Nuk
გვიანი ორსულობის საფრთხილო ნიშნები და მითითებები

თარიღი: 17 იანვარი, 2021

ქვემოთ ვისაუბრებთ ზოგიერთ სერიოზულ სიმპტომებზე გვიან ორსულობაში, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და მიმართოთ თქვენ ექიმს მათთან დაკავშირებით

ალბათ, გაინტერესებთ როგორ უნდა გაარჩიოთ გვიანი ორსულობის ნორმალური  და მისი საფრთხილო ნიშნები?

გვიანი ორსულობის დროს ხშირია ზოგიერთი სიცოცხლისათვის სერიოზული გართულება, როგორიც არის: პლაცენტის აცლა, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა, ქორიოამნიონიტი, პიელონეფრიტი, პრეეკლამფსია, ეკლამფსია და HELLP სინდრომი.

გართულებების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათზე უნდა ინერვიულოთ, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ „გამაფრთხილებელ ნიშნებს“, რომლებიც გარკვეულ პრობლემებზე მიგვითითებენ და საჭიროებენ ჩარევას.

ქვემოთ ჩამოთვლილია გვიანი ორსულობის ზოგიერთი საფრთხილო სიმპტომები, რომელთა შესახებაც ყველა მომავალმა დედამ უნდა იცოდეს.ამასთან მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც , თუ როგორ შევამციროთ გართულებების რისკი და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ისინი მაინც იჩენენ თავს.

გვიანი ორსულობის საფრთხილო ნიშნებია:
- სისხლიანი გამონადენი საშოდან
- სითხის დენა საშოდან
- საშოს სეკრეტის მნიშვნელოვანი მატება
- სწრაფი ან მწვავე შეშუპება სახის, ზემო კიდურების ან თითების არეში
- მწვავედ განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ მსუბუქდება
- ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ქვედა ან წელის არეში
- ტკივილი ან წვის შეგრძნება მოშარდვისას ან შარდის რაოდენობის შესამჩნევი შემცირება
- შეციება ან მაღალი ტემპერატურა
- გულისრევა და პირღებინება
- თავბრუ ან მხედველობის გაუარესება
- ნაყოფის მოძრაობების მწვავე შემცირება
 ესენია ძირითადი ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს, როდესაც ასეთი ნიშნები იჩენენ თავს?
ასეთი ნიშნების გამოჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეთ თქვენ ექიმს და ის გადაწყვეტს შემდგომ მოქმედების ტაქტიკას, სიმპტომებიდან გამომდინარე.

ასევე , თქვენ გეგმიურად მოგიწევთ ანტენატალურ ვიზიტზე მისვლა მეან-გინეკოლოგთან, 28-დან 36 კვირის ჩათვლით - თვეში ორჯერ, ხოლო 36 კვირიდან მშობიარობამდე -კვირაში ერთხელ. აუცილებელია ყველა ამ ვიზიტის განხორციელება, რათა ექიმს არ გამორჩეს  თქვენთვის და თქვენი მუცლადმყოფი ნაყოფისათვის საშიში  პათოლოგია.

რა არის გვიანი ორსულობის გართულებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები?
გვიანი ორსულობის პრობლემებს და გართულებებს აქვს სხვადასხვა  მიზეზი, მათგან ყველაზე ხშირი არის:
- ასაკი >40
- ჭარბწონიანობა
- მაღალი არტერიული წნევა
- გესტაციური დიაბეტი
- ობსტრუქციული ძილის აპნოე
- ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა ან გულის პათოლოგიის ოჯახური ანამნეზი
- კარდიოტოქსიური პრეპარატების მიღება

გვიანი ორსულობის გართულებების მართვა
თუ  მიეკუთვნებით, რომელიმე გართულების განვითარების მხრივ მაღალ რისკ-ჯგუფს, თქვენი ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას, რომ რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, გაიაროთ უფრო ხშირი მონიტორინგი და ტესტირებები.

არსებობს თუ არა გართულებების პრევენციის საშუალებები?
- იყავით აქტიურები-გაუზიარეთ თქვენი ჯანმრთელობის ისტორია და აცნობეთ რაიმე საეჭვო ნიშნის შესახებ თქვენ ექიმს.
- იკვებეთ სწორად- კვების რაციონი შეავსეთ ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით და ნაკლებად ცხიმიანი საკვებით.
- ივარჯიშეთ-თქვენი ექიმისაგან ნებართვის შემთხვევაში , სასურველია დღეში 30 წუთი ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმოთ.
- აკონტროლეთ წონა- შეინარჩუნეთ სხეულის მასის ინდექსი(BMI) ნორმის ფარგლებში.