის არის საფუარი, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას,  თუმცა, მეორეს მხრივ ასტიმულირებს  ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას და ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს. ასევე, აღსანიშნავია სხვადასხვა ხელოვნური დანამატების, კონსერვანტებისა და შაქრის არსებობაც, რაც დამატებით ზრდის სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. ჩემთვის, როგორც ენდოკრინოლოგისათვის მნიშვნელოვანია, რომ  „ვიადერმის“ არცერთი ფორმა არ შეიცავს საფუარს – შესაბამისად, არ იწვევს წონის მატებას; არ შეიცავს შაქარსა და დანამატებს, ამიტომ მისი მიღება უსაფრთხოა დიაბეტის მქონე პირთათვის.  თმის ცვენის დროს მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა „ვიადერმი კომპლიტი“, რომელიც ამცირებს თმის ცვენას და ხელს უწყობს ჯანსაღი თმის ზრდას.

რაც შეეხება  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით გამოწვეულ კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. ყველაზე ხშირად ადგილი აქვს კანის ძლიერ სიმშრალეს, რაც გამოწვეულია კალციუმის მეტაბოლიზმისა და სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტების ბალანსი დარღვევით. ასეთ დროს, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია D ვიტამინის დონის განსაზღვრა და მისი რეკომენდებული დოზებით მიღება, სასურველია კანის გამდიდრება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა სილიციუმი, ჰიალურონის მჟავა და სხვა. სწორედ ამ ნივთიერებებს, რეკომენდებული დოზებით შეიცავს „ვიადერმი კანის სილამაზე“, რომელიც ხელს უწყობს დერმის ღრმა შრეებში ჰიალურონის, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის აღდგენას და კანის დატენიანებას.

როგორც დასაწყისშივე ავღნიშნეთ, ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. სწორი კვება არ მოცავს აკრძალვებს, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მნიშვნელოვანია, რომ კვების დროს სუფრიდან კარგად დანაყრებული არ ავდგეთ, სასურველია შიმშილის მცირედი განცდა გვრჩებოდეს. 21-ე საუკუნეში მუდმივად გვაქვს დროის დეფიციტი და ვცდილობთ ჩქარ-ჩქარა მივირთვათ (ესეც სიმსუქნის რისკ ფაქტორია), სწრაფი კვება ზრდის ჭარბი წონის განვითარების რისკს. დღის განმავლობაში უნდა გამოვყოთ კვებისათვის გარკვეული დრო და მივირთვათ ნელა, რადგან ჩვენს ორგანიზმში არსებობს ჰორმონი გრელინი, რომელიც შიმშილის ცენტრზე მოქმედებს. ის კუჭის გარკვეულ ნაწილში გამომუშავდება და მის ტვინამდე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება. როგორც კი გრელინი მიაღწევს ტვინს, რამდენიმე წუთში ჩვენ დანაყრების შეგრძნებაც დაგვეუფლება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიკვებოთ ნელა და დაველოდოთ კვების შემდეგ დანაყრების გრძნობის დადგომას.

როდესაც ვსაუბრობთ დიეტებზე, ხშირად კითხულობენ, როგორი შეიძლება იყოს „იაფიანი დიეტა.“ ჯანსაღი კვება არ წარმოადგენს ძვირადღირებულ ფუფუნებას. აღსანიშნია, რომ დიეტის დროს იზღუდება ისეთი პროდუქტები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს (მაგალითად გოჭის ხორცი, ცხიმიანი თევზი), მაგრამ რეკომენდებულია პროდუქტები, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომია: კომბოსტო, სტაფილო, სალათის ფურცლები, კვერცხი.

იმისათვის, რომ წონის კორექცია მოხდეს და შევინარჩუნოთ სასურველი სხეულის მასა, უცილებლად უნდა დავიცვათ ძირითადი წესები: უნდა გვქონდეს სრულფასოვანი საუზმე, სადილი და ვახშამი. შუალედებში შეიძლება მსუბუქი წახემსება – რძის პროდუქტით, ხილით ან ბოსტნეულით. ხილი არ უნდა მივირთვათ ძირითადი კვების შემდეგ, დესერტად.

გთავაზობთ სწორი კვების ზოგად მონახაზს:
- საუზმე – უნდა მოიცავდეს ბურღულეულს: შვრიას, წიწიბურას, რძის ნაწარმთან ან ხილთან ერთად. დილით შეგვიძლია მივირთვათ გახუხული პური, ყველი და კვერცხი.
- სადილი – უნდა იყოს გამდიდრებული ცხოველური ცილით,  ბოსტნეულით  (წვნიანი, მოთუშული ბოსტნეული, სალათი), ბურღულეულით – პური, კარტოფილი, წიწიბურა, ან ბრინჯი.
- ვახშამი – შედარებით მსუბუქი უნდა იყოს და მოიცავდეს ბოსტნეულსა და ასევე რძის ნაწარმს.

იმისათვის, რომ სრულფასოვნად წარიმართოს ძილის პროცესი, კვება უნდა დასრულდეს დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე. კვების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კანზე არსებული გამონაყარი ან აქერცვლა, გამოვიკვლიოთ მიზეზი და შემდეგ ამის მიხედვით შევარჩიოთ რაციონი.“

წყარო: http://beautymagazine.ge/