Nuk
ჰორმონალური დისბალანსის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რეჟიმის დარეგულირება

თარიღი: 23 მარტი, 2018

ხალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმი უამრავი სახის ჰორმონს გამოიმუშავებს და ყოველი მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისთვის. ჰორმონალური დისბალანსისა და მისი მკურნალობის შესახებ ენდოკრინილოგი მაკა კორინთელი საუბრობს.

 

რა როლს ასრულებენ ჰორმონები ჩვენს ორგანიზმში?

მაკა კორინთელი: პირველი რიგში დავიწყოთ საუბარი იმით თუ რა არის ჰორმონი. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელიც გამომუშავდება ენდოკრინულ ჯირკვლებში, სინთეზირდება და სისხლის საშუალებით ხვდება მთელს ორგანიზმში, ყველა უჯრედსა და სისტემაში. ჰორმონების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც სიცოცხლის საწყისია. ჩვენ გვაქვს ცენტრალური ენდოკრინული ჰორმონი, რომელსაც მიეკუთვნება ჰიპოფიზარული სისტემა, ხდება ინფორმაციის გადაცემა პერიფერიულ ენდოკრინულ ჯირკვლებზე და ხდება ჰორმონების გამომუშავება. ჰორმონები წარმოიქმნებიან როგორც გარე პირობებიდან ასევე გარკვეული შინაგანი მიზეზების გამო. გარესამყაროდან ცენტრალური ნერვული სისტემა იღებს გარკვეულ ინფორმაციას, ჰიპოთალამუსში ხდება მისი გაფილტვრა და შემდეგ ეს ინფორმაცია ხვდება ჰიპოფიზში. ჰიპოფიზში ხდება ტროპული ჰორმონების ე.წ ცენტრალური ჰორმონების სინთეზი და უკვე ისინი მოქმედებენ პერიფერიაზე. მაგალითად ყველასათვის კარგად ნაცნობი თირეოტროპული ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს და არსებობს სხვადასხვა სახის ჰორმონები, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის გამართულ მუშაობას და ფუნციონირებას.

 

რა პათლოგიები ვითარდება ჰორმონების დარღვევის შემთხვევაში?

მაკა კორინთელი: გააჩნია რომელ ჰორმონზეა საუბარი. თუ ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დარღვევა ან ვთქვათ პათლოგია გვაქვს ფარისებრ ჯირკვალში, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი. თუ ჩვენ გვაქვს თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა, რომელშიც გამომუშავდება კორტიზოლი, თუმცა ასევე გვაქვს მამაკაცური სასქესო ჰორმონები თუ ხდება ჯირკვლის ფუნქცია, მომატებული ფუნქციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სახის დაავადებები.

 

რა სიმპტომები აქვს ჰორმონალურ დარღვევას?

მაკა კორინთელი: რთულია ამ კითვაზე პასუხის გაცემა, რადგან ყველა ჰორმონს აქვს განმასხვავებელი და საერთო ნიშნები ერთმანეთთან. ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვალს შევეხე, დავკონკრეტდები, მაგალითად გვაქვს უკმარისობა თირკმელზედა ჯირკვლის. ასეთ დროს კანი ხდება უფრო მუქი, ბრინჯაოსფერი, კუჭნაწლავის გამოკვეთილი ჩივილები, გულის რევა, ღებინება, პაცინტები კარგავენ წონას და ა.შ. ჩივილი ძალიან ბევრია, როდესაც ლაბორატორიულ კლევას ვატარებთ პრობლემა კარგად ჩანს. ასევე ხშირია შეკითხვები პაციენტთა მხრიდან, იმასთან დაკავშირებით თუ როდის სჯობს ჰორმონალური კვლევის ჩატარება, დღის რომელ მონაკვეთში. როდესაც საუბარია თირკმელზედა ჯირკვალზე აუცილებელია დავიცვათ ცირკადული ციკლი ანუ დღე-ღამის რიტმი, მაქსიმალური მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს დილით, გაღვიძებისთანავე, დაახლოებით 9 საათზე შუადღით ხდება მისი შემცირება 30-40%-ით, ღამით კი არის 50%-ით დაბალი დილასთან შედარებით. ამიტომაც ერთჯერადად ამის განსაზღვრა არ მიმაჩნია სწორად. რასაც ვერ ვიტყვით ფარისებრ ჯირკვალზე რადგან მას დღეღამური ციკლი არ გააჩნია 

თუ არსებობს პრევენცია, იმისათვის რომ მომავალში ამ პრობლემამ თავი არ იჩინოს?

მაკა კორინთელი: თირკმელზედა ჯირკვლისთვის ერთ -ერთი მაპროვოცირებელი შესაძლოა იყოს სტრესი, თუმცა ხშირია თავის ტვინის ტრამვები, ტვინის შერყევები რა დროსაც ეს პრობლემა შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი. ისეთი გამოკვეთილი პრევენცია არ არსებობს, შესაძლოა ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩავთვალოთ პრევენციად.

 ოგორც წესი ზედმეტი საკვების მიღება და არასაკმარისი დატვირთვა აიხსნება ჭარბი წონით. თუმცა ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო რთულია. ცხადია წონის პრობლემას ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს მაგალითად მეტაბოლიზმი, გენეტიკა, სტრესი. თუმცა შესაძლოა ჭარბი რაოდენობით არ ვიღებდეთ საკვებს, მაგრამ მაინც შეინიშნებოდეს წონის მატება. ეს არის ჰორმონალური დარღვევა?

მაკა კორინთელი: როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან მას არასოდეს ჰგონია, რომ ის ჭარბი რაოდენობით იღებს საკვებს. ის შესაძლოა მართლაც დიდი რაოდენობით საკვებს არ იღებდეს, თუმცა იკვებებოდეს არასწორად. თუ სწორი რეჟიმის პრინციპი დაცულია, მაშინ გამოკვლეული უნდა იქნას ჰორმონი, რომელიც იწვევს ზედმეტ წონას ეს არის თირეოტროპული ჰორმონი. თუ გვაქვს ჰიპერპროლაქტინემია, ესეც არის წონის მატების გამომწვევი მიზეზი. რა თქმა უნდა კვების გარდა ჰორმონები დიდ როლს ასრულებს წონის ნორმალიზებაში.

 

თუ ადამიანი წონაში მკვეთრად იმატებს, უნდა მიმართოს ექიმს, ასეთ დროს ვიწყებთ თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევით. თუ ბავშვი ჭარბწონიანია აქ რიგი გამოკვლევებია საჭირო. ანუ ყოველთვის მოიძებნება მიზეზი თუ რატომ არის ადამიანი ჭარბწონიანი ან პირიქით.

 

მნიშვნელოვანია ასევე გუნება- განწყობა, რომელიც დამოკიებულია ჰორმონების ნორმალიზებულ მუშაობაზე.

მაკა კორინთელი: ჩვენ შეგვიძლია ჰორმონები გარკვეულწილად ვმართოთ. სეროტონინი ეს არის ნივთიერება, რომელიც დამოკიდებულია დღეზე, რაც უფრო მზიანია დღე, მისი კონცენტრაციაც უკეთესია, ასეთ დროს ნივთიერებათა ცვლაც მწყობრშია. მელოტონინის ჰორმონი იწყებს გამომუშავებას ღამით და მაქსიმალურ რაოდენობას 2 საათამდე აღწევს. სწორედ ამ ჰორმონის დარღვევით ხდება, სხვა რიგი ჰორმონების დარღვევა რასაც უშვილობამდე მივყავართ. ამიტომ ახალგაზრდებმა ღამით დროულად უნდა დაიძინონ. დავიძინოთ წინა დღეს და გავიღვიძოთ მეორე დღეს- ეს არის ჯანმრთელობის საწინდარი.

 

პროლაქტინის მატებამ გარდა წონისა, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს?

მაკა კორინთელი: პროლაქტინი ეს არის ცენტრალური ჰიპოფიზარული ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს გოგონებში და ასევე მამაკაცებში გარდატეხის პერიოდში მათ სქესობრივ მომწიფებას. ჰიპერპროლაქტინემიის ერთ-ერთი გამომწვევი რაც შეიძლება იყოს ეს არის უშვილობა როგორც ქალებში ისევე მამაკაცებში როდესაც მოდიან უშვილო წყვილები, პირველი რითიც გამოკვლევას ვიწყებთ ეს არის პროლაქტინის განსაზღვრა. პროლაქტინი ეს არის უშვილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი.

 

რას გვირჩევთ, იმისათვის რომ ჯანმრთელი ჰორმონალური სისტემა გვქონდეს.

მაკა კორინთელი: ექიმთან ვიზიტი გეგმიურად წელიწადში ორჯერაა საჭირო. ჰორმონალური დისბალანსის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში საჭიროა რეჟიმის დარეგულირება. ყურადღება უნდა მივაქციოთ ძილის რეჟიმს, სწორ კვებას. აგრეთვე მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე სეირნობა.

წყარო: https://4u.ge/