Nuk
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა ლაპარაკი დროულად დაიწყოს – თამარ გაგოშიძე გვიან მოლაპარაკე ბავშვებზე

თარიღი: 21 მაისი, 2018

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა ლაპარაკი დროულად დაიწყოს – თამარ გაგოშიძე გვიან მოლაპარაკე ბავშვებზე

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვთა განვითარების თავისებურებებზე საუბრობს. ვიდეო „ნიკორა ტრეიდის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

 

„ზომიერება ბავშვთან ურთიერთობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით ერთი წლის ასაკში. მოტორული განვითარება ერთ წლამდე დრამატულად ვითარდება, 12 თვის ასაკში ბავშვი უკვე უდნა დადიოდეს. როგორც წესი ასეც ხდება ხოლმე. წლისა და 1 თვის, წლისა და 2 თვის ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლად გადაადგილდება. თუ განვითარების ეს საფეხურები აგვიანებს, ძალიან მნიშვნელოვანია პედიატრისა და ნევროლიოგს ჩართულობა იმისთვის, რომ ბავშვი დაეწიოს თავის მოტორულ განვითარებას.

 

რაც შეეხება ენისა და მეტყველების ათვისების საფეხურებს, ბავშვმა პირველი სიტყვები 1 წლისთვის უკვე უნდა თქვას. ამას ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და რატომ, დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ საქართველოში, მეტყველების და ენის განვითარება ძალიან გვიანდება. მარტო ჩვენ არ ვჩივით, რომ ორი წლის ან ორწლინახევრის ასაკში ბავშვი ვერ ლაპარაკობს. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც წერია რომ პედიატრთან მოსული ბავშვების 30 პროცენტი აგვიანებს მეტყველებას. ამ დროს ერთი წლის ასაკში ბავშვი ცალკეულ სიტყვებს უნდა ამბობდეს. შეიძლება პატარა „დედას“ მაგივრად „დადას“ ამბობდეს, ან „პურს“ „ბაბას“ ეძახდეს, მაგრამ ეს აღნიშნავს რაღაცას და სიტყვაც ხომ ეს არის. ანუ ის მნიშვნელობას დებს ამაში და მიზანმიმართულად ამბობს სიტყვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ მშობელს ვეკითხებით, ლაპარაკობს თუ არა ბავშვი, ის გეუბნება, რომ კი, ამბობს სიტყვას. ჩვენ ვეკითხებით, არის თუ არა ეს სიტყვები მიზანმიმართული. თუ ამბობს მამას, ბაბას, ბაბუს და არამიზანმიმართულად იყენებს მათ, ეს სიტყვა არ არის. სიტყვა არის, როდესაც ბავშვი მიზანმიმართულად აღნიშნავს ბავშვი რაღაცას და ერთი და იგივე მარცვლებს ერთი და გივე რაღაცას ეძახის. პირველი ფრაზა კი ბავშვმა ორი წლის ასაკში უნდა თქვას. „დედა მომე“, „ბურთი მინდა“ – ამას ბავშვი ორი წლის ასაკში უნდა ამბობდეს ანუ მან ორი სიტყვის გადაბმა უნდა შეძლოს. ჩვენ თითქოს ძალიან ბევრს ვთხოთ ბავშვს, მაგრამ ჩვეულებრივი განვითარების ბავშვი ორი წლის ასაკში უკვე წინადადებებს აგებს ხოლმე. სხვათაშორის გოგონები და ბიჭები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბიჭები გოგონებთან შედარებით ისედაც აგვიანებენ, ზოგადად ინდივიდუალურად მეტყველების განვითარებას. თუმცა დღეს ორივე, გოგოც და ბიჭიც ძალიან აგვიანებს მეტყველებას.

 

როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ადრეულ განვითარებას სამ წლამდე. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა დროულად დაიწყოს ლაპარაკი. მართალია ყველაფერი თავისით ხდება, ბავშვი თავისით ვითარდება და იზრდება და მშობელსაც ჰგონია, რომ ბავშვი თავისით იზამს ყველაფერს, მაგრამ ეს ასე არ არის. მას აქვს თანდაყოლილი გენეტიკური უნარები, მაგრამ აღზრდას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამას ყვლაფერს სჭირდება გარემო, მაუგლი ძალიან კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ლაპარაკი ვერ დაიწყო, რადგან ადამიანურ გარემოში ვერ მოხვდა. ადრეული განვითარება სამ წლამდე არის გადამწყვეტი, შემდგომში რას იზამს ბავშვი. ეს არის ენის ინტენსიური განვითარება. ჩვენ თუ ამ პროცეს არ შევუწყეთ ხელი, ბავშვს ექნება კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური პრობლემა და აზროვნების განვითარების პრობლემა. დღეს როდესაც ჩვენთან მოყავთ ბავშვები, რომლებიც არ ლაპარაკობენ, ძალიან ძნელია გაარჩიო ის აუტისტური სპექტრისგან. ამ დროს მას არ აქვს აუტისტური სპექტრი, ის ვერ ლაპარაკობს და უჭირს ურთიერთობა და ეს მას აზროვნების განვითარებაში უშლის ხელს.

 

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ბავშვს აქვს ეგრეთ წოდებული რეცეპტული მეტყველების დარღვევა, მიმართული მეტყველება არ ესმის. შესაბამისად, მან თუ მნიშვნელობა ვერ გაიგო, აზრს ვერ გაიგებს და მისი აზროვნება შეფერხდება. ამ პერიოდში ხდება მსხვილი და ნატიფი მოტორიკის ინტენსიური განვითარება და ჩვენ ამას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს, რომ ბავშვი ზის კომპიუტერის წინ და შენ ხელი არ გეშლება შენს საქმეებში. შედეგი კი არის კოგნიტური განვითარება, საგნების გამოყენება და თვითმომსახურება.

ქართველი დედები 8 წლის ბავშვებზე მეუბნებიან, რომ უნდა ჩააცვან და აჭამონ, ჩანთა უნდა ჩაულაგონ და.შ. ყველაფერი ადრეული პერიოდიდან იწყება, ბავშვი ადრეულ ასაკში სწავლობს, რომ თვითონ უნდა ჩაიცვას, თვითონ უნდა შეჭამოს, აალაგოს და ყველაფერი თვითონ უნდა გაიკეთოს. როდესაც ჩვენთან პირველკლასელი ბავშვები მოყავთ, მას სკოლაში გაჩერება უჭირს. რადგან მას პატარა დაბრკოლება შეხვდება თუ არა, ეწყება ისტერიკა. დაბრკოლების გადალახვა და დახმარების თხოვნა ქართულ პოპულაციაში ცოტა რთული რამეა. დახმარებას არ ითხოვს არავინ და ნერვები ეშლება ყველას. ჩვენ ბავშვს ამ ასაკიდან უნდა ვასწავლოთ გაარჩიოს თავისი ემოცია, გაბრაზდა თუ ეწყინა. სხვა ადამიანს ეწყინა თუ გაუხარდა, ესეც უნდა გაარჩიოს. ემოციის მისაღები გზით გამოხატვა ჯერ ჩვენ თავად უნდა ვისწავლოთ. ასევე იმედგაცრუების და სიბრაზის თვითმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მთელი ცხოვრება გვაქვს იმედგაცრუებები. ამ დროს ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ძალიან სერიოზული ქცევითი გამოხატულება, გაბრაზდეს, სხვა ადამიანზე იყაროს ჯავრი, ჰქონდეს აგრესია. და ბოლოს, ემპათია. ეს ძალიან მწირია ჩვენს საზოგადოებაში. საუბარია სხვა ადამიანის გაგებაზე. მე ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ქართული საზოგადოება ამ მდგომარეობამდე მივიდოდა, რომ ვერანაირად სხვის ემოციას და მდგომარეობას ვერ გაიგებდა. ეს ყველაფერი ისწავლება ბავშვობიდან და ამას ბავშვი სწავლობს მოდელირებით, მაგალითით, სიტუაციით. ახლა ვიღაც იტყვის, რომ მე მთელი დღე ვმუშაობ და რა ვქნა. ბავშთან გატარებული ნახევარი საათი არის საკმარისი, რომ ბავშვს ელაპარაკო. ტელეფონების, გაჯეტების და სხვადასხვა ხელისშემშლელი საშუალებების გარეშე.

წყარო: www.fortuna.ge