Nuk
„ჰორმონების ქარიშხალი“ და ჯანმრთელობა კლიმაქსის დროს

თარიღი: 14 ივნისი, 2018

მადონა ჯუღელი – გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი

როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ქალბატონი, ასევე არ არსებობს მენოპაუზის მიმდინარეობის ერთნაირი სურათი. კლიმაქტერული სინდრომის ერთნაირი სიმპტომატიკაც კი შესაძლებელია სხვადასხვანაირად მიმდინარეობდეს.

კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად „კიბის საფეხურს“ ნიშნავს, შესაბამისად, იგი არის არა დაავადება, არამედ ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი საფეხური და სრულიად ნორმალური და კანონზომიერი პროცესია. კლიმაქსის (მენოპაუზის) დადგომასთან ერთად, ქალი კარგავს მენსტრუაციას და მასთან ერთად რეპროდუქციულ შესაძლებლობასაც „ემშვიდობება“. 

კლიმაქსი არ არის არც დაავადება და არც სიბერის დადგომა, როგორც ეს ქალების უმრავლესობას მიაჩნია - კლიმაქსი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმი მხოლოდ ერთი ნაბიჯით უახლოვდება კიბის ახალ საფეხურს და თუ ქალი ამ საფეხურზე პროცესის მართვას ისწავლის, ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად, უმტკივნეულოდ და გართულებების გარეშე ჩაივლის.

კლიმაქსის სიმპტომები იყოფა რამდენიმე ჯგუფად:

- ვაზომოტორული და ფსიქო-ემოციური დარღვევები – ვლინდება სიცხის შეგრძნებით, სახის სიწითლით, მომატებული ოფლიანობით. ამ ყველაფერს „ალები“ ჰქვია. შეიძლება გამოიხატოს კანკალი, გახშირებული გულისცემა, გაღიზიანებულობა, ძილიანობა, სისუსტე, მოუსვენრობა, დეპრესია, უყურადღებობა და გულმავიწყობა;

- უროგენიტალური ცვლილებები – საშოს სიმშრალე, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, ქავილი და წვა, გახშირებული შარდვა, კანის სიბერე (ფრჩხილების მტვრევედობა, თმის ცვენა და სიმშრალე, ნაოჭების გაჩენა); 

- ნივთიერებათა ცვლის პრობლემები – ოსტეოპოროზი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ნივთიერებათა ცვლის პრობლემები შეიძლება სხეულის წონის მომატებით გამოვლინდეს: 45 წლის ზემოთ ქალბატონები იმატებენ წონაში, თითქოს ნელა, მაგრამ შესამჩნევად. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის განმარტებით, ზედმეტი კილოგრამები არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია პასუხად ჰიპოესტროგენემიაზე, რომელიც იცავს ორგანიზმს ჰიპოესტროგენემიით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებისგან.

არ უნდა დაივიწყოთ, რომ კაცობრიობამ ქალბატონებს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა: იყოთ თავგანწირული დედა, საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილე, ოჯახსა და შთამომავლობაზე მზრუნველი, მოსიყვარულე ბებია. სწორედ ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა.

ქალბატონები კლიმაქტერული სინდრომით ქაოსურად მოძრაობენ, სხვადასხვა სპეციალისტებთან. პრემენოპაუზალურ პერიოდში სასურველია, ქალმა ერთხელ მაინც მიაკითხოს გინეკოლოგს, რათა დადგინდეს, რამდენად რთულად მიმდინარეობს ეს პროცესი და არის თუ არა საჭირო მედიკამენტური ჩარევა. საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ექიმი და დანიშნოს თერაპია, რაც მინიმალურ რისკებთან არის დაკავშირებული.     

მკურნალობის ოქროს სტანდარტი ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიაა, რაც მხოლოდ პროფესიონალი ექიმი გინეკოლოგის დანიშნულებით და მეთვალყურეობით ხდება.     

ფიტოესტროგენებს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, მწვანე ჩაი, სოიო. აღნიშნულ საკვებს ჭარბად მოიხმარენ აზიის ქვეყნებში, ამიტომაც, ჩინელ და იაპონელ ქალებს კლიმაქტერულ პერიოდში ნაკლებად აწუხებს ალები, იშვიათად ემართებათ ოსტეოპოროზი და გულ-სიხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

კლიმაქტერული პერიოდის დარღვევების დროს ძალზე ეფექტური პრეპარატია კლიმაქტოპლანი.  კლიმაქტოპლანი გერმანული წარმოების უნიკალური კომპლექსური ჰომეოპათიური საშუალებაა, რომელიც შეიცავს ციმიციფუგას, სეპიას, სანგვინარიას და იგნასიას. ისინი სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით იწვევენ კლიმაქტერული ჩივილების კუპირებას, მნიშვნელოვნად მცირდება ან მთლიანად ქრება ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის აჩქარება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ან ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, უხასიათობას, ემოციურ ლაბილურობას. აღადგენს შრომის უნარიანობას, კარგ გუნება-განწყობას, დადებითად მოქმედებს სიხლძარღვთა კედლებზე, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამიტომაც მისი გამოყენება შეიძლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მონოთერაპიის სახით, ასევე კლიმაქტერული პერიოდის დროს არტერიული ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში და ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიასთან კომბინაციაში.

კლიმაქტოპლანი 1938 წლიდან არის ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი მაღალი დონის მეცნიერული კვლევებით. ჰორმონალური პრეპარატებისგან განსხვავებით შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევების გარეშე. კლიმაქტოპლანის მცენარეული წარმოშობა განაპირობებს გვერდითი მოვლენების განვითარების დაბალ რისკს. ამიტომ, მოსახერხებელია ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

 

მიიღება 1 ან 2 აბი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ჩასაწუწნად, 3 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის განმეორება პერიოდულად.

  

და ბოლოს, ქალის როლი არასოდეს კნინდება. ის ყოველთვის წამყვან ძალად რჩება ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. პრობლემებისა და სირთულეების გადაჭრის გზა კი ასეთია: რეალურად აღვიქვათ, შევეგუოთ და მომზადებული შევხვდეთ ცხოვრების ახალ საფეხურს კლიმაქტოპლანთან ერთად.